ერთ თვიანი ჭორებისა და თიზერების შემდეგ Xiaomi წარუდგენს მომხმარებელს თავის “მონსტრ” სმარტფონებს Mi 5s – სა და Mi 5s Plus – ს. რატომ მონსტრი ? მიუხედავად იმისა, რომ Xiaomi ინარჩუნებს 5.15 დიუმიან 1080p ეკრანს, და 600 nit ეკრანის განათებას თავისი წინამორბედი, Mi 5 – ის მსგავსად, მას კომპლექტაციაში მოჰყვება Snapdragon 821 პროცესორი, და “ძალიან ბევრი” ახალი ტექნოლოგიები, როგორც მომხმარებლისთვის ისე კომპანიისთვის. რაც შეეხება Mi 5s – ს აქვს 5.7 დიუმიანი ეკრანი, Dual 13 MegaPixel – იანი კამერა Sony – ს სენსორებით, და 6 GB ოპერატიული მეხსიერება.
4 GB ოპერატიული და 128 GB შესანახი მეხსიერებასთან ერთად Mi 5s – ში წარმოდგენილია დაწოლაზე მგრძნობიარე ეკრანი, დაახლოებით ისეთივე როგორც iPhone – ების შემთხვევაში. იყენებს რა Synaptics touch driver – ებს იგი ანსხვავებს მსუბუქ და ძლიერ შეხებებს ეკრანზე, შესაბამისად ყოველ შეხებაზე იგი სხვადასხვანაირად რეაგირებს.
Mi 5s იყენებს Qualcomm’s Sense ID – ს, რომელის უზრუნველჰყოფს ანაბეჭდის თითქმის 0.5 წამში სკანირებას. იგი იყენებს ზებგერით ტალღებს, რათა მიიღოს თქვენ თითის რაც შეიძლება დეტალური და ხარისხიანი ანაბეჭდი, რაც ძველი თაობების თითის ანაბეჭდის სენსორებზე გაცილებით უკეთ ფუნქციონირებს. ეს იქნება ახალი ნაბიჯი უსაფრთხოების სფეროში, რადგან ზემოთ აღწერილი სკანერი გვაძლევს თითის ანაბეჭდის ძალიან დეტალურად სურათს, თითოეულ ამოზნექილობასა თუ ჩაზნექილობას, ამასთან ამ სკანერს მაშინაც შეუძლია მოქმედება, როდესაც თითი დასვრილია ან, თუნდაც, სველია. ახალი ტექნოლოგია მუშაობს “შუშის” გავლით, შესაბამისად მისი დაყენება სმარტფონის ნებისმიერ ადგილას არის შესაძლებელი. როგორც ჩანს Mi 5s Plus – ს ექნება შედარებით “ტრადიციული” თითის ანაბეჭდის სენსორი, რომელიც დამონტაჟებული იქნება უკანა პანელზე კამერის ქვემოთ, რაც ლოგიკურია მისი ზომების გათვალისწინებით.
Mi 5s აქვს 12 MegaPixel – იანი კამერა, რომელიც აღჭურვილია Sony IMX378 სენსორით, იმავე სენსორით იქნება აღჭურვილი Google Pixel სმარტფონიც, რაც შეეხება “Selfie” კამერას იგი, მხოლოდ და მხოლოდ, 4 MegaPixel – იანია. Xiaomi – მ ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა ზემოთ ხსენებული ტელეფონების სავარაუდო დიზაინის სურათები, რომლებიც თქვენ ამ პოსტის ბოლოს შეგიძლია ნახოთ. რა თქმა უნდა, ეს არ არის საბოლოო დიზაინი, მაგრამ მომხმარებელს დაახლოებით წარმოდგენას მაინც უქმნის მომავალ სმარტფონზე. ამასთან შემოგთავაზებთ სურათებს, რომელიც Mi 5s – ის კამერითაა გადაღებული და შედარებულია 6s Plus – თან და Galaxy S7 – თან.
გარდა ზემოთ ჩამოთვლილი სპეციფიკაციებისა Xiaomi Mi 5s – ს ექნება USB Type – C პორტი და Quick Charge 3.0 ტექნოლოგია. Mi 5s Plus – ს ექნება 3,800 მილიამპერიანი ბატარეა, ხოლო Mi 5s – ს ექნება 3,200 მილიამპერიანი ბატარეა.
და რა ეღირება Xiaomi – ს ახალი სმარტფონები ? Mi 5s – ის 64 GB – იანი ვერსია ეღირება $300, ხოლო 128 GB – იანი ვერსია $345, ასევე $345 ეღირება Mi 5s Plus – ის 4 GB + 64 GB ვერსია, ხოლო ყველაზე ძლიერი, “ტოპ”, მოდელი იქნება Mi 5s Plus 6 GB + 128 GB, რომელიც ბაზარზე $389 დოლარად გამოვა. დიდი ალბათობით საერთაშორისო ბაზარზე გაიყიდება 30% ით ძვირად, ამ ორ სმარტფონს კი ბაზარზე 2 დღეში, 29 სექტემბერს ვიხილავთ.
Xiaomi Mi 5s
Xiaomi Mi 5s Plus