დიდ ხნიანი ტესტირებისა და დაკვირვების შემდეგ, Google-მა წარმოადგინა მისი ამ დროისთვის საფინალო ვერსია ანდროიდისა, რომლის კოდური სახელწოდებაც იყო Android L და გამოაცხადა მსოფლიოში ნომერ 1 (პოპულარობის მხრივ) სისტემის ოფიციალური სახელი – ლოლიპოპი.
როგორც მოგეხსენებათ, Android-ის სისტემების ვერსიები და მათი სახელწოდებები დაფუძნებულია ინგლისურ ანბანურ პრინციპზე, თემატურად კი ყოველი ახალი ანდროიდი არის ახალი ტკბილეულის სახელი. ანდა, რა გასაკვირია, მათი ყოველი ახალი ვერსია დგას ახალ ფრაზაზე, სადაც ინგლისური სიტყვა Sweet (ტკბილი), ყველაზე ხშირადაა გამოყენებული.
ასე მაგალითად, თუ ბოლო Android-ი იყო Android KitKat 4.4.4, ახალი ანდროიდი ინგლისური ანბანის შემდეგ ასოზე, ასო – L-ზე უნდა ყოფილიყო დაწყებული და სწორედ ამიტომ, მანამდე, სანამ Google-ი შეარჩევდა L-ზე განსახილველი ტკბილეულის ყველაზე სწორ ვარიანტს მის სატესტო Android-ს უწოდა ზოგადად L, შემდგომში Lollipop. აღსანიშნავია ისიც, რომ Android Lollipop-ი არის Android-ის მე-5 ვერსია და ფაქტიურად სრულიად ახალი სისტემაა მისი ძრავით, მომხმარებლის ინტერფეისით (UI) და ა.შ.
პირველ რიგში აღსანიშავი ცვლილებებიდან ლოლიპოპს გამოარჩევს მისი ვიზუალური განსხვავება, პლატფორმას დაემატა ახალი, უფრო სოლიდური ანიმაციები, უფრო სუფთა დიზაინი, პალეტის სპეციფიური ფერის და მთლიანად შეცვლილი მულტიტასტკინგის მენიუ, ისინი თვლიან, რომ მატერიალური დიზაინი უნდა აერთიანებდეს ანდროიდის ყველა დივაისს, იქნება ეს საათები, ტელევიზია, სმართფონები თუ ტაბლეტები.
გარდა ვიზუალური სახეცვლილებებისა Android 5.0 LolliPop აერთიანებს 5000 ახალ API-ს დეველოპერებისთვის, რაც ხელშეწყობაა ერთგვარი სხვადასხვა Android დივაისებზე ერთდროულად სამუშაოდ. Google-ი ამბობს რომ ისეთი რაღაცები, როგორიცაა – მუსიკალური ტრეკები, ფოტოები, აპლიკაციები და უკანასკნელი ძებნის ისტორიები, უნდა იქნენ სინქრონიზებული ყველა Android დივაისზე. Lollipop ასევვე შეიცავს ახალ ნოტიფიკაციების პანელს ახალი სამართავი ღილაკებით, რათა შემცირდეს უაზრო შეტყობინებებით ,,შეწუხება” მომხმარებლისა მაშინ, როცა მას ეს ყველაზე ნაკლებად უნდა (შეხვედრებისას, სხვადასხვა საქმიანი პროცესების დროს). Lollipop-ს ასევე დაემატა ნანატრი Battery Saver-ი, რომელიც ამჯერად დამატებითი აპლიკაცია აღარ იქნება და იმთავითვე არ შეჭამს ენერგიას, ეს იქნება სისტემური აპლიკაცია, რომელიც გააკონტროლებს Android-ის მოწყობილობის ენერგო მოხმარებას და ენერგიის 10%-ზე დარჩენის შემთხვევაში სხვა არასაჭირო პროცესების გათიშვით (ავტომატურად) დაზოგავს ენერგიას და მოწყობილობა იმუშავებს კიდევ 90 წუთამდე. Lollipop-ში ასევე ოპტიმირებულია Bluetooth ტექნოლოგიის უკეთესი, დაცული სქემა და ორიენტაცია გაკეთებულია Bluetooth ჰაკინგის თავიდან ასარიდებლად, ამ შემთხვევაში იგულისხმება ,,აღმოჩენადი” (Discoverable) დივაისების უფრო მეტად დაცვა და შეუღწევადობა სხვა არასანდო დივაისებისგან.
ახალი ანდროიდი ასევე გაურთლებს საქმეს ქურდებს დივაისის ,,დარეზეტებისას”. რადგან ახალი ტექნოლოგია უფრო მეტად დაცულს ხდის მოწყობილობასა და მის მფლობელს. ახალი ანდროიდი იმუშავებს 64 ბიტიან პროცესორებზეც! ჩემი აზრით, ეს ყველაზე დიდი სიახლეა, რაც შეიძლებოდა ყოფილიყო! 64 ბიტიანი პროცესორები და ჰარდვეარი ხელს შეუწყობს უფრო მძლავრი მოწყობილობების წარმოებას Android-ზე. Android Lollipop – ერთ-ერთი ყველაზე დიდი და მთლიანად სახეშეცვლილი ანდროიდია, უკანასკნელი მსგავსი ნაბიჯის შემდეგ რომელიც Google-მა გადადგა 2011 წელს, როცა 4.0 Ice Cream Sandwich გამოუშვა. Android Lollipop-ის ოფიციალურად გამოსვლის თარიღია 17 ოქტომბერი. განახლება ამ ეტაპისთვის მხოლოდ ხელმისაწვდომია Nexus-ის მფლობელებისთვის, თუმცა Google-ი ზრუნავს სხვა მანუფაქტურებზეც და შეძლებისდაგვარად მათაც მიეწოდებათ მთელი წლის მანძილზე განახლებები. ვინ იქნება პირველი Nexus-ების შემდეგ მარტივი გამოსაცნობია – Samsung-ი, რადგან ჯერ კიდევ სატესტო რეჟიმში ყოფნის დროს გამოთქვა Samsung-მა სურვილი Android-ის ახალი სისტემის Galaxy Note-ზე გატესტვისა.
ახლა კი დროა გადავიდეთ Nexus-ების უკანასკნელ მოდელებზე. Review.Ge-მ შემოგთავაზათ Nexus-ების კლასიფიცირებისა და განხილვის სტატია უახლოეს წარსულში, და ალბათ გახსოვთ, რომ Nexus – ესაა ე.წ. Google-ის საავტორო კლასი Android მოწყობილობებში, რომლებსაც Google-ი აწყობს სხვადასხვა თანამოძმე კომპანიებს ქარხნებში საკუთარი პრიორიტეტების მიხედვით. წელს, ოფიციალურად გაცხადდა, რომ Nexus 5-ის გამგრძელებელი Nexus 6 ააწყო Motorola-მ. ახალი, სოლიდური დიზაინი, გაზრდილი ბატარეის ოდენობა და შესანიშნავი, პრემიუმ მატერიალი, მართლაც რომ წარმოუდგენლად სოლიდურს ხდის აპარატს.
შემდეგი კი Nexus 9 დივაისი, რომელიც არის Nexus 7 (2 generation) – ის გარძელება! პირველი 9 ინჩიანი ტაბლეტი გუგლისგან ნექსუსის კლასში! Google-ისა და HTC-ის საერთო ნაწარმი და პრემიუმ მოწყობილობა მისი არაჩვეულებრივად დახვეწილი მატერიალით და გაუმბჯობესებული კამერით. ტაბლეტი განკუთვნილია ხალხისთვის, ვისთვისაც დროს მნიშვნელობა აქვს, უნდა სწრაფად მუშაობა, სჭირდება მაქსიმალურად კომფორტული სისტემა და ლამაზი დივაისი, რომლის ბატარეაც, არც მეტი არც ნაკლები 6700 მ.ა-ზე მუშაობს.
ლუკიანე
review.ge