Find the latest bookmaker offers available across all uk gambling sites Read the reviews and compare sites to quickly discover the perfect account for you.
Saturday , 29 October 2016
მთავარი გვერდი » სიახლეები » YouTube ახლა უკვე 2G ქსელებზეც! – YouTube GO
youtubego-copy

YouTube ახლა უკვე 2G ქსელებზეც! – YouTube GO

YouTube-ის ჯგუფი ბოლო წლების განმავლობაში ძალიან დიდ შრომას დებდა იმაში, რომ უფრო მეტ ხალხს მიაწოდოს თავისი სერვისები. ეს ეხება ხალხს სწრაფი მოწყობილობებით, ინტერნეტით და ასევე ხალხის იმ ნაწილს, რომელსაც ნელი მოწყობილობები და შესაბამისად ძალიან მცირე ინტერნეტ-პაკეტი აქვს ნელი სიჩქარით, როგორიც თუნდაც Edge (2G) არის. რა საკვირველია ასეთ შეზღუდვებზე YouTube ვიდეო დამკვრელს ძალიან ბევრი პრობლემა აქვს, ძირითადად Buffering, რომელიც დამეთანხმებით ყველას აღიზიანებს. YouTube Accelerator და YouTube Offline-ის მეშვეობით, ხალხის უფრო დიდი ნაწილს აქვს შესაძლებლობა სერვისით სარგებლობის, თუმცა 2G სიჩქარის მქონე მოწყობილობების მფლობელებს (ძირითადად ინდოეთში) ისევ აწუხებს ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემები.
დღეს Google-მა, სპეციალურად ინდოეთისთვის და სპეციალურად 2G ტექნოლოგიებზე მომუშავე მოწყობილობებისთვის, წარადგინა YouTube-ის ცალკეული აპლიკაცია – YouTube Go, რომელიც ზუსტადაც ამ რამოდენიმე წლის შრომის კულმინაციური შედეგია.
screenshot-116
YouTube Go არის სრულიად ახალი აპლიკაცია აშენებული ნულოვანი დონიდან ძალზედ ნელი ინტერნეტის სიჩქარეების და ინტერნეტ-ტრაფიკის დაზოგვის გათვალისწინებით. ის ძირითადად გამორჩეულია ამ 4 საინტერესო ფუნქციით:

• ვიდეო რეკომენდაციები საწყის ეკრანზე იმის მიხედვით, თუ რა არის ტრენდში თქვენს გარშემო და მთელ მსოფლიოში.
• ვიდეოების წინასწარი ჩვენება, რათა ჩაგახედონ ვიდეოში, საიდანაც გადაწყვეტთ გინდათ თუ არა მისი ნახვა.
• რეზოლუციის არჩევის საშუალება და ფაილის ზუსტი ზომის ცოდნა იქამდე, სანამ უყურებთ/გადმოიწერთ ვიდეოს.
• ვიდეოს გაზიარება ახლოს მყოფ მეგობრებთან ტრაფიკის გამოუყენებლად, Bluetooth-ის მეშვეობით.

 


მთლიანი აპლიკაცია უფრო მეგობრულია Offline რეჟიმთან, და შექმნილია ვიდეოების გადმოწერის და ნაკლები მოხმარების იდეაზე.

YouTube GO ძალიან მალე ჩაეშვება ინდოეთში, სრულიად პუბლიკისთვის კი შემდეგი წლის დასაწყისში გახდება ხელმისაწვდომი, თუმცა ჯერ-ჯერობით უცნობია ეს სიახლე ყველა ქვეყნისთვის იქნება თუ მხოლოდ განუვითარებელი ქვეყნებისათვის.

2G 3G 4G 4G LTE app Application Edge India internet Slow Internet Youtube YouTube Go YouTubeGO ანდროიდ ანდროიდი აპლიკაცია ინტერნეტი მობილური სმარტფონი
Previous Elon Musk: პირველი ადმაიანები ვინც მარსზე იმოგზაურებენ “სიკვდილისთვის მზად უნდა იყვნენ”
Next Google Pixel – ახალი სმარტფონის მონაცემებმა პრეზენტაციამდე 1 დღით ადრე ინტერნეტში გაჟონა
8qpjd9qq4
Elon Musk: პირველი ადმაიანები ვინც მარსზე იმოგზაურებენ “სიკვდილისთვის მზად უნდა იყვნენ”

Elon Musk - მა ახლახან წარმოადგინა პრეზენტაცია SpaceX - ის შესახებ, რაც გულისხმობს ქალაქის აშენებას მარსის ზედაპირზე ადამიანებისთვის,...

Close