Android O: ბოლო განახლება OnePlus 3/3T-ისათვის.

დაბრუნება ყველა პოსტი

Android O: ბოლო განახლება OnePlus 3/3T-ისათვის.


OnePlus – სმარტფონების ჩინური მწარმოებელია, რომელიც ცდილობს ფლაგმანის ტექნიკური მახასიათებლების მქონე სმარტფონები გამოუშვას, არაფლაგმანური ფასით. კომპანია ამას წარმატებით ახორციელებს და ბევრი ერთგული მომხმარებელიც ყავს, მაგრამ მისი ბოლოდროინდელი პოლიტიკა OnePlus-ის სახელს სერიოზულ ჩირქს ცხებს, ეს პოლიტიკა კი სისტემურ განახლებებს შეეხება.

 

როგორც OnePlus-ის ხელმძღვანელი პირები აცხადებენ, Android O ბოლო სისტემური განახლება იქნება OnePlus 3/3T-ისათვის, მაგრამ ისინი ე.წ უსაფრთხოების განახლებებს კიდევ რამოდენიმე თვის განმავლობაში გამოუშვებენ აღნიშნული მოდელისათვის (მადლობთ). ლოგიკურია, რომ მოწყობილობა ოდესმე შეწყვეტს განახლებების მიღებას (Google-2წელი, Samsung-?, Huawei-?, Apple-5წელი), მაგრამ საოცრად ალაგოკური და გულის დამწყვეტია ის, რომ 9 თვის ტელეფონი რომელიც Android 6.0 მარშმელოუთი გამოვიდა, ამა წლის ოქტომბერში თავის, 1 წლის აღსანიშნავ იუბილეზე წყვეტს სისტემურ ცხოვრებას. სირცხვილი OnePlus-ს. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ კომპანიის ახალი სმარტფონი ბევრი სისტემური პრობლემით გამოვიდა და 2 თვის მანძილზე ძალიან ბევრი განახლება მიიღო. განახლებებმა მხოლოდ სისტემური ხარვეზები გამოასწორა, სხვა ფუნქციონალიზმი არ შეუმატია სმარტფონისათვის.ყველას გვახსოვს OnePlus-ის დაპირება, იმის შესახებ რომ OnePlus 2 მიიღებდა 7.0 ვერსიამდე განახლებას, ამაზე პასუხს თქვენი სმარტფონის განახლებების ველში იხილავთ. როგორც ჩანს, OnePlus აღარ ერიდება ცრუ დაპირებების გაცემას. გულდასაწყვეტია, Android სამყაროს რობინჰუდის, მსგავსი საქციელი, ვნახოთ სადამდე გაუძლებს კონკურენციას ჩინური კომპანია.


გააზიარე

დაბრუნება ყველა პოსტი