Samsung Galaxy S8 განსხვავებული ხედვით: არ ექნება მატყუარა 2K ეკრანი, ყურსასმენების ჯეკი და ღილაკი

დაბრუნება Posts

Samsung Galaxy S8 განსხვავებული ხედვით: არ ექნება მატყუარა 2K ეკრანი, ყურსასმენების ჯეკი და ღილაკი


ალბათ ბევრს ჯერ კიდევ ჰგონიათ, რომ Samsung-ის 2K Amoled ეკრანი რეალურად ჯობნის სხვა ბრენდის LCD ეკრანებს, მე აქვე დაგიმსხვრევთ მაგ წარმოსახვებს! 🙂 Samsung-ი დღემდე იყენებს პენთაილ განლაგების სისტემას ეკრანებზე, რის გამოც პიქსელები ძალიან მალე ეწვება. რეალურად რომ შევადაროთ Samsung-ის 2K AMOLED ეკრანი, რადგან პენთაილ განლაგება აქვს, ბევრად ჩამორჩება პიქსელების რაოდენობით თუნდაც 1080p რეზოლუციის LCD ეკრანებს, რომლებსაც RGB განლაგება აქვთ, ვირტუალური რეალობისთვის მნიშვნელოვანი არის პიქსელების რაოდენობა. ამ პრობლემის მოსაგვარებლად როგორც ჩანს Samsung-მა მოიფიქრა და ამჯერად RGB განლაგების 2K ეკრანს შემოგვთავაზებს Galaxy S8-ში, ეს კი მოგვცემს 50 პროცენტით მეტი რაოდენობის პიქსელს, თუ პენთაილის შემთხვევაში გვხდებოდა 7,372,800 პიქსელი ახლა უკვე RGB განლაგების შემთხვევაში წარმოდგენილი იქნება 11,059,200 პიქსელი იგივე რეზოლუციის ეკრანზე, რაც LCD ეკრანებზე უკვე არსებობდა დიდი ხნის წინ გამოსულ სმარტფონებზეც კი.

სამწუხარო ამბავია ის, რომ ამოღებული იქნება 3.5 მილიმეტრიანი ყურსასმენებისთვის განკუთვნილი ჯეკი, მაგრამ ამასთანავე ჩემთვის სასიხარულო ამბავი ღილაკის ამოღება და თითის ანაბეჭდის ბიომეტრიული სკანერის ეკრანზე განთავზებაა.

ჭორის დონეზე ვრცელდება ინფორმაციები, რომ Galaxy S8-ის ორი ვერსია გამოვა 5.7 და 6.2 დიუმიანი ეკრანებით, რომლებიც სმარტფონების წინა პანელზე 90 პროცენტს დაიკავებენ, შესაბამისად სმარტფონები კომპაქტურები იქნება მათი ეკრანის ზომების მიუხედავად.

სხვა მახასიათებლები იქნება შემდეგნაირი: Qualcomm Snapdragon 835/Samsung Exynos M2-ის ჩიფსეტი, 6 გიგაბაიტიანი ოპერატიული მეხსიერება, ორმაგი 12 და 13 მეგაპიქსელიანი მთავარი კამერა, ბევრად გაუმჯობესებული წინა კამერა და სხვა მძლავრი ტექნიკური მახასიათებლები.


გააზიარე

დაბრუნება Posts