Find the latest bookmaker offers available across all uk gambling sites Read the reviews and compare sites to quickly discover the perfect account for you.
Saturday , 29 October 2016
მთავარი გვერდი » განხილვა » iPhone 7: გაჟონილი ინფორმაცია და ფოტოები
php0phsp8

iPhone 7: გაჟონილი ინფორმაცია და ფოტოები

როგორც წესი, Apple ყოველ წელს, 9 სექტმებერს, გვაოცებს თავისი ქმნილებებით, ინოვაციური იდეებითა თუ ტექნოლოგიური მიღწევებით, აი მოახლოვდა კიდეც ეს თარიღი და ნელ-ნელა დაიწყეს ჭორებმა გავრცელება ახალი სმარტფონის, iPhone 7 – ის შესახებ, ასევე ხელმისაწვდომია პირველი 3D რენდერის სურათები და ცოტა რამ მისი მახასიათებლების შესახებ, რომელსაც ამ სტატიაში შემოგთავაზებთ. ახლა კი, გრძელი შესავალი რომ არ გამოგვივიდეს და მკითხველსაც არ მოვაბეზროთ თავი პირდაპირ გადავიდეთ იმაზე, თუ რა სიახლეებს გვთავაზობს Apple-ი.

და აი ის ჭორები / ნამდვილი ინფორმაცია, რომელიც iPhone 7 – ის შესახებ მოგვეპოვება:

980x

საცალო გაყიდვები შუა სექტემბრიდან – iPhone 7 საცალო გაყიდვაში ჩაეშვება 16 სექტემბრიდან, სექტემბრის პრეზენტაციიდან დაახლოებით 10 დღეში.

ყურსასმენების ჯეკის გაქრობა – დიახ, სწორად წაიკითხეთ, გავრცელებულმა სურათებმა და ვიდეოებმა დაადასტურეს, რომ iPhone 7 გამოვა 3.5 მილიმეტრიანი ყურსასმენების ჯეკის გარეშე, რათა ტელეფონი წინა მოდელებთან შედარებით თხელი იყოს.

ორმაგი კამერა iPhone Plus – ისთვის – ჭორები იმასაც ამბობენ, რომ Apple გამოუშვებს შედარებით დიდ iPhone Plus – ს (ალბათ iPhone Pro-ს), რომელსაც ექნება ორმაგი კამერა, ხოლო თვითონ ახალ iPhone Plus-ს დიდი ალბათობით ექნება უფრო დიდი ლინზები ვიდრე iPhone 6s -ს.

ახალი ტიპის iPhone-ი –გავრცელებული სურათების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, Apple iPhone და iPhone Plus-თან ერთად გეგმავს ახალი, მესამე, ტიპის iPhone-ის გამოშვებას, როგორც ზემოთ ვახსენეთ ალბათ iPhone Pro-ს.

სიმძიმეზე რეაგირებადი Home Button – iPhone-ს წინა მოდელების შემთხვევაში Apple-იმ შემოგვთავაზე 3D Touch, რომელიც გულისხმობს ეკრანზე სხვდასხვა სიმძლავრით დაჭერისას სხვადასხვა ფუნქციების გამოყენებას, iPhone 7-ის შემთხვევაში ეს ფუნქცია Home Button-ს დაემატება.

32 GB მინიმალური მოცულობა – საბედნიერიდ Apple მიხვდა, რომ თანამედროვე სამყაროში 16 GB-იანი მოდელების გამოშვება “უაზრობაა” და iPhone 7 გამოვა მინიმუმ 32 GB მეხსიერებით.

უკეთესი კორპუსი – დადის ჭორები იმის შესახებ, რომ ახალი iPhone 7  იქნება წყალგამძლე, რაც გარკვეულწილად ემთხვევა Samsung – ის ფლაგმანური სმარტფონების (Galaxy Note 7 & Galaxy S7 / S7 Edge) მსგავს მახასიათებლებს.

Next Prev
iPhone 7
980x (1)
Next Prev
iPhone 7 Pro Leak Leaks New iPhone აიფონ 7 ახალი აიფონი გაჟონა სურათები ჭორი
Previous Samsung Galaxy S8: პროექტის კოდური სახელია “ოცნება”
Next BLU R1 HD: ამერიკული პრემიუმ სმარტფონი მხოლოდ 50 დოლარად
samsung-galaxy-s8-geruecht-specs-1l1
Samsung Galaxy S8: პროექტის კოდური სახელია “ოცნება”

ალბათ უკვე საიდუმლო არ არის, რომ Samsung-ი სმარტფონების ბაზარზე გაყიდვების რაოდენობასთან ერთად ინოვაციების შექმნითაც ლიდერობს,...

Close