Google-ის პირველი სმარტფონები: Pixel და Pixel XL

დაბრუნება ყველა პოსტი

Google-ის პირველი სმარტფონები: Pixel და Pixel XL


ძალიან ბევრ თქვენგანს ახსოვს nexus პროგრამა, სადაც Google 2010 წლიდან მოყოლებული, ყოველწლიურად პარტნიორობდა სხვადასხვა კომპანიებთან რათა შეექმნა სმარტფონი, რომელიც Google-ის სუფთა ანდროიდის ყოველ ვერსიას წარადგენდა. მოგეხსენებათ, nexus სმარტფონები დიდი რეკლამით და პოპულარობით არ გამოირჩეოდა, მას მხოლოდ ტექ-ენთუზიასტების ან “geek”-ების ხელში თუ იხილავდით. მართალია Google nexus ხაზს ძალიან ბევრი ფანი ჰყავდა, თუმცა კომპანიას სურდა შეექმნა სმარტფონი არა მარტო ტექ-ენთუზიასთისთვის, არამედ ყველასთვის. ზუსტად ამიტომაც კომპანიამ მიატოვა nexus ხაზი და გადადგა ნაბიჯი სრულიად ახალ სივრცეში, თავისით შექმნა სმარტფონი და ეს შედეგიც სახეზეა. წარმოგიდგენთ პირველ სმარტფონს, რომელიც შემუშავებულია თვით Google-ის მიერ – Google Pixel.

Pixel – სმარტფონი Google-სგან

Google-მა თავის სმარტფონში ძალიან დიდი ყურადღება მიაქცია უწვრილეს დეტალებსაც. Pixel დამზადებულია ავიაციურ-კოსმოსური დონის ალუმინი და 2.5D Gorilla Glass 4 შუშისგან და მისი ფორმა სპეციალურად შექმნილია ხელში მაქსიმალური კომფორტისთვის. უკანა შუშაზე ასევე განთავსებულია Pixel Imprint, თითის ანაბეჭდის სკანერი, რომლის ადგილმდებარეობა ზუსტად იქაა, სადაც თითი ნატურალურად ჯდება. ანაბეჭდის სენსორზე მარტივი ჟესტით თქვენ ასევე შეგიძლიათ მარტივად ჩამოწიოთ/გახსნათ შეტყობინებების ველი. რასაც არ უნდა აკეთებდეთ, სმარტფონისგან დიდი ბატარეის ხანგრძლივობა დაგჭირდებათ, რაშიც Pixel ყოველთვის დაგეხმარებათ. მას 15 წუთიანი დატენვის შემდეგ შეუძლია 7 საათი მუშაობა.

გაიცანით თქვენი ახალი, პერსონალური Google Assistant

screenshot-133

 

 

Pixel არის პირველი სმარტფონი, რომელსაც ჩაშენებული აქვს Google Assistant ხელოვნური ინტელექტი, რომელიც Google-ის თქმით ადამიანის ინტელექტთან მაქსიმალურადაა მიახლოებული. ასისტენტთან თქვენ შეგიძლიათ გქონდეთ ნატურალური დიალოგი და მარტივად გაიგოთ ნებისმიერ კითხვაზე პასუხი. მის გამოსაძახებლად საკმარისია “Ok Google” თქმა ან დიდხანს Home ღილაკზე დაჭერა, რის შემდეგაც Google Assistant მზად იქნება მოგისმინოთ, მოგემსახუროთ, გაგცეთ ნებისმიერ კითხვაზე პასუხი, დაგეხმაროთ შეტყობინების გაგზავნაში, ჩაგირთოთ სახლში განათება ან უბრალოდ გესაუბროთ საინტერესო თემებზე.

საუკეთესო მობილური კამერა

screenshot-139

Pixel-ის კამერა არა მარტო Google-ის მიერ საუკეთესო შემუშავებული, არამედ მსოფლიოში ყველაზე მაღალ ქულაზე შეფასებული მობილური კამერაა. DxOMark Mobile-მა მას 89 ქულა მიანიჭა, რაც ძალზედ ნათელი მაგალითია თუ როგორ ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს სრულყოფილი ოპერაციული სისტემა საუკეთესო ფიზიკურ მახასიათებლებს.

Pixel-ს გააჩნია Sony IMX378-ის 12.3 მეგაპქსელიანი კამერა F2.0 დიაფრაგმით, ლაზერული ავტოფოკუსით, ფაზოვანი ავტოგ~ფოკუსით და უდიდესი 1.55 მიკრონი პიქსელის ზომით, რაც გადაითარგმნება ძალიან ბევრ შუქში, შედეგად სმარტფონზე გადაღებული ფოტოები ძალზედ ლამაზი გამოდის სუსტ განათებაშიც კი. ფრონტალური კამერა წარმოდგენილია 8 მეგაპიქსელიანი Sony IMX179-ის სენსორით, 1.4 მიკრონი პიქსელის ზომით და F2.4 დიაფრაგმით.

Pixel-ის მფლობელებისთვის ბონუსად კი Google Photos-ზე იქნება ულიმიტო მეხსიერება სრული გაფართოების სურათებზე.

უფრო მეტი ვიდრე სმარტფონი

screenshot-142

Pixel-ს რა საკვირველია უახლესი Android-ის ვერსია მოყვება ყუთიდანვე – Android 7.1 Nougat და ის პირდაპირ Google-სგან იღებს უახლეს და თავდაცვით განახლებებს. ასევე აღსანიშნავია ავტომატური განახლებების ფუნქცია, რომლის წყალობით Pixel ავტომატურად იწერს და აყენებს განახლებებს ფონურ რეჟიმში, შემდგომ კი საჭიროა მხოლოდ და მხოლოდ გადატვირთვა, რომელიც შეიძლება ღამე, ძილისაც კი დაიგეგმოს. ამრიგად შეგიძლიათ დაემშვიდობოთ უსასრულ ლოდინს, თუ როდის ჩაირთვება მოწყობილობა განახლებიდან.

Pixel-ს ასევე მოყვება Google Allo და Duo, ამრიგად თქვენ შეგიძლიათ ვიდეო ზარით დაურეკოთ ან ესაუბროთ თქვენ მეგობრებს თავისუფლად და უფრო ინტუიტიურად.

Pixel ასევე პირველი სმარტფონია Google-ის ახალი ვირტუალური რეალობის პლატფორმა – Daydream-თან თავსებადი.

მორგებული შენზე

google-pixel-xl

სმარტფონი ხელმისაწვდომია არა ერთ ზომაში, არამედ ორში:

  • 5.0″ ეკრანის მქონე Google Pixel
  • 5.5″ ეკრანის მქონე Google Pixel XL

ასევე სამი განსხვავებული ფერია:

  • ძალიან ნაცრისფერი (თეთრი წინა შუშა და ნაცრისფერი კორპუსი)
  • ცოტათი შავი (შავი წინა შუშა და გრაფიტის ფერი კორპუსი)
  • ნამდვილად ლურჯი (თეთრი წინა შუშა და ლურჯი უკანა კორპუსი)

ფასებს რაც შეეხება:

  • Google Pixel 32GB ღირს $649
  • Google Pixel 128GB ღირს $749
  • Google Pixel XL 32GB ღირს $769
  • Google Pixel XL 128GB ღირს $869

აღნიშნული სმარტფონების ექსკლუზივებია და სხვა სმარტფონებზე ვერ ვიხილავთ:

  • Pixel Launcher
  • Pixel Camera
  • Google Assistant
  • Google Photos ულიმიტო მეხსიერება

 

 

 

 


გააზიარე

დაბრუნება ყველა პოსტი