Find the latest bookmaker offers available across all uk gambling sites Read the reviews and compare sites to quickly discover the perfect account for you.
Saturday , 29 October 2016
მთავარი გვერდი » სოფტი » აპლიკაციები » 2016 წლის საუკეთესო უფასო ფოტო რედაქტორები
colorefex

2016 წლის საუკეთესო უფასო ფოტო რედაქტორები

დღესდღეობით ყველა ჩვენგანი სმარტფონის კამერით გადარებულ უამრავ ფოტოს იღებს და აზიარებს, მაგრამ საუკეთესო კამერასაც კი არ შეუძკლია ჩვენთვის დამაკმაყოფილებელი “საუკეთესო” სურათის გადაღება, მიუხედავად ყველაფრისა იქნება რაიმე დეტალი რომლის შესწორება ან საერთოდ გაქრობა გვინდა სურათიდან.

სამწუხაროდ ისეთი ფოტო რედაქტორების ფასი, როგორებიც Adobe – ს აქვს ძალიან ძვირია, შესაბამისად მოსახლეობის დიდ ნაწილს არ შეუძლია მსგავსი პროდუქტის მოხმარება, ამასთან, სამწუხაროდ, ვერც Microsoft – ის Paint – თა და ვერც Apple Preview – თი ვერ შევძლებთ სურათების შესაბამისად რედაქტირებას. ამიტომ ამ პოსტში გთავაზობთ უფასო ფოტო რედაქტორების ტოპ ათეულს, რომელიც არ ჩამოუვარდებიან Photoshop – ს ამ სფეროში.

1. GIMP

GIMP

GIMP არის Photoshop – თან ყველაზე მეტად მიახლოვებული ფოტო რედაქტორი, რომელიც შეიძლება ჩაითვალოს ცნობილი ფოტო ედითორის ერთ-ერთ უფასო კონკურენტად, რომელიც აღჭურვილია ძალიან ბევრი საჭირო ხელსაწყოთი და ჩვენ მას საუკეთესო უფასო ფოტო რედაქტორად მივიჩნევთ.

ის არის Open Source სტილის პროგრამა, სწორედ ამის გამო მას ჰყავს ბევრი მოხალისე დეველოპერი, რომელიც ცდილობს ინტერფეისი გააუმჯობესოს. აქვე უნდა ითქვას, რომ Photoshop – ის მომხარებლებს არ გაუჭირდებათ ამ ინტერფეისთან შეგუება, რადგან ისინი თითქმის ერთნაირები არიან.

გირჩევთ, რომ გადმოწეროთ ოფიციალური გვერდიდან “სუფთა ვერსია”, რომელსაც არ აქვს არნაირი დამატებითი პლაგინები, მაგრამ თუ თქვენ გსურთ ახალი ხელსაწყოების გამოცდა, მაშინ შეგიძლიათ ესტუმროთ ამ გვერდს.

2. Paint.Net

Paint.Net

საბაზისო ფოტო რედაქტორი, უამრავი პლაგინითა და ფილტრით.

ხანდახან მომხმარებელს არ სურს ზედმეტი ზიზილ-პიპილოებით “გატენილი” პროგრამა. Paint.net ფოტო რედაქტორების იმ კატეგორიის წარმომადგენელია, რომელსაც გააჩნია ძირითადი მახასიათებლები, რომელიც საკმარისა ფოტოს სწრაფად დასამუშავებლად, ნუ ძირითადად ეს ფილტრებს შეეხება, ასევე წითელი, ლურჯი და მწვანე ფერების კონტროლს, განათებას და ა.შ.

ზოგიერთი მომხმარებელი Paint.Net – ს Microsoft – ის Paint – თან აიგივებს და, რა თქმა უნდა, ეს უზუსტობაა, რადგან ზემოთხსენებული პროგრამა Microsoft – ის Paint – ისგან დამოუკიდებლად შეიქმნა და ფუნქციონალურად ბევრად აღემატება.

რაც შეეხება ინტერფეისს იგი გარკვეულწილად ჰგავს თავის ზემოთხსენებულ მოსახელეს, მაგრამ იგი აღჭურვილია უამრავი ფილტრით, რედაქტირების ხელსაწყოებით, დამატებითი პლაგინებითა და 3D ბრუნვის/ზუმის ფუნქციით, რომელიც სურათების სხვადასხვა შერწყმისას ძალიან გამოსადეგია. მართალია Paint.Net – ს აკლია ნაწილი ისეთი ხელსაწყოებისა, რომელიც, მაგალითად, GIMP – ს აქვს, მაგრამ თუ თქვენ არ გსურთ ზედმეტად გადატვირთული ფოტო რედაქტორი, ან უბრალოდ კომპიუტერის სიმძლავრე არ გიწყობთ ხელს, მაშინ Paint.Net სწორედ რომ საუკეთესო არჩევანია.

3. PhotoScape

photoscape

მარტივი, უჩვეულო ფოტო რედაქტორი, რომელიც უმკლავდება იმაზე მეტს, ვიდრე უბრალოდ ფოტოებია.

PhotoSacpe, აშკარად, არის ძალიან მარტივი უფასო ფოტო რედაქტორი. ყოველივე ეს ერთი შეხედვით, მაგრამ თუ კარგად დავაკვირდებით მის მენიუს ახმოვაჩენთ ძალიან ბევრ ხელსაწყოს, მაგალითად როგორებიცაა: RAW ტრანსფორმაცია, სურათების დაჭრა/დაყოფა და შეერთება, GIF ანიმაციების გაკეთება. ამასთან აქვს ერთი უცნაური, იშვიათი ფუნქცია, თქვენ შეგიძლაით დაბეჭდოთ ნოტების ფურცელი.

რაც შეეხება ფოტო რედაქტირებას, შეიძლება ითქვას, რომ PhotoScape ძალიან კარგად ასრულებს დაკისრებულ ფუნქციას. მისი ინტერფეისი ყველაზე “უცნაურია” მათ შორის, რომელსაც აქ განვიხილავთ. უცნაურად განლაგებული ხელსაწყოები ცოტათი მოუხერხებელს ხდის მის გამოყენებას, რაც აშკარად უსვამს ხაზს იმას, რომ იგი არ ცდილობს გაეჯიბროს Photoshop – ს, ამასთან არ გააჩნია ბევრი საინტერესო ხელსაწყო.

მართალია PhotoScape არ არის მრავალფუნქციური პროგრამა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მომხმარებელი ვერ მიიღებს სასურველ შედეგს. თუ თქვენ სწრაფად გსურთ სხვადასხვა  ფერის ტონალობის გაზრდა/შემცირება სურათში, ან განათების შეცვლა, მაშინ PhotoScape თქვენს ერთ-ერთ ვარიანტად რჩება.

4. Google Nik Collection

googlenikcollection

პროფესიონალური ფილტრების კოლექცია, ახლა უკვე უფასოდ

Google – ს დაუსრულებელი სურვილი ფეხი შედგას და კვალი დატოვოს ბაზრის ყველა კუთხე-კუნჭილში ხანდახან ძვირი უჯდება. ზემოთ ხსენებული ფოტო რედაქტორი ეკუთვნის გერმანელ დეველოპერ Nik – ს, რომლის საცალო ფასი 2012 წელს 500 აშშ დოლარს შეადგენდა, ხოლო 2016 წელს Google – მა გადაწყვიტა, რომ იგი მარტივად ხელმისაწვდომი გაეხადა მომხმარებლისთვის, რაც იმაში მდგომარეობდა, რომ  ახლა უკვე უფასოა.

ვეჭვობთ რომ განახლებები და ახალი ხელსაწყოები პროგრამისთვის დაიგვიანებს, ან შედარებით იშვიათად გამოვა, მაგრამ, ამჯერად, მომხმარებელს შეუძლია ისარგებლოს შვიდი მაღალი ხარისხის ოტო რედაქტორი მოწყობილობით: ლინზებისა და ფილმების ემულატორი Analog Efex; ფერების კორექტორი Color Efex; მონოქრომული კონვერტორი Silver Efex; “ხმაურის” შემამცირებელი Dfine; ფერების გადასარჩევი Viveza; Sharpener და HDR Efex;

ეს პლაგინების ჩამონათვალი, შეიძლება ითქვას, რომ ერთ-ერთი საუკეთესოთაგანია, რომელიც Photoshop – ისთვის შეიძლება იქნას გამოყენებული. თუ მაინცდამაინც არ გვსურს Photoshop – ის საშუალებით მათი გამოყენება და – ის ცალკე პროგრამად გაშვება გვსურს, იგი უნდა მოვძებნოთ C:\Program Files\Google\Nik Collection დირექტორიაში, რადგან იგი როგორც ცალკე დაინსტალირებული პროგრამა არ ჩანს ჩვენს სისტემაში. მართალია ცოტა უცნაურობასთან გვაქვს საქმე, მაგრამ, უნდა ვთქვათ, რომ მართლაც გასაოცარი “კოლექციაა”. 

5. Pixlr

pixlr

მაღალი ხარისხის ფილტრაციისა და ფოტო რედაქტირების ხელსაწყო თქვენს ბრაუზერში.

Ad-supported Pixlr გვთავაზობს ორი ტიპის სპეციფიკაციას: Editor, ბევრი ხელსაწყოთი უზრუნველყოფილი; და Express, საუკეთესო სწრაფი ცვლილებების შესატანათ ფოტოებში. იგი საკმაოდ ტანამედროვე რედაქტორია და აქვე უნდა ავღნიშნოთ მისი მთავარი დადებითი მხარე, Pixlr პირდაპირ ჩვენს ბრაუზერში იხსნება, აქვს თანამედროვე დიზაინი და არ მოითხოვს ძალიან დიდ სისტემურ მონაცემებს.

ზოგიერთი ფილტრის გამოყენება ცოტათი რთულია, რადგან ინტერფეისში ნათლად არ ჩანს თუ რა და როგორ უნდა მოვიხმაროთ, მაგრამ, მიუხედავად ამისა, Pixlr გასაოცარ შედეგს გვაძლევს. (თუ, რა თქმა უნდა, ყველაფერს სწორად გავაკეთებთ) ამასთან მას აქვს ლეიერების, ნიღბების და Fullscreen Mode მხარდაჭერა, თითქოს Desktop App – ში ვმუშაობდეთ.

6. Fotor

fotor

ფოტოს რედაქტირება სულ რამდენიმე ეფექტურ ღილაკზე დაჭერით

Fotor არის ფოტო “გამაუმჯობესებელია” ვიდრე ფოტო რედაქტორი. თუ თქვენ გჭირდებათ სურათის გარკვეული ნაწილის დარედაქტირება Clone Bush – ით ან Healing Tool – ით მაშინ არ გაგიმართლათ, მაგრამ თუ თქვენ ეძებთ ფილტრების დიდ ნაკრებს, მაშინ Fotor თქვენთვის არის შექმნილი.

ინტერფეისი ძალიან მარტივია, ძალიან მარტივად შეგიძლიათ შეცვალოთ ფერების კონტრასტი სურათში, ასევე განათება, შექმნათ ვინტაჟური სტილის გარემო და სხვა. ყოველივე ამის საშუალებას Fotor – ის მარტივი და ფუნქციური მენიუ გვაძლევს, ამით იგი თავიდან გვაცილებს სხვადასხვა რთული ინსტრუმენტების გამოყენებას. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ Fotor – ის მთავარი ღირსებაა processing tool – რაც გულისხმობს სურათებისთვის ერთგვარ “კონვეირულ” სისტემას, რომლის დროსაც მრავალ სურათს ერთმანეთის მიყოლებით შეუძლია დაადოს ფილტრი.

7. Vintager

vintager

სურათები კლასიკური ფილმის სტილში.

Instagram – მა სოციალურ ქსელში პირველმა შექმნა “ფანტაზიური” რეტრო სტილის ფილტრები სურათებისთვის, მაგრამ თუ თქვენ გუსრთ სურათი გამოიყურებოდეს კლასიკურ, ვინტაჟურ სტილში, მაშინ უფასო ფოტო რედაქტორი Vintager ამ საქმეს უკეთესად შეასრულებს. ეს არის ფილტრებისა და შრეების უდიდესი ნაკრები, რომელიც გადააქცევს თქვენს მიერ სწრაფად გადაღებულ სურათს “ხელოვნების ნიმუშად”.

მისი ინტერფეისი ერთი შეხედვით ძალიან მარტივია, სადაც მომხმარებელს მარტივად შეუძლია გაიკვლიოს გზა ფილტრებისა და სხვადასხვა ხელსაწყოებისკენ. თქვენ შეგიძლიათ დაარეგულიროთ შუქ-ჩრდილები და განათებები, ასევე დაარეგულიროთ ფერთა ბალანსი თქვენს მიერ გადაღებულ სურათზე. აქვე შეგიძლიათ გააკეთოთ ფოტო კოლაჟი, რაც გულისხმობს თქვენს მიერ გადაღებული ხუთამდე სურათის გაერთიანებას (სურათზეც ჩანს).

ალბათ Vintager არავისთვის არ იქნება მთავარი ფოტო რედაქტორი მის ლეპტოპსა თუ პერსონალურ კომპიუტერში, მაგრამ თუ მომხმარებელს სურს სურათის სწრაფი დარედაქტირება მის ატვირთამდე, მაშინ ამ საქმისთვის Vintager საუკეთესო კანდიდატია.

8. Sumo Paint

sumopaint

ძლიერი. ბრაუზერზე დაფუძნებული, ფოტო ედითორი შედარებით მცირე ფუნქციებით ვიდრე მომხმარებელი ისურვებდა.

Sumo Paint არის საკმაოდ ძლიერი ბრაუზერზე  დაფუძნებული ფოტო ედითორი, რომელზეც ორი აზრი არ არსებობს, უამრავი რედაქტირებისთვის საჭირო ხელსაწყოთი და ფუნჯებით. შეიძლება ზოგიერთი ხელსაწყო არ იყოს თქვენი სურათებისთვის გამოსადეგი, მაგრამ, დამერწმუნეთ, აქ მიაგნებთ სხვა თულებს, რომელიც ზუსტად თქვენს სურათებზე იქნება მორგებული.

აქვე უნდა ავღნიშნოთ სამწუხარო ინფორმაცია, რომ ვებ გვერდი სავსეა რეკლამებით, რომელიც მომხმარებელს გარკვეულ დისკომფორტს უქმნის. თუ გებავთ მათი მოცილება უნდა გადაიხადოთ დაახლოებით 4$, მაგრამ აქვე უნდა ითქვას, რომ ნაკლებად ღირს Sumo Paint – ში ფულის გადახდა, რადგან არსებობენ სხვა მეტად ფუნქციოური უფასო რედაქტორები.

9. IrfanView

infanview

Image-viewer ჩაშენებული პარარელური რედაქტირების ფუნქციით.

პატარა, სწრაფი და უნიკალური IrfanView აკეთებს ისეთ რამეებს, რაც სხვებს არ შეუძლიათ. ეს არის სრულიად უფასო, რეკლამებისგან თავისუფალი, image-viewer კომპაქტური პროგრამა, რომელსაც არ სჭირდება გაშვებისთვის დიდი მონაცემები და ძალიან სწრაფად მუშაობს. გარდა სუართების გახსნისა მას აქვს Batch Editing – ის ფუნქცია.

ასევე ამ პროგრამის საშუალებით მარტივად შეიძლება ეკრანზე სქრინშოთის გადაღება, ამასთან აქვს Photoshop – ის ფილტრების მხარდაჭერა. რაც ნიშნავს იმას, რომ თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ისეთი ფილტრების კოლექცია, როგორიცაა სამწუხაროდ უშუალო რედაქტირების ხელსაწყოები ლიმიტირებულია, მაგრამ მისი კავშირი Photoshop -თან შედარებიდ მოქნილად ოპერირების საშუალებას გვაძლევს.

10. On1 Effects 10 Free

on1

შერჩევითი ფილტრაცია მაღალი დონის ფოტო რედაქტირებისთვის.

On1 Effects 10 არის On1 Effects 10 proper – ის უფასო ვერსია. იგი გვთავაზობს ფილტრაციის ლიმიტირებულ შესაძლებლობებს, მაგრამ ამ პოსტში მაინც დარჩა მისი ადგილი მისივე მეთოდოლოგიის და გამო.

გარდა იმისა, რომ მომხმარებელს შეუძლია ეფექტის მთელ სურათზე გავრცელება, სპეციალური ფუნჯის დახმარებით თქვენ შეგიძლიათ მხოლოდ იმ კონრეტულ ადგილებში მოახდინოთ ფილტრაცია, რომელიც თქვენ გსურთ. მისი  quick mask და refine brush ხელსაწყოები ძალიან მარტივი რედაქტირების საშუალებას გვაძლევენ.

შეიძლება ითქვას, რომ ეს არის პროგრამის სრული ვერსიის “სადეგსუსტაციო” მაგალითი, მაგრამ მისი HDR, vignette, vintage, glow და სხვა ხელსაწყოები ძალიან მოხერხებული და ეფექტურია. მაგრამ, როგორც ზემოთ ვახსენეთ მისი ფუნქციონალი შეზღუდულია და თუ თქვენ გჭირდებათ პროგრამა sharpening, blurring და noise reduction – სთვის, ან სხვა რედაქტორი უნდა ცადოთ, ან On1 – ის სრული ვერსია უნდა შეიძინოთ.

Color Efex Edit Fotor GIMP Instagram IrfanView On1 Effects Online Editor Online Redactor Paint.Net Photo Editing Photo Editor PhotoScape Photoshop Pixlr Sumo Paint Vintager რედაქტირება ფოტო რედაქტორი
Previous Google Pixel – ახალი სმარტფონის მონაცემებმა პრეზენტაციამდე 1 დღით ადრე ინტერნეტში გაჟონა
Next Google-ის პირველი სმარტფონები: Pixel და Pixel XL
pixel3-640x396
Google Pixel – ახალი სმარტფონის მონაცემებმა პრეზენტაციამდე 1 დღით ადრე ინტერნეტში გაჟონა

როგორც უკვე ცნობილია კომპანია გუგლი Pixel и Pixel XL სმარტფონსი წარმოდგენას 4 ოქტომბერს გეგმავდა. თუმცა...

Close