HTC U11 – შეკუმშე ბრწყინვალება

დაბრუნება ყველა პოსტი

HTC U11 – შეკუმშე ბრწყინვალება


HTC-მ 16 მაისს, თავის 20 წლის იუბილეზე წარადგინა თავისი ახალი ფლაგმანური სმარტფონი – U11, რომელიც HTC 10-ის გაუმჯობესებული მოდელია. როგორც, HTC-ის მაკეტინგის ჯგუფის დირექტორმა აღნიშნა, მათი ახალი ქმნილება გამოირჩევა სხვა, ბაზარზე არსებული ყველა სმარფონისგან, ამ განსხვავებულობას კი ინოვაციებისა და სიახლეების რაოდენობა განაპირობებს.

 დიზაინი

HTC U11 ნამდვილად გამოირჩევა კონკურენტი ბრენდის სმარტფონების დიზაინისგან, იგი Galaxy S8-ის მსგავსად უსაზღვრო ეკრანით აღჭურვიკი არაა, U11-ს აქვს U Ultra სმარტფონების მსგავსი დიზაინი, რომელიც არ ითვალისწინებს უსაზღვრო ეკრანებსა და ექსტრა მაღალ ფორმატს. ის მთლიანად მეტალისა და მინისგანაა დამზადებული, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში მეტალს სპეციალური დამუშავება აქვს გავლილი, რომელიც მას შეუდარებელ ბზინვარებას ანიჭებს. საგულისხმოა ის ფაქტი, რომ კომპანიამ ახალ სმარტფონს ამაოაცალა ყურსასმენების ბუდე, ეს კი იმით ახსნა, რომ ახალი ყურსასმენებისათვის საკმარისი არ იყო ის სიმძლავრე, რასაც 3.5 მილიმეტრიანი ბუდე გამოიმუშავებდა, და ახლა იგი USB Type C-ის ძალითაა კომპენსირებული. მართალია ყურსასმენების შესაერთებლის ამოცლა ინოვაცუური არაა, თუმცა რაც მართლა ინოვაციურია, არის – შემკუმშველი ტექნოლოგია, რომელიც სმარტფონს მრავალ ფუნქციას სძენს, როგორიცაა მაგალითად: სელფის სწრაფი გადაღება, სასურველი აპლიკაციის წამში გაშვება ან სხვა მრავალი ქმედების შესრულება.

ტექნიკური მახასიათებლები

HTC U11-ში HTC-ი თავი არ დაზოგა და თავისი ფლაგმანური სმარტფონი ტოპ პროცესორით, ეკრანითა და კამერით აღჭურვა. მისი კონკრეტული ტექნიკური მახასიათებლები ასე გამოიყურება

  • 5.5 ინჩიანი 1440X2560 S-LCD ეკრანი, 554 პიქსელების სიმჭიდროვით
  • 12 მეგაპიქსელიანი კამერა, Ultra Pixel3 ტექნოლოგიით, პიქსელის ზომა 1.4μm
  • 16 მეგაპიქსელიანი წინა კამერა
  • Qualcomm Snapdragon 835 პროცესპრი, სიხშირით 2.45MHz
  • 3000 მილიამპერიანი ელემენტი
  • 2G, 3G, 4G, 5G მაკავშირებლები
  • შიდა მეხსიერება 64გიგაბაიტი
  • ოპერატიული მეხსიერება 4 გიგაბაიტი

კამერა 

HTC U11 ნამდვილად გამოირჩევა თავისი კამერით, მას 12 მეგაპიქსელიანი სენსორი  გააჩნია, რომლის პიქსელების ზომაც 1.4μm შეადგენს. ახალ კამერაში გამოყენებულია HTC-ის ინოვაციური ტექნოლოგია, Ultra Pixel 3 რომელიც საგრძნობლად აუმჯობესებს დაბალი განათების დროს სურათის ხარისხსა და დეტალიზაციას. DxOMark-ის მონაცემების თანახმად, ეს კამერა აღემატება Google Pixel-ში გამოყენებულ კამერას, რომელიც აქამდე ანდროიდ კამერების მეფედ ითვლებოდა. Google Pixel-ს Dxo Mark-მა 89 ქულა, ხოლო HTC U11-ს 90 ქულა მიანიჭა, რაც გვაფიქრებინებს, რომ ახალი კამერა უკეთესია. ვინ იცის, მხოლოდ ქულა არ განსაზღვრავს კამერის სიკარგეს, მას რეალურ სამყაროში, მომხმარებლების, ჩვენი სიამოვნების დონე ცხადყოფს

საბოლოოდ რა შეიძლება ვთქვათ HTC U11-ის შესახებ? იგი უდავოდ ინოვაციური და კონკურენტუნარიანი სმარტფონია, რომელიც ბევრი მომხმარებლის მოწონებას დაიმსახურებს.

 


გააზიარე

დაბრუნება ყველა პოსტი