OnePlus 5-ის კამერით გადაღებული სურათები

დაბრუნება Posts

OnePlus 5-ის კამერით გადაღებული სურათები


ბოლო პერიოდში OnePlus 5-ზე არაერთი ჭორი თუ დეტალი ვიხილეთ. სულ ახლახანს კი, ინტერნეტში გავრცელდა მისი კამერით გადაღებული სურათები. იმის გასარკვევად, ნამდვილად ეკუთვნის თუ არა ფოტო მასალა OnePlus-ის სმარტფონს, საჭიროა შემდეგნაირი დაკვირვება: EXIF მონაცემები ანახებს, რომ სურათები გადაღებული იყო მოწყობილობით, რომლის მოდელის ნომერი იყო A5000. ხოლო, აქამდე OnePlus 5-ზე გაჟონილ ინფორმაციებში მითითებული იყო სმარტფონის მოდელის სახელწოდება, რომელსაც სწორედ, A5000 ერქვა. ერთმა, ფოტოგრაფიაში განსწავლულმა ადამიანმა ვარაუდი გამოთქვა, რომ მეორე სურათიდან გამომდინარე, ახალ ფლაგმანს ორმაგი 16 მეგაპიქსელიანი კამერა ექნება, რაც აქამდე გავრცელებულ ინფორმაციას არ ემთხვევა. მისი თქმით, ფოტო შეგნებულად გადაღებულია ფართო კუთხით, რათა სურათზე დეტალები და  ინფორმაცია უფრო სიღრმისეულად ყოფილიყო წარმოდგენილი.

ამჟამინდელი ინფორმაციის თანახმად, OnePlus 5-ის ტექნიკურ მახასიათებლებზე განსხვავებული სურათი გვაქვს, რადგან თუკი აქამდე ნათქვამი იყო 5.5 ინჩიანი QHD ეკრანი, ის ახლა მხოლოდ FHD გაფართოებისაა, რეზოლუციით 1080:1920-ზე (რაც, უცნაურად ჟღერს). თუმცა, ელემენტი 4000 მილიამპერიანია, წინა მონაცემებით კი – 3000 მილიამპერი იყო. ასევე, შიდა მეხსიერება ორ ვარიანტადაა წარმოდგენილი: 64 გიგაბაიტი და 128 გიგაბაიტი. დანარჩენი მონაცემი იგივე რჩება: 8 ბირთვიანი Snapdragon 835-ის პროცესორი, Adreno 540-ი ვიდეო წამკითხველით, 8 გიგაბაიტიანი RAM მეხსიერება და რა თქმა უნდა, ნავარაუდებია Android 7.1.1 უახლესი ვერსია.

შესაძლოა, EXIF ინფორმაცია იყოს ყალბი, თუმცა დანამდვილებით ვერაფერს ვიტყვით. OnePlus 5-ით გადაღებული სურათები კი იხილეთ ქვემოთ.


გააზიარე

დაბრუნება Posts