Qualcomm-მა Snapdragon-ის ახალი სერიის სისტემური პროცესორები წარადგინა

დაბრუნება ყველა პოსტი

გააზიარე

Qualcomm-მა Snapdragon-ის ახალი სერიის სისტემური პროცესორები წარადგინა

არც თუ ისე დიდი ხნის წინ Qualcomma სპეციალურ საღამოზე წარადგინა Snapdragon სერიის ახალი პროცესორები Snapdragon 630 და Snapdragon 660. ახალი სისტემური ბლოკები გამოირჩევა მაღალი წარამდობითა და ენერგოეფექტურობით. როგორც Qualcomm-ის  CEO სტივენ მოლენკოფმა განაცხადა, 630 და 660 სერია ორჯერ სწრაფია წინამორბედებზე და გარდა ამისა თავის თავში აერთიანებს ახალ და მეტად ინოვაციურ ტექნოლოგიებს როგორიცაა: გამოსახულების დამუშავების ახალი ჩიპები, ბევრად მოქნილი ვიდეოამაჩქარებლები, უფრო მაღალი გაფართოვების ეკრანის თავსებადობა, ულტრა სწრაფი საკავშირო ქსელების არსებობა.

 

განვიხილოთ თითოეული მათგანი და ვნახოთ მართლა ასეთი ინოვაციურია თუ არა ახალი სისტემური ბლოკები?

Snapdragon 630 თავის თავში მოიცავს ახალ 14bit Spectra 160ISP გამოსახულების დამამუშავებელ ჩიპს, რომელსაც შეუძლია 24 მეგაპიქსელიანი სურათების გადაღება ყველანაირი შეფერხების გარეშე ასევე იგი თავსებადია ოპტიკალურ გადიდებასთან, რომელსაც ასევე შენელების გარეშე წარმართავს.

 

გარდა გამოსახულების ჩიპისა Snapdragon 630 30%-ით გაუმჯობესებულ ვიდეო ამაჩქარებელს:Adreno 508-ს მოიცავს. ეს ვიდეო ამაჩქარებელი ორიენტირებულია ეკრანზე მაქსიმალურად ბუნებრივი და კრისტალურად სუფთა გამოსახულება გადმოგვცეს, რაც დამეთანხმებით ძალზედ სასიამოვნო იქნება ჩვენი საყვარელი ფილმებისა და შოუშების საყურებლად.

რაც შეეხება Snapdragon 660 გამომთვლელ ერთეულს, იგი კიდევ უფრო ევოლუციურია, მსგავსად 630-ისა, 660-იც შეიცავს ახალ გამოსახულების ჩიპს, იგივე შესაძლებლობებით.

სხვაობა 660-სა და 630-ს შორის უშუალოდ პროცესორების დამზადების ტექნოლოგიის დონეზე იჩენს თავს კერძოდ კი Snapdragon 630-ის ბირთვები Cortex A53 ერთეულებზე ხოლო 660-ის ბირთვები კი Qualcomm-ის ახალი წარმოების  The Kryo 260 ერთეულზე მუშაობს. ამ ორ ტექნოლოგიას შორის სხვაობა რათქმაუნდა წარამდობის დონეზე იჩენს თავს, მაგრამ მთავარი სხვაობა ენრგოეფექტურობაშია, Kryo 260 კომპანიონ Hexagon DSP ჩიპთან ერთად უზრუნველყოფს საოცარ ენერგოეკონომიურობას რაც ახანგრძლივებს მოწყობილობის ელემენტის სიცოცხლის უნარიანობას.

ახალი სისტემური ბლოკების დეტალური ტქენიკური მახასიათებლები იხილეთ აქ

Snapdragon 630

Snapdragon 660

  

დაბრუნება ყველა პოსტი