Huawei P10, P10 Plus & P10 Lite: Dual Edge ეკრანი, 10 ნანომეტრიანი Kirin 970-ის ჩიფსეტი და ახალი კამერა

დაბრუნება Posts

Huawei P10, P10 Plus & P10 Lite: Dual Edge ეკრანი, 10 ნანომეტრიანი Kirin 970-ის ჩიფსეტი და ახალი კამერა


Huawei-მ ოფიციალურად დაადასტურა, რომ 10 ნანომეტრიანი ჩიფსეტზე Kirin 970-ზე მუშაობენ, რომელიც კონკურენციას გაუწევს Qualcomm-ის ამ დროისთვის ყველაზე მძლავ ჩიფსეტს Snapdragon 835-ს და ის ფლაგმანურ სმარტფონებზე P10 და P10 Plus-ზე იქნება წარმოდგენილი. Huawei P10 Lite-ისთვის ასევე 10 ნანომეტრიან ჩიფსეტს Kirin 670-ს გამოუშვებს.

Huawei-ს ახალ ყველაზე მძლავრ მოდელს ექნება Kirin 970-ის ჩიფსეტი, 6 გიგაბაიტიანი ოპერატიული მეხსიერება, ორმაგი 16 მეგაპიქსელიანი კამერა, 4000 მილიამპერიანი ბატარეა, 5.5 დიუმიანი Dual Edge ეკრანი QHD რეზოლუციის და ახალი ულტრა სწრაფი თითის ანაბეჭდის ბიომეტრიული სკანერი, რომელიც სმარტფონის წინა პანელზე იქნება წარმოდგენილი.

ფოტოებზე თქვენ ხედავთ აღნიშნული სმარტფონების რენდერებს, რომლებიც არ იმყოფება დასრულებულ მდგომარეობაში და რა თქმა უნდა განსხვავებული დიზაინით იქნება, მაგრამ აღნიშნულ რენდერებთან მაქსიმალურად მიახლოებული.

huawei-p10-2-1-e1479923715186 huawei-p10-2-e1479923668755


გააზიარე

დაბრუნება Posts