Mediatek-მა დააანონსა მძლავრი ჩიფსეტი Helio X30, რომელიც 10 ნანომეტრიანი ტექნოლოგიითაა წარმოებული. ჩიფსეტის ცენტრალური ბირთვები წარმოდგენილია 4 მძლავრი წარმადობის Cortex A72-ის არქიტექტურის ბირთვით 2.8 გიგაჰერც სიხშირეზე, 4 საშუალო წარმადობის Cortex A53-ის არქიტექტურის ბირთვით 2.2 გიგაჰერც სიხშირეზე და 2 ენერგო ეკონომიური Cortex A35-ის არქიტექტურის ბირთვით 2 გიგაჰერც სიხშირეზე. ჯამში 10 ბირთვიანი ცენტრალური პროცესორი.
Mediatek-ის ჩიფსეტების ისტორიაში პირველად წარმოდგენილია 4 ბირთვიანი მძლავრი გრაფიკული პროცესორი PowerVR 7XT.
ჩიფსეტის შემადგენლობაში ასევე შედის 40 მეგაპიქსელიანი კამერის და 8 გიგაბაიტიანი LPDDR4-ის ტექნოლოგიის 1600 მეგაჰერც სიხშირის ოპერატიული მეხსიერების მხარდაჭერა.