Instagram-მა სელფი თავიდან გამოიგონა

დაბრუნება Posts

Instagram-მა სელფი თავიდან გამოიგონა


ყველასათვის საყვარელმა სოციალურმა ქსელმა Instagram-მა, თავის მომხმარებლებს ახალი, მეტად სახალისო სელფი სტიკერები შესთავაზა, რომლებიც საშუალებას აძლევს მათ, მრავალი ორიგინალური ვიდეო თუ ფოტო გაუზიარონ მეგობრებს. ამ ახალმა ტრენდმა მსოფლიო უკვე მოიცვა და ჩვენი გვერდი რათქმაუნდა გთავაზობთ სიახლეს, რათა არ ჩამოვრჩეთ მსოფლიოს ტრენდულ მოვლენებს.

ახალი სტიკერების გააქტიურება ე.წ დღის დაიჯესტიდან -“Story”-დან ხდება, ეკრანზე თითის ხანგრძლივად დაჭერით. მას შემდეგ რაც სახის ამომცნობი პროგრამა ჩვენს ლამაზ სახეს აღიქვამს, იწყება სახალისო ფილტრების მორგების პროცესი, ეს ფილტრები კი ზოგი საყვარელი ცხოველისა, ზოგი კი გარემოსა და დროზეა ადაპტირებული. განაახლეთ თქვენი Instagram აპლიკაცია და გაუზიარეთ მეგობრებს საკუთარი სახალისო ისტორიები. მას შემდეგ რაც მეგობრებთან გართობას მორჩებით, შეგიძლიათ ჩვენი Instagram გვერდი მოინახულოთ და გამოგვყვეთ საჩუქრებისა და სიურპრიზების სამყაროში.

მოგვძებნე Instagram-ზე: review.ge


გააზიარე

დაბრუნება Posts