Google Glass – ჩანასახშივე განწირული მოწყობილობა

დაბრუნება Posts

Google Glass – ჩანასახშივე განწირული მოწყობილობა


წინა კვირას Google-მა აღიარა, რომ მათი შვილი Google Glass მკვდარი დაიბადა. რამ განაპირობა მრავალწლიანი პერსპექტიული პროექტის ჩავარდნა?

კომპანიის ოფიციალური პოზიცია: ეს არ არის დასასრული, Glass-ის ჯგუფი გააგრძელებს მუშაობას და ერთხელაც ხელმისაწვდომ და მაგარ სათვალეებს შექმნის. მაგრამ რატომ მოკვდა უსიტყვოდ პროექტი, რომელსაც ბოლო წლების გარღვევად მიიჩნევდნენ IT სფეროში?

პირველი მიზეზი – ფული. რთულად თუ მოიძებნება ადამიანი, რომელიც ექსპერიმენტულ გაჯეტში 1000 $-ის გადახდას დათანხმდება. ყველა ელოდებოდა ბეტა-ტესტირების დასრულებას, რასაც იდეაში სათვალეების გაყიდვაში ჩაშვება უნდა მოყოლოდა. შემდეგ Dolce & Gabanna შექმნიდნენ Fashion სათვალეებს და ა.შ. მაგრამ ეს ცხოვრება მოულოდნელობებით სავსეა. სხვადასხვა დიზაინერული საშუალებებით მორთული Glass ჟურნალების იქით არ წასულა.

მე-2 მიზეზი – კულტურული შოკი. სათვალეები უცნაურად გამოიყურებოდა, სამართავად იყო არაკომფორტული. ამიტომაც მომხმარებელი ამ სათვალით გზააბნეულ ქათამს უფრო წააგავდა, ვიდრე კმაყოფილ ადამიანს. წარმოიდგინეთ, უაზროდ ატრიალებთ თვალს, ცდილობთ გაერკვიოთ მართვის არაკომფორტულ სისტემაში, გეშლებათ ნერვები და … გაუგებარია თუ რას უნდა ელოდებოდეს ადამიანი ამ იდიოტი “Hi-Tech”-ისგან. Google Glass-ის მომხმარებლებს შესაბამისი ზედმეტსახელიც კი მოუფიქრეს – Glasshole, ანუ glass + asshole, რაც ქართულად ჟღერს როგორც “დეგენერატი სათვალეებში”.

Glass-battery-780x438

მე-3 მიზეზი – ბატარეის სასწაული სისუსტე. კი, ჩვენ მივეჩვიეთ სმარტფონების დღეში 2-ჯერ დატენვას, მაგრამ ეს ხომ სმარტფონია? სადაც ჩვენ გვაქვს კავშირი, სოც. ქსელები, თამაშები, წიგნები და ფილმები. აქ კი გაუგებარია გაჯეტის ყიდვის მიზეზი, რომელიც ნებისმიერ წამს შეიძლება გაგეთიშოთ. მისი დატესტვა ვინც მოასწრეს, მის ავტონომიურობას ახასიათებენ როგორც “საშინელს”. გამოდის, რომ 1000-ზე მეტ დოლარს ვიხდი რაღაც სათვალეებში, რომლის გამოც ჯიბეში კიდე ცალკე ელემენტი უნდა ვატარო, რომ გზაში არ დამიჯდეს? (მაღლა სურათს შეხედეთ)

გარკვეული ევროპელი სპეცები წერენ, რომ ნამდვილი რევოლუცია შეიძლება მოხდეს მაშინ, როცა Google Glass-ს მიაბავენ ისეთ მოწყობილობას, როგორიც “ჭკვიანი” საათია, რის შემდეგაც მარტივად შეძლებენ მისი ყიდვის მიზნების დასახელებას. როგორც ეს Apple-მა ქნა პლანშეტებზე. ჯერ კი არავის უნდა Glasshole-ის სახელის ტარება.


გააზიარე

დაბრუნება Posts