Samsung Gear VR 2017: მოკლე განხილვა

დაბრუნება ყველა პოსტი

Samsung Gear VR 2017: მოკლე განხილვა


როგორც ვიცით, აპრილში Samsung-მა Galaxy S8\S8+-სთან ერთად ახალი Gear VR-ი წარმოადგინა. ვირტუალური რეალობის აღქმის შესაძლებლობის მქონე მოწყობილობას, ახლა უკვე მოყვება ბლუთუს კონტროლერი. გარკვეული რეგიონების მასშტაბით, galaxy S8\S8+-ის წინასწარი შეკვეთების შემთხევაში VR-ი და მისი კონტროლერი უფასოდ გადაეცემოდა მყიდველს.

Samsung-ი გეგმავს, რომ VR-ის მფობელებს ახალი კონტროლერი 39$-ად შესთავაზონ. Gear VR-ი, რომელიც Amazon.com-ზე უკვე 139.99$-ად იყიდება, წინა წლის მოდელთან შედარებით, დიდად არ შეცვლილა. გაუმჯობესებულია მოწყობილობის თავზე კეთებისას სუნთქვის შესაძლებლობა. თავიდან შეიძლება ცოტათი დაიორთქლოს, მაგრამ თვალების ქვეშ რჩება საკმარისი ადგილი, რომ ჰაერი შევიდეს და გაიწმინდოს გამოსახულება.

დიზაინი

კნოპკებისა და პორტების მდებარეობა მსგავსია წინა მოდელისა. ახალი კონტროლერის ფუნქციონალიზმთან მსგავსებისთვის, VR-ის სენსორულ პადს დაემატა სახლის ღილაკის ფუნქცია, რომელიც უზრუნველყოფს მარტივად გამოხვიდეთ ნებისმიერი თამაშიდან ან აპლიკაციიდან. მეტი კომფორტისთვის, მოწყობილობის თავზე სამაგრს ყუთში მოყვება  ერთგვარი ღვედი, რომლითაც VR-ზე მაგრდება ახალი კონტროლერი. MicroUSB-ი პორტის ნაცვლად, რომელიც ძველ მოდელს დაბლა აქვს სმარტფონის დასატენად, Gear VR 2017-ში ჩვენ ვხვდებით USB-C-ი პორტს, რომლის ფუნქციაც მსგავსია ზემოთხსენებულის. Samsung-ი მოიხსენიებს როგორც მულტიფუნქციურ პორტად. ალბათ, ვიხილავთ ახალ აქსესუარებს, რომელიც ამ ტერმინს გაამართლებს. ასევე, მოყვება ცვლადი MicroUSB-ი კონექტორი, რომელიც საშუალებას იძლევა მოარგოთ სხვადასხვა სმარტფონი. ესენია:

  • Samsung Galaxy S7
  • Samsung Galaxy S7 Edge
  • Samsung Galaxy Note 5
  • Samsung Galaxy S6
  • Samsung Galaxy S6 Edge
  • Samsung Galaxy S6 Edge Plus
  • და სავარუდოდ, შეკეთებული Galaxy Note 7-ები, როდესაც Samsung-ი მათ გასაყიდად ჩაუშვებს


კონტროლერი

ღონისძიების ერთ-ერთი საინტერესო მომენტი იყო ახალი პატარა კონტროლერის წარდგენა. მისი კომპაქტური, შავი ფერის დიზაინი ესთეტიურად ძალიან ერწყმის ახალ Gear VR-ს, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ ძველ მოდელს არ უხდება.

კონტროლერი აღჭურვილია ორი AAA ტიპის ელემენტით, ხმის ამწევ-დამწევით, ასევე მრგვალი სენსორული პადითა და ისეთივე სახლის ღილაკით, რომელიც VR-ს აქვს. ამასთანავე, უკანა მხარეს არის ერთგვარი სასხლეტი, რომელიც დაგეხმარებათ სროლაში დამიზნებისას. გარკვეული რაოდენობის აპლიკაცია თუ გასართობი თამაშია ადაპტირებული სპეციალურად ამ კონტროლერზე.  ვირტუალურ რეალობაში თქვენ შეძლებთ სროლას ან ობიექტების აღებას მისი გამოყენებით.

იმ გამოცდილების მიღება, რისი მოლოდინიც Samsung Gear VR-ის მოყვარულებს აქვთ, სწორედ ტელეფონის მოწყობილობაში მოთავსება და ვირტუალური რეალობის სიამოვნების განცდაა. სტანდარტული VR ვერსიის Galaxy S8-თან შეწყობით თამაშები და აპლიკაციები ყოველგვარი ხარვეზის გარეშე მუშაობს, რაშიც დიდი წვლილი მიუძღვის 4GB-იან RAM მეხსიერებასა და Snapdragon 835-ს ან Exynos 8895-ს (რომლითაც ევროპული ბაზრისთვის განკუთვნილი მოდელებია აღჭურვილი).

საბედნიეროდ, ორი წლის წინანდელი მოდელებიც კი თავსებადია ახალ Gear VR-ზე. ამასთანავე, Samsung-მა 2015 წლიდან სმარტფონებში 2,560 x 1,440 რეზოლუციის მქონე ეკრანების აქტიური გამოყენება დაიწყო (S8-სა და S8+-ზე კი – გაფართოებით 2,960 x 1,440-ზე). თუმცა პიქსელების სიმჭიდროვე თანაბრად იქნება ნებისმიერ ტელეფონზე და სხვაობას ვერ იგრძნობთ.

დასკვნა

რა თქმა უნდა, ახალი Gear VR-ი არაა ისეთი მაღალი დონის ვირტუალური რეალობის მქონე მოწყობილობა, როგორებიცაა HTC Vive-ი ან Oculus Rift-ი. (მათ გარკვეულწილად, კომპიუტერთან სჭირდებათ დაკავშირება) ეს განსხვავება ფასებშიც აისახება. საბოლოო ჯამში, ბაზარზე არსებულ მოწყობილობათა შორის ახალი Gear VR-ი საუკეთესო გადაწყვეტილებაა და ამასთანავე, ის საკმაოდ ხელმისაწვდომია. რაც შეეხება დადებით და უარყოფით მხარეებს:

დადებითი                                                                 უარყოფითი

მსუბუქი და კომფორტული                                         დიდი გაბარიტები
ადვილად გამოსაყენებლი კონტროლერი                 კონტროლერის ელემენტები არ იტენება
ხელმისაწვდომი ფასი                                                   გარკვეული ძველი პროგრამა შეუთავსებელია
ძველი მოდელების მხარდაჭერა                                 კონტროლერის ცოტა აპლიკაციისადმი
მხარდაჭერა

 


გააზიარე

დაბრუნება ყველა პოსტი