Amazon-ი 3D ტელეფონის შესახებ

დაბრუნება Posts

Amazon-ი 3D ტელეფონის შესახებ


Amazon-ი აცხადებს ახალი პროდუქტის გამოშვების შესახებ რომელიც  ივნისში იქნება და პირობას იძლევა რომ  რაღაც საკმაოდ საინტერესოს შემოგვთავაზებს. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ჯეფ ბეზოსი წარმოადგენს ახალ პროდუქტს სიეტლის ღონისძიებაზე 18 ივნისს. Amazon-მა დაიწყო ახალი პროდუქტის რეკლამირება სადაც ასახულია ხალხის რეაქცია. ისინი, როგორც ჩანს, საკმაოდ გაოცებულნი არიან ამ პროდუცტით. მაგრამ მიუხედავად იმისა რომ ჩვენ ვერ ვხედავთ მოწყობილობას, ხალხის რეაქციიდან და მოძრაობებიდან გამომდინარე შეგვიძლია ვივარაუდოთრომ ეს ქინება გარკვეული 3D აპარატი. (ეს ჩემთან ერთად მოძრაობდა) თქვა ერთ-ერთმა ადამიანმა.

საკმაოდ დიდი ხნის წინ იყო ცნობილი რომ Amazon- ი მუშაობდა სმარტფონზე 3D ჩვენებით. ეს იქნება Amazon-ის პირველი სმარტფონი და რამდენად წარმატებული გახდება გამოჩნდება ბაზარზე, ეს სერიოზულად უნდა იქნეს გაანალიზებული ტელეფონების მწარმოებელთა მხრიდან. ეს წამოწყება უნდა იყოს რაღაც შთამბეჭდავი რადგან მომხმარებლებს უკვე აქვთ გამოცდილება Apple-ის, Samsung-ის და სხვა ტელეფონებთან, აქედან გამომდინარე ჩანს რომ Amazon-ი აპირებს დაეყრდნოს 3D თვისებების უპირატესობას რომელიც მიიქცევს მათ ყურადღებას. სავარაუდოდ ტელეფონს აქვს 3D ინტერფეისი რომელიც მოძრაობს მომხმარებლის თავის მიმართულების მიხედვით. ტელეფონი გავრცელებული ინფორმაციით შეიძლება გაკონტროლებული იქნას მისი დახრით – მაგალითად თუ თავს დახრით ერთი მიმართულებით მეტ ინფორმაციას გადმოგცემთ იმ მხარეს საითაც თქვენ იხედებით. მიუხედავად ამისა Amazon-ს კლიენტებისთვის მოუწევს დაამტკიება რომ ის არ იქნება ძნელი სამართავი.

სავარაუდოდ Amazon-ი  დაიწყებს ბაზარზე პროდუქტის გამოშვებას სექტემბერში

 

 

 

 

 

George Sky

www.review.ge


გააზიარე

დაბრუნება Posts