ეროვნული ვალუტის კურსის გათვალისწინებით საჩუქრების ფასების თემა ალბათ ტექნომანებისათვის აქტუალური იქნება. დავიწყოთ იქიდან რომ ტექნიკური აქსესუარები ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და რაც მთავარია პრაქტიკული საჩუქარია, რომელიც ამავე დროს საკმაოდ მისაღებ ფასად შეგვიძლია შევიძინოთ, როგორც საქართველოში, ასევე გამოვიწეროთ შეკვეთით ონლაინ მაღაზიიდან. ჩვენ შევარჩიეთ ჩვენი აზრით 5 საუკეთესო საჩუქარი, რომელიც არამხოლოდ ტექნომანებს, არამედ ნებისმიერ თანამედროვე ადამიანს გამოადგება:
პორტატული გარე-დამტენი
იშვიათად თუ იპოვით ადამიანს, რომელსაც სმარტფონის ბატარეა მთელი დღე აქტიური გამოყენების შემთხვევაში არ უჯდება, თითოეულ ჩვენგანს ჰქონია შემთხვევა როდესაც გაუთვალისწინებლად სმარტფონის გარეშე დარჩენილა, ამ შემთხვევისათვის უმეტესობა ქსელის დამტენ ბლოკს ატარებს თან, მაგრამ პორტატული გარე დამტენი ამ პრობლემას უკეთესად მოაგვარებს. დღესდღეობით საქართველოშიც შეგვიძლია ვიპოვოთ ადეკვატური ფასის მქონე ეს მოწყობილობა, რომელიც ჩვენს სმარტფონს, როგორც მინიმუმ 2-ჯერ მაინც დატენის, ხოლო თუ კი საზღვარგარეთიდან გამოწერას არჩევთ, ამ შემთხვევაში ცალსახად შემიძლია გირჩიოთ Xiaomi Mi Power Bank რომელიც დაახლოებით 17$ ღირს.
ფოტო ობიექტივი სმარტფონისათვის
თუ კი თქვენ გსურთ ფოტოგრაფიით გატაცებული ადამიანის გახარება (ან კი სულაც საკუთარი თავის განებივრება) შეგიძლიათ მას სმარტფონის ობიექტივი აჩუქოთ, არჩევანი ამ შემთხვევაშიც საკმაოდ დიდია, მაგრამ აიფონის მფლობელებისათვის შესაბამისი მოდელის შერჩევა რათქმაუნდა უფრო მარტივი იქნება. უცხოეთიდან გამოწერის შემთხვევაში მათი ფასი 10$-დან იწყება (მაგ. LIEQI LG-018) ხოლო საქართველოს რაც შეეხება, ამ შემთხვევაში 20$-ში შეგვიძლია ჩავეტიოთ.
სმარტ ბრასლეტი Xiaomi Mi Band
ამ საჩუქრის არჩევის შემთხვევაში თქვენ მისი გამოწერა მოგიწევთ, ვინაიდან საქართველოში მისი ფასი საკმაოდ მაღალია, გამოწერის შემთხვევაში მხოლოდ 20$-მდე დაგიჟდებათ.
გეიმერის ჯოისტიკი
ვინ თქვა რომ ხარისხიანი ჯოისტიკი თითქოს აუცილებლად ძვირი უნდა ღირდეს? სულ რაღაც 12 $-ად შეგიძლიათ შეიძინოთ საკმაოდ კარგი ჯოისტიკი, რომელიც იმუშავებს არამხოლოდ Windows (აუცილებლად Windows 7-ი და ზევით ვერსია) კომპიუტერებზე, არამედ გამოდგება Xbox 360-სთვისაც. ასეთი საჩუქარი ნამდვილად გაახარებს ნებისმიერ გეიმერს.
თაჩ ფუნქციონალის მქონე ხელთათმანები
ყველა დაგვეთანხმება იმაში, რომ ზამთრის პერიოდში სმარტფონზე შეტყობინების მიღება-გაგზავნა ძალზედ უსიამოვნო საქმეა, აქედან გამომდინარე მიგვაჩნია, რომ ესეთი ხელთათმანი საკმაოდ სასიამოვნო საჩუქარი უნდა იყოს ნებისმიერი საქმიანი ადამიანისთვის და არამხოლოდ. ჩვენ მიერ ნაპოვნი ვარიანტი შეკვეთის შემთხვევაში გაცილებით იაფი დაგიჯდებათ, თუმცა საქართველოშიც მისაღებ ფასად არის ხელმისაწვდომი.
P.S. ამ ფასში საკმაოდ ბევრი საინტერესო საჩუქრის არჩევა შეიძლება, ჩვენ ავარჩიეთ ჩვენი აზრით ყველაზე საინტერესო ვარიანტები, ძალიან გვაინტერესებს თქვენი აზრი საჩუქრების შესახებ, ასე რომ დატოვეთ კომენტარები თქვენი ვარიანტების დასახელებით.