Huawei P9 Lite-ის დეტალური განხილვა

დაბრუნება Posts

Huawei P9 Lite-ის დეტალური განხილვა


 

Huawei Mobile Georgia-მ განსახილველად მოგვაწოდა Huawei P9 Lite-ი, ამ პოსტში ვისაუბრებ აღნიშნული სმარტფონის დადებით და უარყოფით მხარეებზე. ასევე შემოგთავაზებთ კამერის, პროცესორის, ბატარიის და ბენჩმარკების ტესტებს.

პირველ რიგში მინდა ავღნიშნო, რომ  სმარტფონი წარმოდგენილია შესანიშნავი დიზაინით, რომელიც კომფორტულია გამოსაყენებლად. მართალია სმარტფონი დაბალ ფასშია წარმოდგენილი და სულ რაღაც 629 ლარი ღირს, მაგრამ მისი დიზაინი და ტექნიკური მახასიათებლები უტოლდება ფლაგმანურ სმარტფონებს.

 

phone2

სმარტფონის შემადგენლობაშია 5.2 დიუმიანი ეკრანი FHD რეზოლუციით, Kirin 650-ის 16 ნანომეტრიანი ჩიფსეტით ( 8 ცენტრალური ბირთვი 2 გიგაჰერც სიხშირით და Mali-T830-ის გრაფიკული პროცესორით), 2 გიგაბაიტიანი ოპერატიული მეხსიერება, 16 გიგაბაიტიანი შესანახი მეხსიერება, მეხსიერების გაზრდის შესაძლებლობა 256 გიგაბაიტით, 13 მეგაპიქსელიანი Sony IMX214-ის მთავარი კამერა F2.0 დიაფრაგმით, 8 მეგაპიქსელიანი წინა კამერა Sony IMX179 F2.0 დიაფრაგმით. თითის ანაბეჭდის ბიომეტრიული სკანერი უკანა პანელზე და 3000 მილიამპერიანი ბატარეა.

პირველ რიგში მინდა ვისაუბრო სმარტფონის ინტერფესზე, რომელიც წარმოუდგენლად სწრაფი და დახვეწილია, ასევე მარკეტში იპოვით უამრავ თემას, ამ ეტაპზე გაჩვენებთ ჩემს საყვარელ თემას, რომელიც ვიპოვე Huawei-ს თემების მარკეტში. საათის ფონი ჩემი გაკეთებულია Pirsma-ში. 🙂

Screenshot_2016-08-28-21-52-03 Screenshot_2016-08-28-21-52-50

Screenshot_2016-08-29-09-58-26

Screenshot_2016-08-29-10-04-09

Screenshot_2016-08-29-09-58-14

პარამეტრების მენიუ საკმაოდ ფუნქციური, მარტივი და დალაგებულია. საძიებო პანელიც დაგეხმარებათ მარტივად მოიძიოთ სასურველი ფუნქციების პარამეტრები.

Screenshot_2016-08-29-09-56-13 Screenshot_2016-08-29-09-56-29

AnTuTu-ს, Geekbench 3-ის და СPU Z-ის ტესებში საკმაოდ მაღალი ქულები აიღო, რაც საშუალო კლასის სმარტფონისთვის ძალიან კარგი შედეგებია.

Screenshot_2016-08-28-12-14-03

Screenshot_2016-08-28-12-23-08

Screenshot_2016-08-28-12-14-50

Screenshot_2016-08-28-12-23-51

როგორც ხედავთ ფლაგმანური სმარტფონების შედეგებს გაუტოლდა ტესტებით და როცა შეიძენთ აღნიშნულ სმარტფონს, დარწმუნდებით რამდენად დახვეწილი, სწრაფი და კომფორტულია.

СPU Z-ს ტესტები აჩვენებს, რომ ბატარიის ტემპერატურა 40 გრადუსია, რაც ნორმალური შედეგია. აღნიშნული ტესტი გაკეთებული მაქვს Antutu-ს, Geekbech 3-ის, კამერის ტესტების და სხვადასხვა თამაშის შემდეგ.

Screenshot_2016-08-28-12-15-12

აღფრთოვანებული ვარ ბატარიის შესაძლებლობით. 2 დღე აქტიური გამოყენების რეჟიმში 100 პროცენტიანი ბატარიის დატენვის შემთხვევაში მყოფნიდა სმარტფონის ბატარიის ენერგია, ალბათ 16 ნანომეტრიანი ჩიფსეტის და 3000 მილიამპერიანი ბატარიის დამსახურებაა, თუმცა Huawei-ს ძალიან კარგი ოპტიმიზაცია აქვს ენერგო მომხმარებაზე.

Screenshot_2016-08-27-18-39-42 Screenshot_2016-08-27-18-39-50

Screenshot_2016-08-29-10-05-15 Screenshot_2016-08-29-10-05-45

სმარტფონის შემადგენლობაში ასევე შედის მრავალ ფუნქციური და ძალიან დახვეწილია კამერის ინტერფეისიც. მე არ ვარ პროფესიონალი გადამღები, ამიტომ ამ პოსტში ნახავთ კამერის ტესტებს ჩვეულებრივი მომხმარებლის დონეზე როგორც იღებს.

Screenshot_2016-08-29-09-55-20 Screenshot_2016-08-29-09-55-33 Screenshot_2016-08-29-09-55-44

ფოტო გადაღების ტესტი ჩვეულებრივი დღის სინათლეზე:

IMG_20160827_182722 IMG_20160827_182820 IMG_20160827_182828

IMG_20160819_133827

დაბალი განათების პირობებში გადაღებული ფოტოები:

IMG_20160819_194738

IMG_20160819_203453

IMG_20160819_202938

IMG_20160819_150753

IMG_20160819_202242

ვიდეო გადაღების ტესტები:

 

საბოლოო ჯამში 629 ლარად თქვენ ყიდულობთ ძალიან მაგარ სმარტფონს, რომელიც არის წრაფი, დახვეწილი დიზაინით, ძალიან კარგი კამერით და ძალიან კარგი ბატარიით, რაც სმარტფონებისთვის მნიშვნელოვანი დეტალებია.

სტატიის დასაწყისში დავწერე, რომ დადებით და უარყოფით მხარეებზე ვისაუბრებდი, საბედნიეროდ ვერ ვიპოვე უარყოფითი მხარე.


გააზიარე

დაბრუნება Posts