Huawei Nova-ს განხილვა: დახვეწილი, მძლავრი და მაღალი დონის სმარტფონი დაბალ ფასად

დაბრუნება Posts

Huawei Nova-ს განხილვა: დახვეწილი, მძლავრი და მაღალი დონის სმარტფონი დაბალ ფასად


Huawei აღმოჩნდა ყველაზე მეგობრული ბრენდი ბლოგერებისთვის და დროულად(პირველად ჩვენ) განსახილველად მოგვაწოდა გრანდიოზული სმარტფონი Huawei Nova.  მინდა გითხრათ, რომ აღნიშნულმა სმარტფონმა ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა და ძალიან მოხიბლული ვარ.

Huawei Nova არის სმარტფონი, რომელიც გამოირჩევა ელეგანტური-დახვეწილი პრემიუმ დიზაინით, მძლავრი ტექნიკური მახასიათებლებით და დაბალი ფასით.

ფლაგმანური სმარტფონების ძირითადი პრობლემა მაღალი ფასია და ის 1800 ან ხშირ შემთხვევაში 2000 ლარსაც კი სცდება, Huawei Nova-ს ფასი სულ რაღაც 969 ლარს შეადგენს, მე მოგიყვებით აღნიშნული სმარტფონის შესახებ ამ პოსტში და თქვენ გაიგებთ თუ რატომ უნდა იყიდოთ ის. 😉

დიზაინი:

ყველაზე შესამჩნევი და ამავადროულად ძალიან მნიშვნელოვანი მისი დიზაინია, ის მეტალის კორპუსით არის წარმოდგენილი და მისი ზომა სიგრძეში 141.2 მილიმეტრია, სიგანეში 69.1 მილიმეტრი და სისქეში 7.1 მილიმეტრი.  იმის გათვალისწინებით, რომ მას 5 დიუმიანი IPS LCD 2.5D ეკრანი აქვს FHD რეზოლუციით, ძალიან კომპაქტური და პრაქტიკულია.

untitled

ჩიფსეტი:

ჩიფსეტად წარმოდგენილია 14 ნანომეტრიანი Qualcomm Snapdragon 625, რომელსაც ამუშავებს 8 ცენტრალური Cortex A53-ის ბირთვი 2.0 გიგაჰერც სიხშირეზე მომუშავე და გრაფიკულ პროცესორად წარმოდგენილია 4 ბირთვიანი Adreno 506 650 მეგაჰერც სიხშირეზე მომუშავე.

sd10-tu1

მიუხედავად იმისა, რომ სმარტფონში საშუალო დონის ჩიფსეტია წარმოდგენილი, ის ძალიან სწრაფია და საერთოდ არ დამრჩა ის შეგრძნება, რომ სმარტფონი საშუალო კლასისაა და არა ფლაგმანური.

screenshot_2016-11-24-11-52-32

ფოტოზე თქვენ ხედავთ AnTuTu ტესტს, რომელიც საშუალო დონის სმარტფონისთვის იდეალურია.

screenshot_2016-11-23-19-34-48

Geekbench 4-ის ტესტი არ იძლევა შთამბეჭდავ შედეგებს, ჩვეულებრივი ქულაა, რომელიც საერთოდ არაფერს ნიშნავს. კიდევ ერთხელ ავღნიშნავ, რომ ქულები არაფერს ნიშნავს, სმარტფონი არის უსწრაფესი და მრჩება ისეთი შეგრძნება, რომ თითქოს ყველაზე მძლავრი სმარტფონი მიჭირავს.

screenshot_2016-11-23-19-35-20

როგორც ხედავთ სმარტფონი ძალიან გრილია და ბატარიის ტემპერატური 18 გრადუსს შეადგენს ცელსიუსით, რაც ადრე ჩემს მიერ გატესტილ სმარტფონებს შორის თითქმის ორჯერ ნაკლებია.

კამერა:

მთავარ კამერად წარმოდგენილია 12.19 მეგაპიქსელიანი Sony IMX286 F2.2 დიაფრაგმიანი 6 ლინზით, 1.25 მიკრონი პიქსელის ზომით, 192 ფაზიანი ავტოფოკუსით და 4K ვიდეო გადაღებით.

untitled

ფოტო გადაღების ტესტი ჩვეულებრივი დღის განათების პირობებში აუტო რეჟიმით

img_20161124_102412

ფოტო გამოსახულება ჩვეულებრივი დღის განათების პირობებში კონტრასტულია, ფერები ბუნებრივია და დეტალიზაცია ძალიან კარგი.

ფოტო გადაღების ტესტი მაკრო რეჟიმში

img_20161123_104658

როგორც ხედავთ სმარტფონი არაჩვეულებრივად იღებს ფოტოებს მაკრო რეჟიმშიც სწრაფი ავტოფოკუსის, კარგი სენსორის და კარგი ლინზების დამსახურებით.

img_20161124_102724

კამერაში განსაკუთრებით მომეწონა ფერების აღქმა, რადგან სმარტფონი იღებს იმას, რასაც ვხედავთ რეალურად და ეს ნებისმიერ სმარტფონს არ შეუძლია.

img_20161122_140020

ფოტოზე ჩემი ხელია გამოსახული და ის იდეალურად აჩვენებს ჩემს ხელზე წარმოდგენილ თითოეულ ხაზს. 😉

img_20161121_135855

ოთახის განათების პირობებში გადაღებული ფოტო აუტო რეჟიმით.

img_20161122_100826

ფოტო გადაღებულია შავ-თეთრ რეჟიმში, რომელიც კამერის აპლიკაციაში გვხდება.

img_20161122_100545

შენობის განათების პირობებში გადაღებული შავ-თეთრი ფოტო.

img_20161121_200645

შენობის განათების პირობებში გადაღებული ფერადი ფოტო.

img_20161123_183109

ფოტო გადაღების ტესტი ღამით! გამოსახულება ჩანს კარგი დეტალიზაციით და ფერები არის რეალური.

img_20161124_103411

პირველი თოვლის გადაღებაც მოვასწარი, რომელიც სამწუხაროდ ერთ დღიანი თოვლი აღმოჩნდა. 😉

4K ვიდეო გადაღების ტესტი:

მიუხედავათ იმისა, რომ სმარტფონში არ გვხდება ოპტიკური სტაბილიზაცია, ციფრული სტაბიზაცია შესანიშნავად ართმევს თავს და განსაკუთრებით მომეწონა აუდიოს ჩაწერის ხარისხი, რომელიც ძალიან მაღალი და სუფთაა.

სმარტფონი ღამით გადაღების პირობებშიც შესანიშნავად ართმევს თავს და არ დარჩებით გულგრილი დაბალი განათების პირობებში გადაღების დროსაც. 🙂

ასევე შეგიძლიათ გადაიღოთ შესანიშნავი მაკრო ვიდეოც.

საერთო ჯამში ვიდეო გადაღების შესაძლებლობით სმარტფონს დავუწერდი 10-იან 8-ს და ფოტო გადაღების შესაძლებლობით 10-იდან 9-ს, ფაქტიურად საშუალო კლასის სმარტფონით თქვენ მიიღებთ ფლაგმანური დონის კამერას.

ფრონტალური კამერა:

წინა კამერად წარმოდგენილია 8 მეგაპიქსელიანი Sony IMX179 1.4 მიკრონი პიქსელის ზომით და ფიქსირებული ფოკუსით. სელფების გადასაღებად Huawei-ს წარმოდგენილი აქვს სპეციალური Beauty რეჟიმები, ასე რომ თქვენს სმარტფონის წინა კამერაში საკუთარი თავი ყოველთვის მოგეწონებათ. 😉

sdw5_phone

ჩემთვის წინა კამერის ხარისხი სმარტფონებში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, აღნიშნულ სმარტფონში წარმოდგენილი წინა კამერის ხარისხით ძალიან აღფრთოვანებული ვარ და 10 ბალიანი სისტემით ნამდვილად ეკუთვნის სრული 10 ქულა.

15135944_1222659461105587_8294028061525238067_n

ვიდეო გადაღებაც წინა კამერაზე ისევე დახვეწილი და მაღალ ხარისხიანია, როგორიც ფოტო გადაღება არის.

ბატარეა:

სმარტფონში წარმოდგენილია 3020 მილიამპერიანი ბატარეა, რომელიც GSMArena-ს ტესტების მიხედვით 28.03 საათი ძლებს საუბრის რეჟიმში, 11.05 საათი ძლებს ინტერნეტში მუშაობის რეჟიმში და 9.41 საათი ძლებს ვიდეოს ყურების რეჟიმში. საშუალო მოხმარების დროს სმარტფონის რეიტინგი GSMArena-ზე 84 საათით განისაზღვრა, რაც შთამბეჭდავი შედეგია. ჩემს მიერ 4 დღიანი მოხმარების შედეგად მიღებული გამოცდილებით გარწმუნებთ, რომ სმარტფონის ბატარიით ნამდვილად მოხიბლული დარჩებით, როგორც ჩანს Huawei-ს ნამდვილად მაღალი დონის ოპტიმიზაცია აქვს.

untitled

აუდიო სისტემა:

აუდიო სისტემად წარმოდგენილია DTS 7.1-ის მაღალი ხარისხის ტექნოლოგია, რომელიც გვაძლევს მაღალ ხმას და კარგ ხარისხს. სმარტფონის შემადგენლობაში შედის ერთი დინამიკი და ორი მიკროფონი კარგი ხარისხის აუდიოს ჩაწერისთვის.

untitled

სხვა ტექნიკური მახასიათებლები:

სმარტფონის შემადგენლობაში ასევე შედის 32 გიგაბაიტიანი შესანახი მეხსიერება, მეხსიერების გაზრდის შესაძლებლობა 128 გიგაბაიტით, 3 გიგაბაიტიანი ოპერატიული მეხსიერება, USB Type C, თითის ანაბეჭდის ბიომეტრიული სკანერი, Cat. 7 LTE, ორი სიმ ბარათის სლოტი, ანდროიდ 6.01 ოპერაციული სისტემა(რომელიც განახლდება შემდეგ ვერსიებზეც), NFC, FM რადიო და 3.5 მილიმეტრიანი აუდიო ჯეკი.

ჩემი აზრით Huawei Nova-ს შეძენა იქნება ყველაზე სწორი გადაწყვეტილებაა, რადგან ფასი ამართლებს ხარისხს, ტექნიკურ მახასიათებლებს და სტაბილურობას, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია მომხმარებლისთვის.

 Huawei Georgia-ს მადლობას ვუხდი სმარტფონის მოწოდებისთვის და განსაკუთრებით იმისთვის, რომ ბლოგერებს ეხმარება საკუთარი სმარტფონების გატესტვაში, რათა შემდეგ საზოგადოებას გააცნონ თუ რამდენად კარგი ვარიანტია მოცემული სმარტფონის შეძენა ან საერთოდ ღირს თუ არა.

Huawei Nova-ს ვუწევ რეკომენდაციას და გაძლევთ გარანტიას, რომ ძალიან კმაყოფილი დარჩებით.

ქვემოთ წარმოგიდგენთ სმარტფონში წარმოდგენილ სამომხმარებლო ინტერფეისს, რომელიც ცნობილია EMUI-ს სახელით.

screenshot_2016-11-24-10-42-52

screenshot_2016-11-21-13-07-05 screenshot_2016-11-21-14-35-40 screenshot_2016-11-21-14-35-57 screenshot_2016-11-21-14-36-08 screenshot_2016-11-21-20-01-20


გააზიარე

დაბრუნება Posts