Google Lens – თქვენს სმარტფონს ახლა ხედვა და სამყაროს შეცნობა შეუძლია

დაბრუნება ყველა პოსტი

გააზიარე

Google Lens – თქვენს სმარტფონს ახლა ხედვა და სამყაროს შეცნობა შეუძლია

17 მაისს, Google-მა თავის ყოველწლიურ დეველოპერთა კონფერენცია I/O-ზე ძალიან ბევრი სიახლე წარმოგვიდგინა.

დიდი ალბათობით, ყველას გექნებათ ნანახი Marvel-ის “რკინის კაცი” და ბევრს გიოცნებიათ Tony Stark-ის კუთვნილი ხელოვნური ინტელექტის – Jarvis-ის ქონა თქვენს პერსონალურ მოწყობილობაში, რომელიც არა მხოლოდ გესაუბრებათ ხმით, არამედ სამყაროს დანახვაც და მისი ამოცნობაც შეეძლება. მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ ეს ოცნება უკვე ახდენილია, რადგან Google-მა წარადგინა “Google Lens”-ი.

Google Lens არის ტექნოლოგია შექმნილი Android მოწყობილობებისთვის, რომელიც მჭიდროდაა დაკავშირებული Assistant-თან და მასთან ერთად მუშაობს, თუმცა იყენებს კამერას, რათა შეიცნოს გარე სამყარო და მომხმარებელს გამოსახულების მიხედვით დაბრუნოს კონტექსტი იმის მიხედვით, თუ რას ხედავს.

2011-ში Apple-მა ხელოვნური ინტელექტის დარგში პირველი ნაბიჯები გადადგა და გამოუშვა Siri – ხმოვანი ასისტენტი. ის დრო და დრო სულ უფრო უმჯობესდებოდა, შემდგომში იდეა Microsoft და Google-მაც აიტაცეს და გამოუშვეს ასისტენტები თავიანთივე მოწყობილობებისთვის, თუმცა ამ დრომდე ისინი დამოკიდებულნი იყვნენ მხოლოდ და მხოლოდ ხმოვან ბრძანებებზე, Google-ი კი, როგორც ჩანს, მხოლოდ ხმაზე დამოკიდებული უკვე აღარაა. ორი სიტყვით, Lens-ი არის Google-ის ტრადიციული მაძიებელი, თუმცა მასში ინფორმაციის ფიზიკურად ჩაწერის თუ ვერბალურად თქმის ნაცვლად, შესაძლებელია კამერით დანახება.

პრეზენტაციაზე ნაჩვენები იქნა თუ როგორ შეძლო სმარტფონმა კამერის საშუალებით იშვიათი ყვავილის ჯიშის ამოცნობა, რაც ძალიან კარგია, თუკი ყვავილები გიტაცებთ ან თუნდაც ალერგიულები ხართ და არ გინდათ გარკვეულ ყვავილს მიეკაროთ, ასევე შეგიძლიათ კამერას ანახოთ რაიმე წიგნი, სმარტფონი კი ამ წიგნის ავტორს გეტყვით, ამასთან კი წიგნის რეიტინგს, ამრიგად შეგეძლებათ ნახოთ, ღირს თუ არა საერთოდაც მისი წაკითხვა.

ასევე ნაჩვენები იქნა Wi-Fi-სთან დაკავშირების მარტივი ხერხი. უბრალოდ უნდა ვანახოთ კამერას Wi-Fi როუტერზე დატანილი დაკავშირებულობის სტიკერი და სმარტფონი ავტომატურად დაუკავშირდება ქსელს, მომხმარებლის ყოველგვარი ზემოქმედებისა და კოდის შეყვანის გარეშე.

საბოლოოდ, Google-მა ასევე აღნიშნა, რომ Lens-ის გამოყენება ასევე შეიძლება გარეთ ან ქუჩებში ადგილების, შენობების, ბილბორდების თუ ნებისმიერი კაფე-რესტორნის ამოცნობა და მის შესახებ ინფორმაციის მოწოდება მომხმარებელს, როგორიცაა თუნდაც ადგილის ან შენობის სახელწოდება, ისტორია, მეტი სურათი, ადგილმდებარეობა. თითქმის იგივე კაფე-რესტორნებზეც, სმარტფონს შეეძლება ანახოს მომხმარებელს მენიუ, მიმდინარე აქციები, სხვა მომხმარებლების რეიტინგი და ა.შ

Google-ის მთავარი აღმასრულებელი დირექტორი Sundar Pichai აღნიშნავს, რომ “Lens-ი დაგეხმარებათ იმის ამოცნობაში, თუ რას უყურებთ, შემდეგ კი მომდევნო კონტექსტუალურ ქმედებებს შემოგთავაზებთ. ჩვენ მოგცემთ სწორ ინფორმაციას, ზუსტ დროსა და მნიშვნელოვან სიტუაციაში”.

Google Lens-ის წარდგენა ძალიან მნიშვნელოვან პირველ კვალს ტოვებს მსოფლიოს წამყვანი კომპანიისგან. მართალია სხვა ბუმბერაზი კომპანიები, როგორიცაა Facebook, Snapchat და Instagram დიდი ხანია იყენებენ AR (Augmented Reality) ტექნოლოგიას იმისთვის, რომ თქვენს თავზე სელფის კამერის მეშვეობით ბაჭიის ყურები დაიდოთ ზემოთ, თუმცა მას შემდგომ, ამ ტექნოლოგიის განვითარება მხოლოდ ახლა ვიხილეთ, ზუსტადაც Google-ისგან!

Google Lens-ი Assistant-ში იქნება ჩაშენებული, მისი გამოსვლა კი ამავე წლის ცოტა მოგვიანებითაა მოსალოდნელი.

დაბრუნება ყველა პოსტი