DXOMARK-ის რეიტინგით Galaxy S8 კამერაში ვერ ჯობნის Google Pixel-ს

დაბრუნება ყველა პოსტი

DXOMARK-ის რეიტინგით Galaxy S8 კამერაში ვერ ჯობნის Google Pixel-ს


DXOMARK-მა გამოაქვეყნა Galaxy S8-ის კამერის ტესტები და მას რეიტინგში 88 ქულა მიანიჭა, მაშინ როდესაც წინა წელს გამოშვებულ Google Pixel-ს 89 ქულა აქვს.

რეიტინგის მიხევდით ქულები ასე გადანაწილდა: Google Pixel-ი 89 ქულა, HTC 10 88 ქულა, Galaxy S8 88 ქულა, Galaxy S7 Edge 88 ქულა და Xperia X Perfomance 88 ქულა. ასევე Sony Xperia XZ-ს და Huawei P10-ს მინიჭებული აქვს 87 ქულა.

განსახილველი სმარტფონებიდან დარჩენილია Sony Xperia XZ Premium, LG G6, HTC U11, Xiaomi Mi6 და Huawei P10 Plus.

ჭორებს თუ დავუჯერებთ, Samsung-ი Galaxy Note 8-ში ახალი ორმაგი კამერის წარმოდგენას აპირებს, რაც შეიძლება უკეთესი შედეგის წინა პირობა გახდეს, თუმცა Google Pixel 2 და Sony Xperia XZ1-იც არ დათმობს პოზიციებს. 🙂


გააზიარე

დაბრუნება ყველა პოსტი