განახლებული Skype-ი სრულიად ახალი დიზაინით

დაბრუნება Posts

განახლებული Skype-ი სრულიად ახალი დიზაინით


ხშირად გვისარგებლია ჩვენი სმარტფონით Skype-ის ვიდეო ზარებით, იქნებოდა ეს სასიყვარულო თუ ახლობლის მოსაკითხად განხორციელებული ზარი. შესაბამისად ხშირად შეგვქმნია პრობლემები როგორებიცაა: კამერის გაუმართავი მუშაობა, დაბალსიჩქარიანი ინტერნეტის პირობებში გაჭედილი კადრები და მრავალი შემაწუხებელი “ბაგი”.

Microsoft-მა იზრუნა საკუთარ მომხარებელზე და მას Skype-ის სრულიად ახალი ვერსია Skype 8.0 შესთავაზა განახლებული დიზაინითა და დახვეწილი ფუნქციებით და ის უკვე ხელმისაწვდომია ნებისმიერისთვის.

როგორც თავში ავღნიშნე, Skype 8.0-ს აქვს სრულიად ახალი სამომხმარებლო ინტერფეისი, რომელიც Google-ის Material Design ვექტორს მიყვება, რაც მას უამრავ კონტექსტურ მენიუსა და ანიმაციას უმატებას. ინტერფეისში ვხვდებით სამ ზონას: პირველი ზონა, რომელიც აპლიკაციის შუა ნაწილს იკავებს ე.წ ჩატ ზონაა, სადაც ჩვენი ყველა მიმოწერა ერთად იყრის თავს. მარცხენა მხარეს, ბოლოდროს გაპოპულარებულ “სთორი” ზონას ვხვდებით, სადაც ჩვენი ყოველდღიურობის ატვირთვა შეგვიძლია, რომელიც 24 საათში გაქრება. (მადლობა Snapchat-ს ამ ინოვაციისთვის), ხოლო რაც შეეხება მარჯვება მხარეს, აქ ფოტოს კუთხეა, რაც შემდგომს ნიშნავს: შეგიძლიათ გადაიღოთ სურათი და პირდაპირ გაუგზავნოთ მეგობარს ან ატვირტოთ ‘სთორი’ სექციაში. (კიდევ ერთხელ დიდი მადლობა Snapchat-ს).

აპლიკაცია უკვე ხელმისაწვდომია Android და iOS პლატფორმებისათვის და რაოდენ ირონიულიც არ უნდა იყოს, ახალი Skype ჯერ არც კი დაანონსებულა Windows Phone პლატფორმაზე.

გადმოწერა:

Android | iOS


გააზიარე

დაბრუნება Posts