Google Pixel-ზე სისტემური განახლება ადგილს აღარ დაიკავებს

დაბრუნება ყველა პოსტი

Google Pixel-ზე სისტემური განახლება ადგილს აღარ დაიკავებს


Google-ი მალე Android 8.0-ს თავსებად Pixel და Nexus მოწყობილობებისთვის გამოუშვებს. აღნიშნული განახლებით Pixel ტელეფონებს ერთი ძალიან საინტერესო ფუნქცია ემატება, რომლისთვისაც ალბათ iOS-ის მომხმარებლები ყველაფერს დათმობდნენ.

Android 8.0-ს სისტემური განახლებების შეუმჩნევლად დაყენების შესაძლებლობა ექნება. განახლებები მაშინაც დაყენდება, თუ მოწყობილობაზე საკმარისი ადგილი აღარ იქნება. ეს ყველაფერი ნიშნავს იმას, რომ სისტემის უახლეს ვერსიაზე ყოფნისთვის სურათების, ვიდეოებისა თუ სხვა ინფორმაციის წაშლა აღარ მოგიწევთ.

Google-ი აღნიშნულ პროცესს ახალ დოკუმენტაციაში აღწერს და მას “შეუმჩნეველ განახლებებს” უწოდებს, რომელიც პირველად ჯერ კიდევ Android 7.0-ში გამოჩნდა. Pixel სმარტფონებს ორმაგი დანაყოფების სისტემა აქვთ. მუშაობის პრინციპი მარტივია: თქვენ იყენებთ სისტემა A-ს, სანამ სისტემა B ფონურ რეჟიმში ახლდება. როდესაც სისტემა B-ზე განახლების დაყენება დასრულდება, ახალ OS-ში ჩასატვირთად მხოლოდ და მხოლოდ ტელეფონის გადარესტარტება დაგჭირდებათ.

აღნიშნული ფუნქციის დამატებამდე, განახლებების სისტემა ამგვარად მუშაობდა: ინტერნეტიდან OTA განახლება დროებით იწერებოდა თქვენი ტელეფონის მეხსიერებაზე, შემდეგ კი ის გათიშულ სისტემა B-ზე ინსტალდებოდა. 8.0 განახლების შემდეგ კი განახლება პირდაპირ ჩაიწერება სისტემა B-ზე, ამიტომ ~1GB-ს მაგივრად მხოლოდ ~100KB თავისუფალი ადგილის ქონა დაგჭირდებათ, რომელიც metadata-ს შესანახად იქნება საჭირო.

დოკუმენტაციაში აგრეთვე წერია, რომ ფუნქცია Android 7.0-ზეც გადმოპორტირდება Play Services განახლების საშუალებით და იგი ყველა მოწყობილობაზე იმუშავებს, რომელსაც ორმაგი დანაყოფების სისტემა აქვს. როგორც ვიცით, ერთადერთი ასეთი მოწყობილობა Pixel-ია, რომელიც ძალიან მალე მიიღებს 8.0 განახლებას.

წყარო: A/B (Seamless) System Updates


გააზიარე

დაბრუნება ყველა პოსტი