Find the latest bookmaker offers available across all uk gambling sites Read the reviews and compare sites to quickly discover the perfect account for you.
Saturday , 29 October 2016
მთავარი გვერდი » განხილვა » StormForce Tornado მიმოხილვა
Comp1

StormForce Tornado მიმოხილვა

თუ თქვენ გსურთ, რომ მიღღოთ შესანიშნავი 1440p და 4k გეიმინგ გამოცდილება,  მაშინ StormForce Tornado შესანიშნავი არჩევანია. GTX 1070 ვიდეოდაფა კი  ძალიან მაღალი ხარისხისა და ეფექტურ გამოსახულებას უზრუნველჰყოფს.

დადებითი მხარეები (+)

დადებითი მხარეები (+)

  • 1440p და 4k გეიმინგ შესაძლებლობა
  • მიმზიდველი დიზაინი
  • მყარი დისკის მოცულობის გაზრდის დიდი პოტენციალი
  • პორტების კარგი არჩევანი

უარყოფითი მხარეები (-)

უარყოფითი მხარეები (-)

  • შეუძლებელია ლურჯი ნათების გამორთვა

თანამედროვეობაში იშვიათათ ჩნდება ის მომენტი, როდესაც უკვე აწყობილი სეთაფის ყიდვა სჯობს გრაფიკული ბარათების განახლების ლოდინსა და მათ დააფდეითებას. Nvidias ახალი ტექნოლოგიით შექმნილი Pascal გრაფიკული ბარათები დიდ ნახტომს წარმოადგენენ მათი წინამორბედი Maxwell – დან.

The StormForce Tornado გამოდის GTX 1070 – ით, რომელიც Nvidia – ს Pascal ტექნოლოგიის “შუათანა” წარმომადგენელია, GTX 1060 – სა და GTX 1080 – ს შორის.  StormForce – მა ისე კარგად მოარგო GTX 1070 თავის მოთხოვნილებებს, რომ იგი გვაძლევს შესანიშნავ ეფექტს 1080p – ზე და ზემოთ. ამასთან იგი VR – სთვისა და 4k გეიმინგისთვისაც კი საკმარისია, თუ ცოტაოდენ გრაფიკას დავუწვთ, ნუ ყველაფერი ეს თვითონ თამაშზეცაა დამოკიდებული.

მისი წინასწარ შეკვეთა შესაძლებელია £899 (დაახლოებით $1,180/AUS$1,540) – ად. მისი გამოშვება კი გადაწყვეტილია პირველ სექტემბერს.

Comp2

მიმოხილვა

თავდაპირველად ავღნიშნოთ, რომ მისი ქეისი ძალიან კარგი კონტრასტია თეთრი და შავი ფერებისა, რომელიც შიგნიდან ნათდება ლურჯი ნათურებით. შეიძლება ითქვას, რომ დიზაინის მსგავსად ეფექტური ცვლილება თავის წინამორბედებთან შედარებით შესანიშნავია და მეტად მიმზიდველია ZooStorm – ის სხვა მოდელებთან შედარებით. ბადისებრი დიზაინი ქეისის წინა ნაწილზე უფრო ალამაზებს ქეისს, რომელთანაც დამაგრებულია ორი ქულერი, ხოლო ისინი ნათდებიან, როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, ლურჯი ნათებით. (სამწუხაროდ ამ ნათების გამოსართავი ღილაკი არ არსებობს)

Comp 3

ქეისის დიდი ნაწილი პლასტასისგან არის დამზადებული, მაგრამ, ამასთან, იგი ძალიან პრაქტიკულია. საკმარისია ორი “შურუპის” მოხსნა და ჩვენ ხელი მიგვიწვდება კომპიუტერის შიგთავსთან. დანარჩენ 3 – საც თუ მოვხსნით უკვე მარტივად შეგვიძლია გავასუფთათ კომპიუტერის წინა ნაწილი.

სისტემური მახასიათებლები

სისტემური მახასიათებლები

  • პროცესორი: 2.7GHz Intel Core-i5 6400 (3.3GHz using Turbo Boost; dual-core, 6MB cache)
  • ვიდეო დაფა: KFA2 GeForce GTX 1070 Standard Graphics Card (8GB GDDR5 RAM)
  • ოპერატიული მეხსიერება: 16GB DDR4 (2,400MHz)
  • მყარი დისკი: 1TB SATA (7,200rpm)
  • ოპტიკური წამკითხველი: Yes
  • პორტები: 1 x PS/2 keyboard/mouse port, 2 x USB 3.0 ports (front), 1 x USB 2.0 port (front), 2 x USB 2.0 ports (rear), 4 x USB 3.1 ports (rear), 4 x USB 3.1 ports (rear), 1 x HDMI, 1 x VGA, 1 x DVI-D, 1 x LAN (RJ45), 3 x audio jacks
  • კავშირი (პერიფერიული მოწყობილობებისთვის): 2 x USB 3.0, 1 x USB 2.0, headphone jack, microphone port (front)
  • ზომა: 190mm x 495mm x 432mm (W x D x H)

GTX 1070 არის ყველაზე ღირებული (ძვირიანი) დეტალი ამ სეთაფში, ამიტომ StormForce – მა გადაწყვიტა, რომ სხვა დამატებითი დეტალების შემცირებით ფასი დაეყვანა £1,000/US$1,315/AUS$1,709 – ზე ქვემოთ. ხოლო i5 – 6400 პროცესორი კი Intel – ის მეინსტრიმ პროცესორებიდნ ერთ-ერთია, მაგრამ პროცესორის სიხშირე 3.3GHz გეიმინგისთვის სავსებით საკმარისია.

front-io-650-80

აქვე არის საკმარისი სივრცე და შესაძლებლობა კომპიუტერის მონაცემების გაზრდსთვის. თავისუფალი სლოტები მოიცავენ ერთ PCI – e x 16 სლოტს, ორ სტანდარტულ PCI სლოტს და ხუთ მყარი დისკისთვის გამოყოფილ სლოტს. აქვე დამატებით არის ორი 5.25 ინჩიანი სლოტი SSD მეხსიერების ბარათების დასაყენებლად, და ასევე ორი თავისუფალი სლოტი სხვა დამატებითი ნაწილებისთვის:  Blu-Ray – დან დაწყებული დამატებითი ქულერით დამთავრებული.

inside-case-650-80

ბენჩმარკინგი

ბენჩმარკინგი

  • 3DMark:
    • Cloud Gate: 48,801;
    • Sky Diver: 48,296;
    • Fire Strike: 17,950;
  • Cinebench:
    • CPU: 516 points;
    • Graphics: 162 fps;
  • Geekbench:
    • Single-Core: 3,555;
    • Mulyi-Core: 10,849;
  • PCMark 8 Home: 4,825 points
  • GTA V:
    • (1080p, Ultra): 70 fps;
    • (1080p, Low): 218 fps;
  • The Division:
    • (1080p, Ultra): 78 fps;
    • (1080p, Low): 187 fps;
აქვე უნდა ავღნიშნოთ, რომ GTX 1070 – მა მაქსიმალურად გამოავლინა თავისი თავი StormForce Tornado – ში, აი მაგალითად შევადაროთ Lenovo Ideacentre Y900 – სს, რომელიც 100$ – ით მეტი ღირს და i5 6400 – ის ნაცვლად i7-6700k პროცესორზე მუშაობს, StormForce საერთო ჯამში მაინც უკეთეს შედეგებს გვაჩვენებს.  მაგალითად, როდესაც Lenovo Ideacentre Y900 – ს უჭირს 60fps – ზე GTA V – ის ულტრა გრაფიკაზე, StormForce 70fps გამოსახულებას გვაძლევს.

დასკვნა

საბოლოოდ შეგვიძლია ვთქვათ, რომ StormForce Tornado არის გეიმინგ სეთაფის ერთ-ერთი ეკონომიური ვარიანტი, რომელიც თავის კლასში საუკეთესოა და ძალიან კარგი გეიმინგ გამოცდილების საშუალებას გვაძლევს.

GTX 1070 GTX 970 Ideacentre Nvidia Pascal Specs StormForce Technic Tornado Y900 გეიმინგ კომპიუტერი საუკეთესო
Previous Xperia Signature და Xperia Voyage: სუპერ თხელი, სუპერ კომპაქტური და ყველაზე ლამაზი სმარტფონები Sony-სგან
Next Sasmung Galaxy Note 7: არის თუ არა სმარტფონის სისწრაფე დამოკიდებული ეკრანის რეზოლუციაზე?!
sony-xperia-x-india-launch
Xperia Signature და Xperia Voyage: სუპერ თხელი, სუპერ კომპაქტური და ყველაზე ლამაზი სმარტფონები Sony-სგან

Xperia Signature და Xperia Voyage: სუპერ თხელი, სუპერ კომპაქტური და ყველაზე ლამაზი სმარტფონები Sony-სგან 2017...

Close