LG G4: ტექნიკური მონაცემების განხილვა

დაბრუნება Posts

LG G4: ტექნიკური მონაცემების განხილვა


LG-იმ 28 აპრილს ჩატარებულ ღონისძიებაზე ფლაგმანური სმარტფონი G4 , ამ სტატიაში სწორედ აღნიშნულ მოწყობილობაზე ვისაუბრებ.

LG G4

ახალ ფლაგმანს აქვს 5.5 ინჩიანი QHD რეზოლუციის ეკრანი Quantum ტექნოლოგიით დამუშავებული, როგორ კომპანია იტყობინება, წინა ფლაგმანისგან განსხვავებით ეკრანი ბევრად გაუმჯობესებულია.

პროცესორად წარმოდგენილი არის “Qualcomm Snapdragnon 808″, 6 ბირთვიანი 64 ბიტიანი პროცესორი, სადაც 2 ბირთვი არის მაღალი წარმადობის (2.0 გიგაჰერც ისხშირით) და 4 ბირთვი არის დაბალი წარმადობი (1.5 გიგაჰერც სიხშირით), ამით რამდენად გაუწევს კონკურენტი ბრენდების ფლაგმანურ მოწყობილობებს კონკურენციას, როცა მათ “Qualcomm Snapdragnon 810″-ის 8 ბირთვიანი უფრო მძლავრი პროცესორი აქვთ!?

გრაფიკულ პროცესორად წარმოდგენილია “Adreno 418” , ამითაც ვერ უწევს კონკურენტებს კონკურენციას ისეთი მძლავრი გრაფიკული პროცესორით, როგორიცაა “Adreno 430”-ია.

ახალი ფლაგმანის კორპუსი სიგრძეში 149.1 მილიმეტრი არის, სიგანეში 75.3 და სისქეში 8.9. წინა თაობის ფლაგმანი სიგრძეში 146.3 მილიმეტრი არის, სიგანეში 74.6 და სისქეში 8.9. აქ როგორც ხედავთ, მიუხედავად იმისა რომ ეკრანი არ გაზრდილა, გაიზარდა კორპუსის ზომა.

მთავარ კამერად წარმოდგენილია კომპანია SONY-ს წარმოებული 16 მეგაპიქსელი IMX234 სენსორი, F1.8 დიაფრაგმით, ოპტიკური სტაბილიზაციით, განათებით, ლაზერული ავტო ფოკუსით, RAW ფორმატის ფოტო გადაღებით, 4K რეზოლუციის ვიდეო გადაღებით, colour spectrum სენსორით და დამატებულია მანუალ რეჟიმი.

წინა კამერად წარომდგენილია კომპანია TOSHIBA-ს 8 მეგაპიქსელიანი სენსორი, F2.0 დიაფრაგმით და 1080p ვიდეო გადაღებით.

სმარტფონის ბატარეა 3000 მილიამპერიანია, რომელიც ეხსნება! ბატარეა 5.5 ინჩიანი 2K რეზოლუციის ეკრანისთვის არც თუ ისე მძლავრად გამოიყურება, რეალურად რა შეუძლია ამ ბატარეას ტესტები გვიჩვენებს.

ოპერატიულ მეხსიერებად წარმოდგენილია 3 გიგაბაიტიანი LPDDR3, აქაც ჩამორჩება კონკურენტებს, რომლებსაც LPDDR4 ოპერატიული მეხსიერება გააჩნიათ.

ოპერაციული სისტება ანდროიდ 5.1, სამომხმარებლო ინტერფეისი LG UX 4.0

სმარტფონის შესანახი მეხსიერება წარმოდგენილია 32 გიგაბაიტით, რომლი გზრდაც შესაძლებელია 128 გიგაბაიტიანი მეხსიერების ბარათით.

კორპუსი წარმოდგენილია ორ ვარიანტად, ტყავის უკანა ყუფით და პოლიკარბონატის უკანა ხუფით.

 


გააზიარე

დაბრუნება Posts