წინა პოსტში ჩვენ განვიხილეთ სამი სხვადასხვა ქრომბუქი, ამ ნაწილში გთავაზობთ დანარჩენი მოდელების განხილვას.
4. ToshibaChromebook13 ინჩიანი
ტოშიბა ერთ-ერთი პირველი ბრენდი იყო, რომელმაც სცადა 13 ინჩიანი მოდელების გამოშვება, რათა ქრომის ოპერაციული სისტემა სამუშაოზე ორიენტირებული სამიზნე აუდიტორიისთვის მიეწვდინა, რაც არც თუ ისე ურიგოდ გამოუვიდა. ამ მოდელის ძლიერ მხარეებად შეგვიძლია დავასახელოთ ეკრანი, დიზაინი, რომელიც ნამდვილად ჯობს ეისერისას; კარგი პერფორმანსი -რაც გულისხმობს, რომ მასზე მუშაობისას, სამსუნგის ქრომბუქივით მხოლოდ ერთი ”თასქით” არ უნდა შემოიფარგლოთ და კარგი ბატარეა. თუმცა ტოშიბას 13 ინჩიანი მოდელი საკმაოდ მძიმეა -1.5 კგ და სტანდარტული ქრომბუქებისგან ზომითაც განსხვავდება, რაც ქრომბუქებისთვის დამახასიათებელ ერთ-ერთ მნიშვნელოვან, მომხიბვლელ ფუნქციას უკარგავს ამმოდელს. მისი ტარება, სხვა ქრომბუქებისგან განსხვავებით საკმაოდ მოუხერხებელია და უმჯობესია სახლის ლეპტოპად გამოიყენოთ. ამასთანავე, საკმაოდ ადვილად გაფუჭებადი და მსხვრევადი მასალისგან არის დამზადებული. ასე, რომ თუკი ამ მოდელის შეძენას გადაწყვეტთ, უნდა გაითვალისწინოთ, რომ მისი ტარება არც მოსახერხებელია და არც მიზანშეწონილი. ის უფრო სამაგიდო ლეპტოპია.
5. Google Chromebook Pixel
გუგლის ქრომბუქ პიქსელი გარღვევაა ქრომბუქებში. ეს არს ახალი მიმართულება, რომელიც აბსოლუტურად განსხვავდება ყველა სხვა ქრომბუქისგან. ეს არ არის ბიუჯეტური, 400 $ ის ფარგლებში ხელმისაწვდომი მოდელი. ამის სანაცვლოდ გუგლმა პრემიუმ ტიპის ლეპტოპი შემოგვთავაზა, რომელიც შესაბამისად ფასობს. ამ ლეპტოპის ღირებულება 1200 $ დან იწყება და დაკომპლექტებულია უმაღლესი ხარისხის ნაწილებით: 12 ინჩიანი ეკრანი 2560 ხ 1700 პიქსელიანი გარჩევადობით, თაჩსქრინ პანელით, i5 პროცესორით , ინტელის HD 4000 Graphics -სითა და 4 გეგაბაიტიანი ოპერატიული მეხსიერებით – ქრომბუქ პიქსელი მაღალი კლასის, ძვირადღირებული ლეპტოპია, რომელიც შესანიშნავად მუშაობს, მაგრამ ძალიან, ძალიან ძვირი ღირს ქრომბუქისათვის.
6. HPChromebook– 11
რაც შეეხება HPChromebook 11–ს, HP-ს ეს მოდელი თავისუფლად შეგვიძლია ვაღიაროთ ერთ-ერთ ყველაზე უხარისხო და წარუმატებელ ლეპტოპად ქრომბუქების ისტორიაში. თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ძალიან იაფი ღირს და გადახურების საწინააღმდეგო კარგი სისტემა აქვს, სხვა ღირსებები, ამ მოდელს, ნორმალური დიზაინის გარდა (რაც პრინციპში გემოვნების ამბავია) არ გააჩნია. სამაგიეროდ გააჩნია ბევრი ხარვეზები და ტექნიკური პრობლემები, რომლებსაც დავწრილებით შევეხებით. პირველ რიგში ეს ეხება პერფორმანსს. Exynos ის პროცესორი და 2 გეგაბაიტიანი ოპერატიული მეხსიერება, ალბათ უკვე ცხადს ხდის, რომ ეს მოდელი ფაქტობრივად სმარტფონის დატვირთვით მუშაობს. ეს იმას ნიშნავს, რომ ლეპტოპი საკმაოდ ნელია და მულტითესქ რეჟიმს ვერ უძლებს. შემდეგ, ბატარეა და მისი სიცოცხლის ხანგრძლივობა- ჩვეულებრივი, აქტიური დატვირთვის რეჟიმში 4 საათს ძლებს. ამას ემატება მოუხერხებელი თაჩფედი, რომელზეც თითები შეიძლება მიგეწებოთ.
დასკვნა:
ვიდრე ქრომბუქის შეძენას გადაწყვეტდეთ, კარგად განსაზღვრეთ, რა დავალებების შესასრულებლად გჭირდებათ ამ ტიპის ლეპტოპი. თუკი ფილმების ყურებისა და ვიზუალური დავალებებისათვის გჭირდებათ, მაშინ ჯობს სამსუნგის მოდელი შეიძინოთ. თუ ხარისხიანი და მდგრადი პერფორმანსი გსურთ, მაშინ ჯობს ეისერის მოდელი აირჩიოთ. ასევე, ყურადღება უნდა მიაქციოთ იმასაც, უმეტესად სად და რა ვითარებაში აპირებთ ქრომბუქის გამოყენებას. თუ ძირითადად, გარეთ გიწევთ მუშაობა და ლეპტოპის ტარება, მაშინ ჯობს, რომ ტოშიბას შეძენისაგან თავი შეიკავოთ, ხოლო თუ ძალიან კარგი ლეპტოპი გსურთ, რომელსაც არავითარი ხარვეზი და ლიმიტი არ ექნება არ ექნება და იდეალურად იმუშავებს – მაშინ დაფიქრდით, ქრომბუქების სერიაში ასეტი ტიპის ლეპტოპიც მოიძებნება -გუგლ პიქსელი. მაგრამ მისი ფასი იმდენად მაღალია, რომ ქრომბუქებთან შედარების ნაცვლად, ასეთ შემთხვევაში, მაქბუქებსა და სხვა მაღალი კლასის ლეპტოპებთან შედარება და არჩევანის ისე გაკეთბა მოგიწევთ.