Find the latest bookmaker offers available across all uk gambling sites Read the reviews and compare sites to quickly discover the perfect account for you.
Saturday , 29 October 2016
მთავარი გვერდი » თამაშები » თუ გაბედავ ითამაშე – ყველაზე საშიში თამაშები
0414

თუ გაბედავ ითამაშე – ყველაზე საშიში თამაშები

ჩვენ შევარჩიეთ მობილურ პლატფორმაზე არსებული ყველაზე საშიში ჰორორ ჟანრის თამაშები:

Knock-Knock

ეს თამაში ჟანრიდნ ცოტათი გადახვეულ გეიმფლეის და სიუჟეტს გვთავაზობს, ვინაიდან იქ ვერ შეხვდებით მოწინააღმდეგეს, სამაგიეროდ კარგად არის რეალიზებული საშიში და დამთრგუნველი გარემო. პერსონაჟს აქვს პრობლემები საკუთარ ქვეცნობიერთან და მისი წარმოსახვის უნარი მასზე ძალიან ცუდად მოქმედებს. თქვენ მოგიწევთ ხეტიალი უზარმაზარ სახლსა და ძალიან ბნელ ტყეში, სადაც აუცილებლად გელოდებათ დაძაბულობა და იმის მოლოდინი რომ ახლა რაღაც ცუდი მოხდება, დანარჩენი თავად უნდა გამოსცადოთ.

თამაში ხელმისაწვდომია , და WinPhone პლატფორმებზე.

Indigo Lake

ეს თამაში არის პირველი პირიდან შუთერისა და საშინელებათა ჟანრების  ერთგვარი მიქსი, პერსონაჟი პროფესორის ძიებაში ხვდება დაკარგული ტბის პირას, სადაც მას უამრავ საზიზღარ არსებასთან დაპირისპირება უწევს, თამაშს თან ახლავს შესანიშნავი საუნდტრეკი, ხოლო გარემო აბსოლუტურად ღიაა გადაადგილებისათვის და იმდენად დიდია რომ შეიძლება დაიკარგო კიდეც, თუმცა მისი პირქუში ატმოსფეროდან გამომდნარე იქ ბევრი ხეტიალი  ნაკლებად მოგინდებათ.

სამწუხაროდ თამაში ხელმისაწვდომია მხოლოდ პლატფორმებზე.

Lost Within

არსებობს ადგილები, სადაც ადამიანის ფანტაზია თავისთავად რთავს საშინელ წარმოსახვებს და იწვევს ირაციონალურ შიშს, ამ თამაშში ეს ყველაფერი კარგად არის გამოყენებული, არავისთვისაა საიდუმლო რომ მიტოვებული ფსიქიატრიული საავადმყოფოები, განსაკუთრებით პოპულარულობით სარგებლობს ჰორორ ჟანრის ფილმებსა და თამაშებში. აქ თქვენ არ გექნებათ ბვერი იარაღი და გადარჩენას მხოლოდ საკუთარი ინტელექტის საშუალებით შესძლებთ, ვინაიდან ხშირად მოგიწევთ სხვადასხვა ამოცანების შესრულება, იმისათვის რომ თავი დააღწიოთ საშინელ არსებებს, რომლებიც დამიჯერეთ აქ ძალიან დიდი რაოდენობითაა წარმოდგენილი.

სამწუხაროდ ეს თამაშიც ხელმისაწვდომია მხოლოდ პლატფორმებზე.

 

ანდროიდი აპლიკაცია
Previous სად იყიდება თბილისში ყველაზე იაფად პოპულარული Android სმარტფონები?!
Next დაელოდე ოთხშაბათ, ეწვიე ტექნიკის მაღაზია ALTA-ს და გაიგე რას გთავაზობს შავი ყუთი
HTC-hot-girls
სად იყიდება თბილისში ყველაზე იაფად პოპულარული Android სმარტფონები?!

მობილური კომპანიები სულ უფრო და უფრო მრავალფეროვან და მძლავრ სმარტფონებს გვთავაზობენ, ინტერნეტ სივრცეში ომიც კი...

Close