ექსკლუზივი: Sony-ს ახალი ფლაგმანური სმარტფონები Xperia XV და Xperia XS

დაბრუნება ყველა პოსტი

ექსკლუზივი: Sony-ს ახალი ფლაგმანური სმარტფონები Xperia XV და Xperia XS


Sony-ს ახალი ფლაგმანური სმარტფონები Xperia XV და Xperia XS დააანონსდება 2017 წლის თებერვალში. Xperia XV-ის შემადგენლობაში იქნება  5 დიუმიანი ეკრანი FHD რეზოლუციის, 10 ნანომეტრიანი Snapdragon 830-ის ჩიფსეტი, 4 გიგაბაიტიანი ოპერატიული მეხსიერება და სხვა ტოპ ტექნიკური მახასიათებლები. მისი კოდური სახელწოდებაა Voyage.

Xperia XS-ის კოდური სახელწოდებაა Signature და მის შემადგენლობაში იქნება 4.6 დიუმიანი FHD რეზოლუციის TRiluminos ECO VA LCD ეკრანი, 12 მეგაპიქსელიანი წინა და 12 მეგაპიქსელიანი მთავარი კამერა 1/2.8 დიუმის ზომის სენსორით, 1900 მილიამპერიანი ბატარეა და USB Type.

სმარტფონი სისქეში სულ რაღაც 4.6 მილიმეტრიანი იქნება, ამის გამო მას ექნება ენერგო ეკონომურიუი 3 გიგაბაიტიანი ოპერატიული მეხსიერება 1333 მეგაჰერც სიხშირთ და LPDDR4 ტექნოლოგიით. ასევე მას ექნება Snapdragon 821-ის 14 ნანომეტრიანი ჩიფსეტის სპეციალური ენერგო ეკონომიური ვერსია, რომელიც წარმოდგენილი იქნება 1.3 გიგაჰერც სიხშირით ყველაზე დატვირთულ პროცესში, ხოლო ენერგო ეკონომიურობისთვის მუდმივად იმუშავებს 2 დაბალი წარმადობის ბირთვი 1 გიგაჰერც სიხშირეზე. გარდა ამისა, მას ექნება QC3-ის სწრაფი დატენვის ტექნოლოგია, სადაც 30 წუთში სმარტფონი დაიტენება ბოლომდე.

სმარტფონში ყურადღება იქნება დიზაინზე გამახვილებული, შესაბამისად სმარტფონში წარმოდგენილი ტექნოლოგიები მაქსიმალურად ენერგო ეკონომიური იქნება.


გააზიარე

დაბრუნება ყველა პოსტი