5 ანდროიდ აპლიკაცია, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ ამ კვირაში!

დაბრუნება Posts

5 ანდროიდ აპლიკაცია, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ ამ კვირაში!


Review.ge წარმოგიდგენთ კვირის 5 საინტერესო აპლიკაციას/თამაშს, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჩაუაროთ გვერდი!

  • Orbit [უფასო, შეიცავს შიდა ყიდვებს]

ამ თამაშში, მოთამაშემ შავი ხვრელების გარშემო უნდა დადოს წერტილები, რის შედეგადაც იქმნება ორბიტები. ყოველ ახალ საფეხურს სხვადასხვა კონფიგურაცია აქვს, სადაც ჩნდება უფრო მეტი შავი ხვრელი და თამაში შედეგად უფრო და უფრო ძნელდება. Orbit იყენებს გრავიტაციის სიმულაციას, რათა დაადგინოს თუ სად წავა მოთამაშის მიერ დადებული წერტილები და როდის შეისრუტება ისინი. მართალია ეს freemium თამაშია, თუმცა ამის მიუხედავად ერთ-ერთი საუკეთესოა სხვა დანარჩენ თამაშს შორის ამ კატეგორიაში.

თამაშის გადმოწერისთვის ეწვიეთ Google Play ლინკს.

  • Navbar Apps [უფასო, არსებობს Pro ვერსიაც $0.99-ად]

Navbar Apps აპლიკაციაა, რომელიც დაგეხმარებათ მოწყობილობის ნავიგაციის ღილაკების შეცვლაში. თქვენ შეგეძლებათ შეუცვალოთ ნავიგაციის სექციას ფერი, დააყენოთ სხვადასხვა აპლიკაციისადმი შესაბამისი ფერი ან თუნდაც რაიმე სურათი გამოიყენოთ. ასევე შესაძლებელია ბატარეის გამომთვლელი დააყენოთ, შედეგად თქვენ მხოლოდ ნავგაციის ღილაკებზე დახედვით შეამოწმებთ თუ რამდენი პროცენტი დარჩა თქვენს მოწყობილობას. ეს აპლიკაცია რა თქმა უნდა არ არის განსაკუთრებული, თუმცა თუ თქვენ მოგწყინდათ შავი ნავიგაციის სივრცე და გსურთ რაიმე სხვა დააყენოთ, ეს აპლიკაცია თქვენთვისაა!

აპლიკაციის გადმოწერისთვის ეწვიეთ Google Play ლინკს.aaw-navbar-apps-screenshot

  • Hovercraft: Takedown [უფასო]

Hovercraft: Takedown არ არის ახალი თამაში, თუმცა ის თავისებურად უნიკალურია. ეს არის რეტრო რბოლების ჟანრის shooter-ი, სადაც მოთამაშე AI მრბოლელების წინააღმდეგ ებრძვის. თამაშში თქვენ კბილებამდე შეკრულნი იქნებით დაცული ჯავშანში, ასევე შეგეძლებათ თქვენი hovercraft-ის თქვენზე მორგება და კუსტომიზაცია. ეს არის freemium თამაში card collecting მექანიზმით თუმცა მისი ადგილი თქვენი თამაშების ბიბლიოთეკაში ნამდვილად ღირს.

თამაშის გადმოწერისთვის ეწვიეთ Google Play ლინკს.

  • Crowdsource [უფასო]

Crowdsource Google-ის პატარა აპლიკაციაა, რომელიც გაგატარებთ სხვადასხვა სავარჯიშოებს, რომელიც შემდგომ Google Translate-ს დაეხმარება უკეთესად თარგმნოს. დახმარება შეიცავს სურათის ამოცნობას, კალიგრაფიის ამოცნიბას, თარგმნას სიტყვიერს თუ ხმოვანს, თუ გსურთ Google-ს დახმარება გაუწიოთ, ეს აპლიკაცია თქვენთვისაა.

აპლიკაციის გადმოწერისთვის ეწვიეთ Google Play ლინკს.

Crowdsource-screenshot

  • Justice Monsters Five [უფასო, შეიცავს შიდა ყიდვებს]

კომპანია Square Enix, რომელიც ძალზედ პოპულარულია კონსოლისა და პერსონალური კომპიუტერის თამაშებით, მობილურ პლატფორმაზე აგრძელებს თავისი არანორმალური თამაშის სერიას. ეს არის Pinball-ისა და RPG თამაშის კომბინაცია, სადაც მოთამაშემ ცუდ პერსონაჟებს უნდა ესროლოს ბურთები. ეს ნამდვილად საუკეთესო თამაშია დროის მოსაკვლელად.

თამაშის გადმოწერისთვის ეწვიეთ Google Play ლინკს.

 

 

 


გააზიარე

დაბრუნება Posts