გარანტია

გაეცანით საგარანტიო პირობებს!

ჩვენს ინტერნეტ მაღაზიაში არსებულ პროდუქციაზე ვრცელდება მომწოდებლის ოფიციალური გარანტია. საგარანტიო მომსახურების მისაღებად აუცილებელია ქვემოთ მოცემული პირობები სრულად იყოს დაცული.

  • საგარანტიო პერიოდი იანგარიშება ნივთის გაყიდვის დღიდან.
  • საგარანტიო მომსახურების მისაღებად მომხმარებელმა აუცილებლად უნდა წარმოადგინოს საგარანტიო ტალონი.
  • საგარანტიო ტალონის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში, ნივთი არ ექვემდებარება საგარანტიო მომსახურებას.
  • ნივთის შეძენიდან 48 საათის განმავლობაში (მომწოდებლის მიხედვით), ქარხნული წუნის აღმოჩენის შემთხვევაში, პროდუქტი ექვემდებარება შეცვლას.
  • პროდუქტი ექვემდებარება შეკეთებას თუ მომწოდებლის მიერ მოცემული საგარანტიო პირობის თანახმად ქარხნული წუნის აღმოჩენის შემთხვევაში ნივთის გაცვლაზე აღემატება მოცემულ დროს.
  • საგარანტიო მოწყობილობა მომხმარებელმა უნდა წარმოადგინოს სრული შეფუთვით, კომპლექტაციით და მექანიკური დაზიანების გარეშე.
  • წუნის აღმოჩენის შემთხვევაში, მომხმარებელი უნდა დაგვიკავშირდეს review.ge-ს საკონტაქტო ნომერზე, შემდგომი ინსტრუქციების მისაღებად.

ნივთზე არ ვრცელდება საგარანტიო პირობები თუ:

  • გასულია საგარანტიო ვადა.
  • დაზიანებულია ნივთი მომხმარებლის დაუდევრობით.
  • არ არის დაცული პროდუქტის ექსპლუატაციის წესები.
  • დაზიანებულია პროდუქტის ვიზუალური მხარე.
  • პროდუქტის კომპლექტაცია არ არის წარმოდგენილი სრულყოფილად.
  • მოწყობილობა არ გამოიყენებოდა მისი დანიშნულების შესაბამისად.
  • დარღვეულია მოხმარების/მონტაჟის წესები და არ შეესაბამება ინსტრუქციით გათვალისწინებულ ექსპლუატაციის პირობებს.
  • დაზიანება გამოწვეულია ელექტრო გაუმართაობით.
  • სამონტაჟო ან სარემონტო სამუშაოები შესრულებულია სხვა სერვისცენტრის ან კერძო პირის მიერ.
  • ნივთი დაზიანდა მომხმარებლის მიერ ტრანსპორტირებისას.
  • ნივთი დაზიანდა კომერციული დანიშნულებით გამოყენებისას.
  • საგარანტიო ტალონისა და მოწყობილობის სერიული ნომრები წაშლილია, გადაკეთებულია ან არ ემთხვევა ერთმანეთს.
  • საგარანტიოში არ შედის ასევე ნივთის პროგრამული უზრუნველყოფა.

ნივთის შეცვლა/შეკეთება/დაბრუნების პირობები:

  • საგარანტიო მომსახურება გულისხმობს ნივთის შეკეთებას, (ნივთის შეკეთების დრო დამოკიდებულია უშუალოდ სერვის ცენტრზე) ხოლო თუ მისი შეკეთებით ვერ მოხერხდა მოწყობილობის დაზიანების აღმოფხვრა, ნივთი ექვემდებარება შეცვლას.
  • იმ შემთხვევაში, თუ ვერ ხერხდება ნივთის სხვა ნივთით შეცვლა, review.ge ვალდებულია გააუქმოს შეკვეთა და შეკვეთაში გადახდილი თანხა დაუბრუნოს მომხმარებელს.
  • ქარხნული წუნის დაფიქსირების შემთხვევაში, ნივთის შეცვლა მოხდება არაუმეტეს 5 სამუშაო დღისა.

გააზიარე