Huawei P9-ის დეტალური განხილვა

დაბრუნება Posts

Huawei P9-ის დეტალური განხილვა


Huawei Mobile Georgia-მ განსახილველად მოგვაწოდა Huawei P9, ამ პოსტში ვისაუბრებ აღნიშნული სმარტფონის დადებით და უარყოფით მხარეებზე. ასევე შემოგთავაზებთ კამერის, პროცესორის, ბატარიის და ბენჩმარკების ტესტებს.

პირველ რიგში მინდა ავღნიშნო, რომ სმარტფონი წარმოდგენილია შესანიშნავი მეტალის დიზაინით, რომელიც კომფორტულია გამოსაყენებლად, 2.5D ეკრანი სმარტფონს უფრო სასიამოვნოს ხდის.

keithyim_4_4546_dfeec04901a5246d94538696d40e19b1ori

keithyim_4_4546_174ea1ff1c2e39d58f5840ca4e778142ori

მიუხედავად იმისა, რომ სმარტფონს აქვს 5.2 დუიმიანი ეკრანი და 3000 მილიამპერსაათიანი ბატარეა, იგი არის ძალიან კომპაქტური და ძალიან თხელი.

Untitled

სამომხმარებლო ინტერფეისი სწრაფია, სწრაფად იხსნება თამაშები და სხვადასხვა სტანდარტული აპლიკაციები. თითის ანაბეჭდის ბიომეტრიული სკანერის უსწრაფესად მუშაობს, მოკლედ რომ ვთქვა Huawei-ს იდეალური ოპტიმიზაცია აქვს გაკეთებული და თავისი შექმნილი ჩიფსეტი Kirin 955 იდეალურად ართმევს თავს მაქსიმალურად მძლავრ თამაშებსაც.

Untitled

ინტერფეისი საკმაოდ დახვეწილია და დიზაინით ძალიან ჰგავს iOS სისტემას, თუმცა მარტივად შეგიძლიათ შეიცვალოთ იკონები და დიზაინი მოარგოთ თქვენს გემოვნებას. თუმცა, არ მგონია რამე დეტალის შეცვლა დაგჭირდეთ.

13874646_1124542417583959_187824183_n

აქვე გაჩვენებთ როგორ გამოიყურება ინტერფეისის მენიუ. 🙂

13872617_1124542410917293_472405376_n

როგორც ხედავთ ტემპერატურის სენსორი 46 გრადუსს აჩვენებს ცელსიუსით, რაც ძალიან კარგი შედეგია, განსაკუთრებით ამ ცხელ სეზონზე. 🙂

13900651_1124573467580854_711391673_n

13883810_1124573474247520_1636851465_n

ასევე გავაკეთე Geekbench 3-ის ტესტები, რომელიც ამოწმებს ცენტრალური ბირთვების სიმძლავრეს, შემიძლია თამამად გითხრათ, რომ მულტი ბირთვებში საშუალოდ მიღებული შედეგებით ყველაზე მძლავრი სმარტფონია უკვე გამოსული სხვა ბრენდის ფლაგმანურ სმარტფონებთან შედარებით. გაითვალისწინეთ ის ფაქტიც, რომ ამ შედეგს სტაბილურად ერთნაირად ვიღებდი, სმარტფონის აქტიურ რეჟიმში გამოყენების დროსაც და დასვენებულ მდგომარეობაშიც.

13672481_1124542647583936_1764235932_n

Geekbench 3-ის ტესტები დავიხმარე ბატარიის სიმძლავრის გასაზომად და ასეთ კარგ შედეგსაც არ ველოდი. აღნიშნულ დროში (100 პროცენტიდან ბატარეა ჩამოვიდა 93 პროცენტზე) სპეციალურად ჩართე 4G ქსელი, GPS და WiFi. აქტიურ რეჟიმში ვსარგებლობდი Google Chrome-ით, ასევე მინდა ავღნიშნო, რომ ინტერნეტში მუშაობის რეჟიმში ძალიან დიდი ხანი მყოფნიდა ტესტების დროს, ჩართული ეკრანით საშუალოდ 5.5-6 საათი ძლებდა.

wilsonhms_3_4546_5de4055649a44f43beb2905e567fb901

Huawei-ს ბატარიის დამზოგავიც ეფექტურად მუშაობს, საკმაოდ საჭირო ფუნქცია ექსტრემალურ სიტუაციებში.

13872477_1124542430917291_963807221_n 13884580_1124542674250600_1934977299_n

3D თამაშის დროს გაკეთებული ტესტი, სადაც აჩვენებს, რომ მაქსიმალური სისწრაფე დაახლოებით 59 კადრია წამში. იდეალური შედეგია თამაშების მოყვარულები ნამდვილად არ დარჩებიან გულგრილნი ამ სმარტფონის შეძენით.

wilsonhms_3_4546_3cd1a6a8439b71587893bfce7202abcc

როგორც უკვე იცით ან თუ არ იცით გეტყვით, რომ Huawei P9-ის ორმაგ კამერაში წარმოდგენილია Leica-ს ბრენდირებული ლინზები, უფრო სწორად ლეიკასთან ერთად შემუშავებული ლინზები.

mansonfat_1_4546_da9aa8fffe8489476459fbd12570aafb

აქ მე ჩვეულებრივი მომხმარების თვალით გაჩვენებთ როგორ ფოტოებს იღებს აღნიშნული სმარტფონი, რადგან პროფესიონალი ფოტოგრაფი არ ვარ, შესაბამისად ხელით არ მისწორებია პარამეტრები, ყველა ფოტო გადაღებულია ავტო რეჟიმში და არის დაუმუშავებელი.

  დღის სინათლეზე გადაღებული ფოტოები!

IMG_20160713_200232

IMG_20160713_090717

IMG_20160713_090729

IMG_20160713_092629

IMG_20160713_092554

ფოტო გადაღების ტესტი 100 პროცენტიანი ზუმის დროს.

IMG_20160713_173755

ფოტო გადაღების ტესტი ღამით

 

IMG_20160714_232007

IMG_20160714_220308

წინა კამერის ფოტო გადაღების ტესტი.

IMG_20160713_180118

ვიდეო გადაღების ტესტი

ვიდეო გადაღების სტაბილიზაციის ტესტი

ვიდეო გადაღების ტესტი დაბალი განათების პირობებში

წინა კამერით გადაღებული ვიდეო დაბალი განათების პირობებში

ამჟამად Huawei P9-ის ოფიციალური ფასი 1199 ლარი გახლავთ და მერწმუნეთ, ამ ფასში და უფრო მაღალი ფასის კატეგორიის სმარტფონებში საუკეთესო შემოთავაზებაა. რამდენიმე კვირა ვიყენებდი აღნიშნულ სმარტფონს, ჩემს ირგვლივ ყველა აღფრთოვანებული იყოს სმარტფონის დიზაინით, კამერით და ინტერფეისით. არ ყოფილა ისეთი შემთხვევა, რომ რაიმე ხარვეზი ჰქონოდა მუშაობის პროცესში.

მოკლედ რომ ვთქვა, თუ ეძებთ სმარტფონს, რომელიც იქნება დახვეწილი დიზაინით, კარგი კამერით, მძლავრი პროცესორით, ენერგო ეკონომიური და სწრაფი, მაშინ სწორ სტატიას კითხულობთ! თქვენ უკვე ის მიაგენით! 🙂


გააზიარე

დაბრუნება Posts