Find the latest bookmaker offers available across all uk gambling sites Read the reviews and compare sites to quickly discover the perfect account for you.
Saturday , 29 October 2016
მთავარი გვერდი » განხილვა » როგორ შევარჩიოთ სათამაშო მაუსი
5

როგორ შევარჩიოთ სათამაშო მაუსი

არ არსებობს ისეთი შემთხვევა, რომ სათამაშო მაუსის ერთი მოდელი იდეალურად მიაჩნდეს ყველა მომხმარებელს. ყველას ექნება განსხვავებული მოთხოვნები დიზაინისა თუ ერგონომიკის მიმართ. მაგრამ არსებობს კრიტერიები, რომლებზეც გეიმერული მაუსის არჩევისას უნდა გავამახვილოთ ყურადღება.

1

კაბელიანი და უკაბელო: რითი განსხვავდება

უკაბელო მაუსები გამოირჩევა იმით, რომ კომპიუტერის მართვა დისტანციურად შეგვიძლია, კაბელები აღარ გვიშლის ხელს არც ჩვენ და არც ჩვენს მოწყობილობებს. მაგრამ მეორეს მხრივ, უკაბელო მაუსები დამოკიდებულები არიან ბატარეებზე, რომლის გარეშეც მის მართვას ვერ შეძლებთ. ამის გარდა, უკაბელო მაუსებს აქვთ არსებითი ნაკლი – ისინი ნაკლებად სიცოცხლისუნარიანები არიან კაბელიან მაუსებთან შედარებით. ეს პირველ რიგში ეხება ბიუჯეტურ მოდელებს. არის კიდევ ერთი მომენტი: მწარმოებლების დიდი ნაწილი სწორედ კაბელიან გეიმერულ მაუსებს აწარმოებს, რამაც გარკვეულ დასკვნამდე უნდა მიგვიყვანოს…

2

ერგონომიკა

გეიმერული მაუსი გამოსაყენებლად მაქსიმალურად კომფორტული უნდა იყოს. ეს დამოკიდებულია გაჯეტის ფორმაზე, მასალებსა და წონაზე.

1. ფორმა

დღეს შეგვხვდება როგორც უნივერსალური მაუსები, ისე მხოლოდ ცაციებისთვის განკუთვნილი მოდელებიც. ეს პარამეტრი ალბათ უფრო სუბიექტურია, ვინაიდან ორიენტირება იდეაში საკუთარი ხელის მიხედვით უნდა მოვახდინოთ. ხელი მაუსზე კომფორტულად უნდა თავსდებოდეს, ხოლო თითები ყველა ღილაკს უნდა წვდებოდეს მარტივად. ყურადღება გაამახვილეთ ღილაკების დაჭერის სირთულეზე, რთულად ხომ არ ეჭირება და ა.შ.

3

2. მასალები

მაუსები მზადდება როგორც მთლიანად პლასტმასისგან, ასევე ჩარეზინებული კანტებით. ჩვენ მეორე ვარიანტს გირჩევთ – მაუსი კარგად მოგაჯდებათ ხელის გულზე და არ იცურავებს. კარგი ვარიანტია – Logitech G402 Hyperion Fury.

3. წონა

აქ ყველა გეიმერი საკუთარი გემოვნებით იღებს გადაწყვეტილებებს. ზოგი მსუბუქ მაუსს ირჩევს, რათა კომფორტულად ითამაშონ მაღალ სიჩქარეებზე, ზოგს უყვარს მძიმე მაუსები, იდეაში უფრო კარგად ხდება დამიზნებაო და ა.შ. იდეალური ვარიანტია, თუ მაუსი აღჭურვილია ფუნქციით, რომელიც იძლევა წონის შეცვლის საშუალებას სხვადასხვა თამაშებისას, მაგალითად: Logitech G500.

4

ფუნქციონალურობა

1. გრძნობადობა

სწორედ სენსორი წარმოადგენს მაუსის “გულს”, და მის სიზუსტეზეა დამოკიდებული საერთო შთაბეჭდილება გაჯეტზე. სენსორი შეიძლება იყოს როგორც ლაზერული, ასევე ოპტიკური. ლაზერული სენსორები უფრო მგრძნობიარეები არიან, მაგრამ საკმაოდ კარგი სამუშაო ზედაპირი ჭირდება. პატარა ნაწილაკიც კი სერიუზულ წინაღობად იქცევა მაუსისთვის.

სენსორის გრძნობადობა იზომება dpi-თი – წერტილების რაოდენობა კვადრატულ ინჩზე. ფლაგმანურ მაუსებზე დაყენებულია გადამრთველი, რომელიც ცვლის ამ მაჩვენებელს.  სენსორის გაფართოება თანამედროვე გეიმერულ მაუსებში 5600 dpi და + შეადგენს. მაგალითად, G502 Proteus Core-ს აქვს რეგულირების ფართო სპექტრი – 200-12 000 dpi.

საშუალოსტატისტიკური მოდელების მაჩვენებელია 3000 dpi, რაც საკმარისია კომფორტული თამაშისთვის.

 

5

2. დამატებითი ღილაკები

ხშირად, გეიმერული მაუსები აღჭურვილია დამატებითი ღილაკებით. ზოგჯერ ამ ღილაკების რაოდენობა მინიატურულ გაჯეტზე ზედმეტად ბევრია. მაგალითად, Razer Naga MMOG აღჭურვილია 17 ღილაკით << WTF Charles 😀

თუ ზუსტად იცით, რომ ამ ყველა ღილაკს არ გამოიყენებთ, მაშინ მისი ყიდვა არ ღირს, რადგანაც ერგონომიკა ზარალდება ამითი. საკმაოდ კარგი ვარიანტია SteelSeries Rival.

3. შიდა მეხსიერება

ამ მაჩვენებელზეა დამოკიდებული მოგიწევთ თუ არა სხვა მოწყობილობაზე მაუსის გადაპროგრამირება. ამის გარდა, ოპერაციული სისტემის გადაყენების შემდეგ აღარ მოგიწევთ ხელახლა წვალება მაუსის დაკონფიგურირებაში. ამ მაჩვენებლით კარგი მაუსია Tesoro Gungnir. ის აღჭურვილია მაღალი სიზუსტის ოპტიკური სენსორით 3500 DPI, ორი ღილაკით DPI-ს გადასართველათ და 7 პროგრამირებადი ღილაკით. ამ მაუსში შეგვიძლია 35 მაკროსისა და 5 სათამაშო პროფილში 1600 მოქმედების შენახვა.

G502 Proteus Core Logitech G402 Logitech G500 SteelSeries Rival Tesoro Gungnir
Previous iMovies.ge-ს ახალი ფუნქციები დაემატა
Next როგორ გავასწოროთ გამრუდებული პერსპექტივა – გაკვეთილები Mikheil HD-სგან
11083893_953732181312753_1938686080506475824_n
iMovies.ge-ს ახალი ფუნქციები დაემატა

iMovies.ge არის საიტი დახვეწილი დიზაინით და მრავალფუნქციური, სადაც შეგიძლიათ უყუროთ ონლაინ ფილმებს HD ხარისხში ქართულად, ინგლისურად...

Close