Sony Xperia XZ1-ის ტექნიკური მახასიათებლები და ფოტო რენდერი ბექა ცინცაძისგან

დაბრუნება ყველა პოსტი

Sony Xperia XZ1-ის ტექნიკური მახასიათებლები და ფოტო რენდერი ბექა ცინცაძისგან


როგორც მოგეხსენებათ Sony სექტემბერში ახალ ფლაგმანურ სმარტფონს Xperia XZ1-ს წარმოგვიდგენს, მე მოვიპოვე ინფორმაცია თუ როგორი დიზაინი ექნება მას და ბექა ცინცაძემ სპეციალურიად Review.ge-სთვის შექმნა ფოტო რენდერი, რომელიც საშუალებას გვაძლევს დავინახოთ Sony-ს მომავალი სმარტფონის მიახლოებითი სურათი.

როგორც აღმოჩნდა, Xperia XZ1-ს 5.4 დიუმიანი ეკრანი ექნება, მაგრამ ზომებით იდენტური იქნება XZs-ის, რაც იმას ნიშნავს, რომ ამჯერად Sony-ს სმარტფონში ვიწრო ჩარჩოს ვიხილავთ, რა დეტალზეც მომხმარებლებისგან Sony-ს მისამართით შენიშნვნები იყო და ბლოგერებიც თამამად აკრიტიკებდნენ.

ასევე ცნობილია, რომ დიზაინში სერიოზული ცვლილება არ იგეგმება ჩარჩოების შემცირების და მატერიის გარდა, მაგრამ ცვლილებებია კამერაში და მას ექნება კვლავ IMX400-ის 19 მეგაპიქსელიანი კამერა, თუმცა დამატებული 3D გადაღების რეჟიმი და FULL PIXEL ტექნოლოგია, რას გულისხმობს ეს უკანასკნელი, ამაზე ინფორმაცია არ გვაქვს. 😉

სმარტფონის შემადგენლობაში ასევე იქნება Qualcomm Snapdragon 836-ის ჩიფსეტი, 4 გიგაბაიტიანი ოპერატიული მეხსიერება და სხვა ტექნიკური მახასიათებლები აღებული XZ Premium-დან. 😉


გააზიარე

დაბრუნება ყველა პოსტი