Find the latest bookmaker offers available across all uk gambling sites Read the reviews and compare sites to quickly discover the perfect account for you.
მთავარი გვერდი » VIDEO » Panasonic-მა 45-გრამიანი ექშენ-კამერა HX-A1 წარმოადგინა
1429247742_panasonic-hx-a1-001

Panasonic-მა 45-გრამიანი ექშენ-კამერა HX-A1 წარმოადგინა

კომპანია Panasonic-მა ახალი ექშენ-კამერა HX-A1 წარმოადგინა, ის გათვლილია სპორტსმენებსა და ადამიანებზე, რომლებიც აქტიურ ცხოვრებას ეწევიან. გარეგნულად მოწყობილობა ცილინდრისებრ ფანარს წააგავს. მისი წონა სულ რაღაც 45 გრამია. ზომები: 83×26 მმ. ამასთან ერთად ახალბედა კარგად დაცულია და აქვს ნორმალური მახასიათებლები.

1

მას მუშაობა ყველაზე რთულ პირობებშიც კი შეუძლია. აპარატს არ ეშინია დაბალი ტემპერატურების (-10 გრადუსამდე C), უძლებს ვარდნას 1,5 მეტრ სიმაღლიდან (სტანდარტი MIL-STD 810F Method 516.5-Shock). ასევე უძლებს იგივე სიმაღლეზე ჩაყვინთვას (სტანდარტი IPX8 და MIL-STD 810F).

კამერა ასევე გამოირჩევა ღამით გადაღებული კარგი ხარისხის გამოსახულებით: ინფრაწითელი-ფანარი (ცალკე იყიდება) და ინფრაწითელი ფილტრი Glasscover (ღამის რეჟიმი) იძლევა საშუალებას გადავიღოთ ცხოველების სიცოცხლე ღამის საათებში. აქვს Wi-Fi მოდული, შეგვიძლია გადაღებული კადრების გადაგზავნა სოც. ქსელებში. აქვს Twin Camera ტექნოლოგია, რაც იძლევა საშუალებას მოვახდინოთ ექშენ კამერაზე გადაღებული კადრების გადაცემა რეალურ დროში Panasonic-ის 2015 წლის ვიდეოკამერებზე. ვიდეო დამატებით ფანჯარაში გამოჩნდება, რაც იძლევა საშუალებას გადავიღოდ ორი ადამიანი ერთდროულად ან ერთი ობიექტი სხვადასხვა ხედვის კუთხიდან.

2

კამერა აღჭურვილია 1/3” MOS-სენსორით ეფექტური გაფართოებით 2,83 MP ვიდეოსთვისა და 2,66 ფოტოსთვის. ვიდეო: 1080/30P, 720P-ზე შეგვიძლია 60 კადრი/წამში ტექნოლოგიის გამოყენება, ხოლო 848×480-ზე 120 კადრი/წამში. გაყიდვაში ის ამ წლის ივნისში გამოვა.

Dont_Let_the_Dark_Stop_You_150402

ფასი: 199,99$;

action action cam HX-A1 panasonic
Next LG G5-ის ფოტო და ტექნიკური მახასიათებლები
oscars-best-film-8_3549431k
2016 წლის ოსკარზე წარდგენილი 11 საუკეთესო ფილმი

ამ სტატიაში მინდა გაგაცნოთ 2016 წელს ოსკარზე წარდგენილი 10 საუკეთესო ფილმი, იმედი მაქვს სიაში თქვენს...

Close