ამ კვირაში IT სამყაროში ბევრი საინტერესო რამ მოხდა, მათ შორის საინტერესო სიახლეებია საქართველოშიც;
კომპანია მაგთიკომი 1 თებერვლიდან 4G LTE ქსელს აამუშავებს, რომლის სარგებლობისათვის საჭირო იქნება სპეციალური სიმ ბარათის აღება, ამასთან საჭიროა, რომ თქვენ მოწყობილობას 4G მხარდაჭერა უნდა ჰქონდეს, ამ ფუნქციის შესამოწმებლად კი კომპანიამ სპეციალური სერვისი გაუშვა, თქვენი მოწყობილობიდან, მობილური ინტერნეტის საშუალებით უნდა ეწვიოთ ვებ საიტს http://mobile.mymagti.com/lte ან კი სმარტფონის საშუალებით აკრიფოთ *144# OK, პასუხი მოდის დაუყონებლივ, რითაც გაიგებთ უნდა იყიდოთ ახალი მოწყობილობა, თუ ძველითაც შესძლებთ მეოთხე თაობის ინტერნეტით სარგებლობას. აქვე შეგახსენებთ რომ 4G LTE ქსელი 3G ქსელზე დაახლოებით 5-ჯერ უფრო სწრაფია და თეორიული სიჩქარე 200 მგბ/წმ ადის, რეალური კი 50 მგბ/წმ შეადგენს, რაც კოლოსალური სიდიდეა, იმედია კომპანია მაგთიკომი ტარიფებსაც შეამცირებს, ვინაიდან ასეთი ტარიფებით სწრაფი ინტერნეტი ძალიან ძვირი სიამოვნება გამოდის. რაც შეეხება დანარჩენ ოპერატორებს ისინიც უახლოეს მომავალში გეგმავენ ახალი თაობის ინტერნეტის დანერგვას, როგორც იქნა კომპანია ბილაინის აბონენტებს ექნებათ საშუალება ისარგებლონ სწრაფი ინტერნეტით. 4G LTE ქსელის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია, როგორც ბილაინის, ასევე ჯეოსელის საიტებზე დევს, მაგრამ ჩართვის კონკრეტული თარიღი ჯერჯეობით უცნობია. იმედი ვიქონიოთ მაგთიკომს მალე დანარჩენებიც შემოუერთდებიან.
ფულის გაგზავნა ფოსტით
კომპანია გუგლმა ევროპაში ახალი სერვისის რეალიზება მოახერხა, ფულის გაგზავნა ელ ფოსტით აშშ-ს შემდეგ ევროპაშიც იქნება შესაძლებელი, პირველი გზავნილი უკვე განხორციელდა დიდ ბრიტანეთში. ამისათვის მომხმარებელმა სასურველი თანხა უბრალოდ უნდა მიამაგროს წერილს. ამასთან ის მომხმარებლები, რომლებიც Google Wallet-ს იყენებენ შესძლებენ სერვისით საკომისიოს გარეშე ისარგებლოს, სხვა ხერხით კი (ნებისმიერი სადებეტო/საბარათო სისტემის სარგებლობისას) საჭირო იქნება საკომისიოს გადახდა. აქვე გვინდა გამოვთქვათ იმედი, რომ მალე საქართველოშიც იქნება ხელმისაწვდომი გუგლის სერვისები.
ანდროიდის ტრიუმფი
Strategy Analytics-მა გამოაქვეყნა წინა წლის ანალიტიკური მონაცემები, რომლებიც იუწყებიან რომ 2014 წელი ანდროიდის სრული ტრიუმფით დასრულდა, აღმოჩნდა, რომ ბაზარზე იგი ერთპიროვნულად დომინირებს და მისი წილი 80%-ს აჭარბებს.
Microsoft-მა Outlook-ი Google Play-ში განათავსა
კომპანია მაიქროსოფტი აგრძელებს საკუთარი სერვისების სხვა პლატფორმებზე პორტირებას, ამჟამად Google Play-ში საფოსტო კლიენტ Outlook-ის პრევიუ ვერსია გამოჩნდა, რაც მთავარია მასზე სხვადასხვა ფოსტის მიბმაა შესაძლებელი. აპლიკაცია შესრულებულია კომპანია გუგლის Material Design ყველა კანონის დაცვით. აპლიკაცია შეგიძლიათ გადმოწეროთ ბმულიდან:
შემსუბუქებული TouchWiz
როგორც ცნობილი გახდა კომპანია სამსუნგი საკუთარი სმარტფონების განტვირთვას აპირებს და ამისათვის TouchWiz-ს მოაშორებს ყველა იმ პროგრამას, რომელიც სმარტფონის ფუნქციონირებისათვის არ არის აუცილებელი. ვისაც სამსუნგის სმარტფონი ოდესმე ჰქონია გაიგებს, თუ როგორი ცუდი გრძნობაა იყიდო ყველაზე მძლავრი ფლაგმანი რაც კი ბაზარზე არსებობს, მან კი საშინელი ლაგებით გაგაწამოს, ეს ყველაფერი სწორედ გადატვირთული TouchWiz-ის ბრალია. იმედია ეს ცნობები სიმართლე აღმოჩნდება და მალე სამსუნგიასგან მართლა აჩქარებულ სმარტფონებს ვიხილავთ.
სათვალეები რეგულირებადი ფერებით
კომპანია სამსუნგმა დააპატენტა სათვალეები, რომელზეც შესაძლებელი იქნება ფერის რეგულირება მომხმარებლის სურვილის შესაბამისად, პატენტში აღწერილია, რომ ამისათვის საჭიროა მისი სმარტფონთან სინქრონიზაცია და შემდგომ იქიდან მართვა. სმარტ სათვალეებთან მას არანაირი საერთო არ აქვს. სავარაუდოდ ეს მხოლოდ პატენტია და რეალურ პროტოტიპი ალბათ დიდი ხანი არ გამოვა.
Facebook Lite
კომპანია ფეისბუქმა ახალი ოფიციალური აპლიკაცია წარმოადგინა, რომელიც ბიუჯეტური მოწყობილობებისათვის არის განკუთვნილი, იგი მთავარ აპლიკაციასთან ერთად პარალელურად იარსებებს, აპი სამწუხაროდ მარკეტში საქართველოს ტერიტორიაზე მიუწვდომელია, ამიტომ apk ფაილის გადმოწერა მოგიწევთ. რაც ძალიან საინტერესოა მთავარ აპლიკაციასთან შედარებით ლაით ვერსიას გარკვეული უპირატესობებიც კი აღმოაჩნდა, მაგალითად ჩატი პირდაპირ აპლიკაციაშია რეალიზებული და ცალკე მესენჯეის გადმოწერა საჭირო არ არის, მაგრამ ჩვენს მიერ ჩატარებული ტესტირების შედეგად აღმოჩნდა, რომ ქართულ შრიფტს აპლიკაცია ხშირად არ კითხულობს, სხვა მხრივ ფუნქციონალი საერთოდ არ შეკვეცილა. იმედია შრიფტის პრობლება მალე გასწორდება.
Review.ge სასიამოვნო შაბათ-კვირას გისურვებთ:)