Google-ის “Project Treble” Android-ის განახლებების უდიდეს პრობლემას წყვეტს

დაბრუნება Posts

Google-ის “Project Treble” Android-ის განახლებების უდიდეს პრობლემას წყვეტს


Android მოწყობილობების ყველაზე დიდი პრობლემა, უდავოდ, ძალიან ნელი განახლებებია, გარდა Google-ის Pixel და nexus სმარტფონებისა, რა თქმა უნდა. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, Google-ის უახლეს (უკვე ძველ) Android 7.1.1-ზე ჯერ კიდევაც ძალიან ცოტა მოწყობილობაა განახლებული, უფრო კონკრეტულად კი, ყველა ანდროიდ მოწყობილობის სულ რაღაც 0.5%, რაც მხოლოდ Google-ის სმარტფონებია ძირითადად.

ალბათ უმრავლესობას გქონიათ შემთხვევა, როდესაც განახლება თვეებით, შეიძლება კი წლებითაც არ მოდის, თუკი არ იცით როგორ მუშაობს Android-ის განახლებების პროცედურა, რამოდენიმე სიტყვაში ჩამოვწერ:

Google-ი თავის ყოველწლიურ საზაფხულო პრეს-კონფერენცია Google I/O-ზე საზოგადოებას ახალ ვერსიას წარუდგენს, ასევე მთელი ზაფხულის განმავლობაში Pixel და nexus-ის მფლობელებს აძლევს საშუალებას დატესტოს სისტემა, რომელიც მართალია თავდაპირველად არა-სტაბილური, თუმცა მომდევნო თვეებში საკმაოდ სტაბილური ხდება. სექტემბრის დასაწყისისთვის ახალი Android-ის სრული ანაწყობი მზადაა და ავტომატურად მიდის Pixel და nexus მოწყობილობებზე. სხვებისთვის, Google-ი ახალ ვერსიას ჯერ სილიკონის ველზე უგზავნის პროცესორის მწარმოებლებს (Qualcomm, Mediatek, Exynos), რათა მოხდეს პროცესორის ოპტიმიზაცია და სწორი დრაივერების დაყენება. ამის შემდგომ, განახლება იგზავნება მოწყობილობის მწარმოებლებთან (Samsung, LG, Huawei, Sony), რათა მათ დაუმატონ თავიანთი ზედაკრული ინტერფეისები, სერვისები, სასურველი ფუნქციები და აპლიკაციები, როგორიცაა მაგალითად Samsung-ის Grace UI, Huawei-ს EMUI და ა.შ. თუკი მოწყობილობა ოპერატორზეა დაბლოკილი, მაშინ ეგ უკვე კიდევ აფერხებს განახლების გამოშვების დროს, რათა ამერიკული ოპერატორები, როგორიცაა Verizon, T-Mobile და Sprint-ი თავის დამატებით სერვისებს და აპლიკაციებს ამატებენ. მხოლოდ ამ მთელი რიგი პროცედურის შემდეგ დგება დრო, როცა მომხმარებელს როგორც იქნა მისდის განახლება, ან შეიძლება სულაც არ მისდის, ან მხოლოდ 6 ან მეტი თვის შემდეგ მისდის. Google-ს განახლებების ამ პრობლემის მოგვარება ზუსტადაც “Project TREBLE”-ის დახმარებით სურს.

Project TREBLE ძირფესვიანად ცვლის Android-ის არქიტექტურას. ახლა, კომპანიების მესამე-ხარისხოვანი ინტერფეისებისთვის პროცესორის ყველა დრაივერი მზად იქნება, რაც საერთოდ ერთიანად ხსნის მისი ოპტიმიზაციების და საჭირო დრაივერების დაყენების ლოდინს. ასევე, განახლების სხვა კომპონენტები ახლა ერთმანეთისგან გამოცალკევებული იქნება, მაგალითად, თუკი ადრე წინა და ახალი ვერსიის კოდური იმპლემენტაცია და ინტერფეისი ერთად იყო ერთმანეთთან კავშირში, ახლა ყველაფერი ცალ-ცალკეა და მოდულარულია, შესაბამისად ინტერფეისის მწარმოებლებს შეუძლიათ შეუყოვნებრივ დაიწყონ მუშაობა ახალი ანდროიდისთვის ისე, რომ არ იქნება საჭირო Google-ისგან გამოცემის ლოდინი.

ეს ყველაფერი ნიშნავს იმას, რომ დაწყებული Android O-დან, მესამე-ხარისხოვან მწარმოებლებს, როგორიცაა: Samsung, Huawei და სხვებს არ დასჭირდებათ თავიანთი ინტერფეისის თავიდან გადაწერა ახალ ვერსიაში, არამედ ყველაფერი ახლა მოდულარული იქნება და საჭირო მხოლოდ ოპტიმიზაცია იქნება საჭირო, შედეგად განახლებები გაცილებით უფრო მალე მოვა ვიდრე აქამდე!


გააზიარე

დაბრუნება Posts