Find the latest bookmaker offers available across all uk gambling sites Read the reviews and compare sites to quickly discover the perfect account for you.
Saturday , 29 October 2016
მთავარი გვერდი » განხილვა » მობილური » 8 მიზეზი, თუ რატომ ჯობია Galaxy S6-ი HTC One M9-ს
bf430d5ad48340a1d6ed49a5d5a09dac

8 მიზეზი, თუ რატომ ჯობია Galaxy S6-ი HTC One M9-ს

MWC-ის კონფერენციაზე სმარტფონების ბაზრის მთავარი სიახლეები HTC One (M9) და Samsung S6 იყო. PhoneArena-ში გადაწყვიტეს ამ ორი ფლაგმანის “დაჯახება” და ახსნა, თუ რატომ ჯობია Galaxy S6- HTC One M9-ს.

m9-7

1. Galaxy S6 უფრო თხელი და მსუბუქია

S6-ის გაბარიტები – 143.4×70.5×6.8 მილიმეტრი 144.6×69.7×9.61 (M9)-ის წინააღმდეგ.

2. პიკსელებით მდიდარი Quad HD დისპლეი

თვალის აღქმით ორივეს ეკრანი მაგარია, მაგრამ ციფრებით S6 ჯობია. ციფრები ხომ არ იტყუებიან? 😀

3. დიდი ეკრანი

m9-10

მიუხედავად იმისა, რომ აპარატი შედარებით მცირეა, მისი ეკრანის ზომა მოწინააღმდეგეზე 0.1 ინჩით მეტია.

4. დისპლეის ზომის საუკეთესო შეფარდება კორპუსის ზომასთან

ვნახოთ 1 და 3 პუნქტები.

5. კამერის უკეთესი სენსორი

m9-14

მიუხედავად იმისა, რომ One M9-ს 20 MP-იანი კამერა აქვს, ის ხარისხით S6-ის 16 MP-ს ჩამორჩება. ეს განპირობებულია იმით, რომ ერთერთი პირველი სმარტფონია, რომელშიც გამოიყენება f/1.9-იანი სენსორი, როცა M9-ს შარშანდელი ფლაგმანების f/2.2 აქვს.

6. ოპტიკური სტაბილიზაციის ფუნქცია

აქ ბევრი რამის დაწერა შეიძლება, მაგრამ ჯობია საკუთარი თვალით ნახოთ სხვაობა

7. სწრაფი პროცესორი

და კიდევ ერთხელ, ციფრები არ ცრუობენ – Samsung Exynos სინთეტიკურ ტესტებში საუკეთესო შედეგებს დებს, Snapdragon 810-საც კი ჯობნის. თან ამ უკანასკნელს სერიოზული პრობლემები აქვს გადახურებასთან და ძალიან ცხელდება.

8. თითის ანაბეჭდის სკანერი

S6-ს ის აქვს და ეს კარგია. One M9-ს არ აქვს. ცუდია ეს თუ კარგი – თქვენ გადაწყვიტეთ.

P.S. დატოვეთ კომენტარები, გააზიარეთ პოსტი, რათა ყველამ ნახოს თავისთვის საინტერესო ინფორმაცია. რაც უფრო მეტ ადამიანს დაეხმარება ეს სტატია არჩევანის გაკეთებაში, მით უფრო დაფასდება ჩვენი ნაშრომი 🙂

მომზადებულია revolverlab-ის მიხედვით

Galaxy S6 HTC One M9
Previous კვირის სიახლეების დაიჯესტი
Next Microsoft-მა Internet Explorer-ი მოკლა
baner
კვირის სიახლეების დაიჯესტი

Imac ახალი  8k ეკრანით ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მალე კომპანია Apple თავის ახალ imac-ს გამოუშვებს,...

Close