შეიძლება იკითხოთ – თუ რა საჭიროა დღეს რაციები, როცა არსებობს საკმაოდ იაფი ტელეფონები. ერთის მხრივ – ტელეფონი თითქმის ყველა ადამიანს აქვს. მეორეს მხრივ – მიუხედავად იმისა, რომ ახლა 2015 წელია, ჩვენს სამშობლოში დღეს მაინც რჩება ადგილები სადაც ტელეფონები ცუდად იჭერს, ან საერთოდაც არ იჭერს. ნუ მთიან ადგილებში თუ წავალთ საუბარი ზედმეტია. მიუხედავად იმისა, რომ რაციები ამ პრობლემას გლობალურად ვერ წყვიტავენ, მათი დამარხვა ჯერ მაინც ადრეა – თუნდაც გამოვრიცხოთ სპეცსამსახურების მოთხოვნა რაციებზე.
რაციის უპირატესობებს მისი გარკვეული პერიოდით მოხმარების შემდეგ ავლენ. პირველ რიგში, ბუნებაში ან ქალაქში სასაუბროდ არ გვჭირდება არანაირი ინფრასტრუქტურა. მეორე რიგში, რაცია სმარტფონებთან შედარებით საკმაოდ იაფი ღირს, კავშირში არ გვეხარჯება თითქმის არაფერი. მესამე რიგში, სიცოცხლეში არსებობს ბევრი შემთხვევა, როცა მსგავსი საშუალება ბევრად ამარტივებს სიცოცხლეს. ნადირობა, თევზაობა, სოკოების დასაკრეფად წასვლა, მწვადებზე წასვლა, პეინთბოლი, სპორტული ორიენტირება და სხვა. მოკლედ, ფასისა და პორტატული რადიოსადგურის შესაძლებლობების გათვალისწინებით – უკეთესია გქონდეს და იშვიათად იყენებდე, ვიდრე საერთოდ არ გქონდეს და არც კი იცოდე, რომ შესაძლებელი იყო სხვანაირად გაკეთება ამ ყველაფერის. ამგვარი კავშირის ხერხი მარტივი, სწრაფი და უკეთესია.
Midland GXT-1050 – ფლაგმანური კოპლექტი, რომელიც შედგება ორი რაციისგან, რომელიც განკუთვნილია LPD-დიაპაზონში სამუშაოდ.
რადიომოდულის მახასიათებლები
სტანდარტი: LPD
სიხშირე: 433.075 – 434.775 MHz
გადამცემის სიმძლავრე: 0.01 ვატი
არხების რაოდენობა: 69
კოდირება: CTCSS, DST
კოდების რაოდენობა: 142 (38 CTCSS / 104 DCS)
გადამცემის სიმძლავრის სამი დონე (H/M/L)
სკანირების რეჟიმი / რადიოეთერის კონტროლი
კომპლექტი
მოწყობილობა იყიდება კაშკაშა შეფუთვაში, შიგ მოთავსებულია საჭირო ნივთები: მუშაობის დასაწყებად რაიმეს ყიდვა აღარ ესაჭიროება.
– ორი რაცია
– ორი აკუმულატორი
– ორი მოხსნადი ქამარზე სამაგრი
– ორი გარნიტურა (ერთი ყურსასმენი და ღილაკიანი მიკროფონი)
– დასატენი დოკ-სადგური (2 რაცია თავსდება)
– დოკ-სადგურის ადაპტერი
– მანქანის ადაპტერი
– ინსტრუქცია
დოკ-სადგური გვაძლევს ორივე რაციის ერთდროული დატენვის საშუალებას. სრულად დასატენად 12 საათი გვჭირდება – ამდენივე ხანი ძლებს non stop რეჟიმში მაქსიმალურ სიმძლავრით მუშაობისას.
გარეგნობა
გარეგნულად – რაცია რაციას გავს. აღნიშნული ვარიანტი შესრულებულია ჰაკის ფერსა და ფოთლების ტექსტურებში. ორივე რაციის ტექსტურა განსხვავდება. პრინციპში, თუ მოწყობილობას ქალაქში სამუშაოდ იყენებთ არანაირი პრობლემა არაა. მაგრამ აი თუ რაცია ტყეში ფოთლებში ჩაგივარდათ, მაშინ საპოვნელად გარკვეული დროის დახარჯვა მოგიწევთ.
მასალები – გამძლე პსასტმასი. სქემა შექმნილია მყარ დაფაზე. არის ნამგამძლე – არ ეშინია წყლის წვეთების, წყალში ჩავარდა/ამოვიღე რეჟიმშიც გადარჩება.
ხელში დასაჭერად ძალიან სასიამოვნოა და კომფორტულად ჯდება როგორც მარჯვენა, ისე მარხენა ხელშიც: PTT- ღილაკი ცაციებს დიდი თითის ქვეშ ექნებათ, ხოლო დანარჩენებს საჩვენებელი თითის ბალიშის ქვეშ.
ბატარეას აქვს ეშმაკური კონსტრუქცია: მასში შეგვიძლია როგორც აკუმულატორის (Ni-Mh, 700 მილი ამპერი საათი, 6,0 V), ისე 4 (AA) ელემენტების გამოყენება.
სასიამოვნოა, რომ მწარმოებელმა იზრუნა რაციის კვების ალტერნატიულ წყაროზე, რადგან ყოველთვის ვერ გვექნება ორიგინალი აკუმულატორის დატვირთვის საშუალება, ამ დროს ჩვეულებრივი ელემენტები ძალიან დაგვეხმარება.
ანტენა არ ეხსნება, არ ტრიალდება, არ იკეცება და თითქმის არ იღუნება.
მართვის ორგანოები არანაირ კითხვებს არ იწვევენ. მძლავრად დარეზინებული ღილაკები, მოზრდილი სატრიალებელი, ტრანსრეფლექტური დისპლეი, მონოქრომული, სტაფილოსფერი განათება.
მარჯვენა მხარეს აქვს მხოლოდ PTT-ღილაკი შეტყობინებების გადაცემისთვის, მარცხნივ – დამცავი ხუფი, რომელიც გარნიტურის შესაერთებლებს იცავს ნამისგან და ა.შ. დაბლა – კონტაქტები დოკ-სადგურით დასატენად.
შეძლებთ ხელთათმანებით მუშაობას, დარტყმაგამძლე კორპუსი აქვს, მაგარი დიზაინი – მოკლედ, თავისი დავალებებისთვის ყველაფერი პრაქტიკულად იდეალურია.
რთულია რაიმე ნაკლის პოვნა გარეგნობასა და კონსტრუქციაში.
მართვის ორგანოები და ინტერფეისი
მთლიანი მართვა ხორციელდება 4 ღილაკით. მენიუ ტელევიზორებისა და მონიტორების მსგავსად აქვს მოწყობილი. ინსტრუქციაში დეტალურად არის განხილული მთლიანი რუკა – საჭირო ნივთია!
უყურებ ამ ე.წ. შპარგალკას და ვითომ ყველაფერი გასაგებია. საკმარისია გადადოთ ეს რუკა და დაიკარგებით მენიუში. ერთი ვარიანტია – უნდა ვისწავლოთ პარამეტრების აღნიშვნები.
ამ პარამეტრების უდიდეს ნაწილში თქვენ სიცოცხლეში რამდენჯერმე მოგიწევთ შესვლა, ნუ იდეაში პირველად პარამეტრების დაყენებისას. გვაქვს შემომავალი კავშირის ხმებიც (სულ 15, აქედან 5 ცხოველის: იაგუარი, იხვი, ყვავი, მგელი და ინდაური), გვაქვს ვიბრირება, Roger beep ანუ ე.წ. Delivered ხმა. ეკრანზე ყველა საჭირო ინფორმაცია გამოდის, საიდანაც გასაგები ხდება: რომელ არხზე ხართ, ჯგუფში ხართ თუ არა, გადამცემის რა სიმძლავრეაა, ვიბროზარის სტატუსი და ა.შ.
ერთადერთი საგრძნობი ინტერფეისული ნაკლი – ელემენტის მუხტის ინდიკატორის რეალიზაცია. საქმე იმაშია, რომ ის გაჩვენებთ მხოლოდ მოხმარებადი ძაბვის ხელმისაწვდომობას. ლოდინის რეჟიმში მოხმარება დაბალია, ელემენტი შევსებული ჩანს. დაიწყებთ საუბარს – ელემენტი ცარიელია და ამ დროს რაცია ითიშება, იმის და მიუხედავად გვაქვს თუ არა ელემენტში საკმარისი ენერგია. ამან საბრძოლო მოქმედებისას შეიძლება დაგვღუპოს.
შესაძლებლობები
– კლასიკური PTT (Push-To-Talk) – დააჭერ და საუბრობ, მე-2 მხარე ამ დროს ისმენს. შეტყობინების გადაცემის დროს ეკრანზე ანთია TX ინდიკატორი, მიღების დროს – RX (+ დისპლეის წამიერი განათება და ვიბროზარი, თუ დაყენებულია პარამეტრებით).
– VOX რეჟიმი (Handsfree) – უზრუნველყოფს ხმის ავტომატურ გადაცემას, როცა რაციის მიკროფონი დაიჭერს თქვენს ხმას. რაციას აქცევს TeamSpeak`a-ს ანალოგად: როცა რამეს ხმამაღლა იტყვით – რაცია გადადის TX-რეჟიმზე და აგზავნის თქვენს სიტყვებს მოსაუბრესთან. მიკროფონის მგრძნობელობის 9 დონე არსებობს, მაგრამ გასათვალისწინებელია ერთი ნიუანსი: პირველი სიტყვა ძროხამ შეყლაპა. გარკვეულ ხმაზე, მიკროფონის ეთერში ჩართვა, გაგზავნის რეჟიმის აქტივაცია და თქვენი ხმის გაგზავნა, ამისთვის იხარჯება ნახევარი წამი/წამი, ასე რომ თავიდან ჯობია თქვათ რაიმე უაზრო სიტყვა და მერე გადააბათ საჭირო ინფორმაცია.
– Whisper რეჟიმი – რაციის მიკროფონი მაღალი მგრძნობელობის რეჟიმში გადაყავს, შესაბამისად თქვენ შეგიძლიად ჩურჩულით საუბარი, თქვენი მოსაუბრე ამ შეტყობინებას ჩვეულებრივი ხმით მიიღებს. მაგარი ფუნქციაა!
MON / SCAN ღილაკებზე:
– რადიოსიხშირეების კონტროლის ფუნქცია. რაციას შეუძლია ფონური ხმაურის ავტომატური ჩამხშობის დროებით გამორთვა, რათა აღნიშნულ არხზე სუსტი სიგნალებიც კი მოვისმინოთ.
– სკანირების ფუნქცია. იძლევა 69-ავე არხის სკანირების საშუალებას. ავტომატურად ჩერდება არხზე, თუ იქ რაიმე გადაცემა მიმდინარებს, და შემოგვთავაზებს დანარჩენის გარჩევის გაგრძელებას.
Dual Watch – რაციის ორ არხზე გაჩერების საშუალებას იძლევა.
ჯგუფური მუშაობის რეჟიმი – საერთო პროტოკოლით გაერთიანებული აბონენტები. ხელმისაწვდომია 142 ჯგუფი, თითოში მაქსიმუმ 10 რადიოსადგურის გაჩერების შესაძლებლობაა, ერთდროულად მხოლოდ 1 ჯგუფშია შესაძლებელი მუშაობა.
მუშაობის ხმის დონე ხელით რეგულირდება. ერთი ხელითაც კი მარტივად ხერხდება.
შეჯამება
ქაღალდზე წერია 20 კმ მანძილზე მუშაობსო, მაგრამ რეალურად 7-13 კმ-ზე მუშაობს. ნუ დამოკიდებულია ამინდზე, გვეფარება წინ თუ არა მთები და ა.შ.
ტყესა და პარკებში – 5-7 კმ. დასახლებულ ქალაქებში, სადაც ნაგებობები გვიშლის ხელს – 1-2 კმ.
მანქანით მოძრაობისას 40 კმ/სთ სიჩქარეზე კავშირის ხარისხი უარესდება, 70-ზე შეიძლება ითქვას აღარ იჭერს.
დადებითი და უარყოფითი მხარეები
+ აწყობისა და მასალების ხარისხი
+ აკუმულატორისა და AA-ელემენტების გამოყენება
+ ფართო და პოპულარული სიხშირის დიაპაზონი
+ მართვის კომფორტული ორგანოები
+ ნამისგან დაცვა
+ ფასი
+ მუშაობის ბევრი რეჟიმი
+ ორი რაციის ერთდროული დატენვის შესაძლებლობა
+ მანქანის დამტენი კომპლექტში
– აკუმულატორის მოცულობა
– სიჩქარეზე მუშაობის ცუდი ხარისხი
– მუხტის არაინფორმაციული ინდიკატორი
დასვკნა
დამწყებისთვის კარგი რაციაა. გიკისთვის ფასი-ხარისხი შეფარდებით კარგი ვარიანტია.
პშ-პშშ!