თიბისი ბანკის განვადება

გმადლობთ, რომ აირჩიეთ თიბისი ბანკის განვადება!

ბანკში განვადებით სარგებლობა ძალიან მარტივია, უბრალოდ მიჰყევით ინსტრუქციას

განვადების პირობები:

  • თანამონაწილეობა – 0%-დან
  • შესაძენი ნივთის ღირებულება – 100-დან 5,000 ლარის ჩათვლით
  • განვადების ვადა – 3 – დან 24 თვემდე
  • მსესხებლის ასაკი – 18-დან 65 წლამდე
  • მინიმალური ანაზღაურება – 200 ლარი

გთხოვთ გაითვალისწინოთ: განვადებისას მოქმედებს რიგი საკომისიოები!

განვადების გაფორმების პროცესი:

  • ჩვენს ონლაინ მაღაზიაში შეარჩიეთ პროდუქტი და გაიარეთ რეგისტრაცია
  • რეგისტრაციის დროს მიუთითეთ თქვენი მისამართი, თუ სად გსურთ მიიღოთ პროდუქტი, ასევე ელ.ფოსტა, მობილური და სხვა რეკვიზიტები
  • განვადების გასაფორმებლად აუცილებელი წინა პირობაა „ანგარიშსწორების“ გვერდზე მონიშნოთ განვადებით ყიდვის მოსანიშნი და დააჭიროთ ღილაკს „განათავსე შეკვეთა“.

  • საიტი ავტომატურად გამოიტანს ოპერაციის დასრულების ფორმას და ასევე გიჩვენებთ იმ ბანკების ჩამონათვალს, რომელშიც შესაძლებელია განვადებით სარგებლობა.
  • თქვენთვის სასურველი ბანკის ღილაკზე დაჭერისას გადამისამართებით განვადების ვებ აპლიკაციაზე.

 

როგორ შევავსოთ განვადების ფორმა?!

ბანკის განვადების განაცხადის ფორმა შედგება 3 ეტაპისგან, მიჰყევით ინსტრუქციას და გადადით შემდეგ ეტაპზე

ნაბიჯი 1:

  • დააკვირდით რომ ზუსტად მიუთითოთ პროდუქტის დასახელება, რამდენიმე პროდუქტის შეკვეთის შემთხვევაში კი – პროდუქტების დასახელებები.
  • რამდენიმე ნივთის შეკვეთის შემთხვევაში ჩაწერეთ ჯამური თანხა, ხოლო ერთი ნივთის შეკვეთის შემთხვევაში მხოლოდ იმ ნივთის ღირებულებას.
  • ყურადღება გაამახვილეთ განვადების ვადაზე, რადგან:
    1. 3-დან 12 თვის ჩათვლით თანამონაწილეობა არის ნული პროცენტი
    2. 12-დან 24 თვის ჩათვლით თანამონაწილეობა შეადგენს ნივთის ღირებულების 30 პროცენტს.
  • სურვილის შემთხვევაში შეგიძლია მიუთითოთ თანამონაწილეობის თანხა.
  • აუცილებელია გადახდის რიცხვის მითითება, რომლის არჩევაც თქვენი სურვილისამებრ ხდება.
  • რაც მთავარია! აუცილებელად ჩაწერეთ ჩვენი ონლაინ მაღაზიის დასახელება „review.ge ან ჩააკოპირეთ პროდუქციის მთლიანი ლინკი ჩვენი ვებ საიტიდან.

ნაბიჯი 2:

აღნიშნულ ეტაპზე უნდა შეავსოთ პერსონალური ინფორმაცია:

ინფორმაცია საკონტაქტო პირის შესახებ

  • მიუთითეთ საკონტაქტო პირის სახელი და გვარი
  • დაწერეთ საკონტაქტო პირის მობილურის ნომერი

ნაბიჯი 3

წითლად მოხაზულ ადგილას თქვენ უნდა მონიშნოთ, რომ ადასტურებთ შევსებულ განვადების ფორმას.

პროცესის დასრულებისთვის დააჭირეთ ღილაკს „გაგზავნა“ და დაელოდეთ პასუხს, რომ „თქვენი განაცხადი წარმატებით გაიგზავნა“

მალე მოგივათ SMS-შეტყობინება ბანკის გადაწყვეტილების შესახებ, განვადების დამტკიცების* თაობაზე!

* გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ რევიუ-ს არ აქვს არანაირი უფლება და ბერკეტი ბანკის გადაწყვეტილების შესაცვლელად და ეს უკანასკნელი მხოლოდ ფინანსური ორგანიზაციის პრეროგატივაა.

შერჩეული ნივთის მიღება:

თქვენს განაცხადზე ბანკის დადებითი პასუხის შემდეგ მაღაზიის მენეჯერი დაუყოვნებლივ დაგიკავშირდებათ და შეგითანხმებთ ნივთის გამოგზავნის პირობებს.

შეკითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით!

გისურვებთ წარმატებებს!

გააზიარე