როგორც ვიცით SONY ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა სმარტფონების ბაზარზე. ცოტა ხნსი წინ SONY – ს CEO – მ CNBC – ს განუცხადა, რომ ისინი კვლავ ინოვატორებად რჩებიან და განაგრძობენ საკუთარი მომხმარებლისთვის “უნცაურობებიანი” (ინოვატორული) პროდუქციის შექმნას. ამავე ინტერვიუს დროს, IFA – ზე, CEO – მ განაცხადა, რომ ისინი არ აპირებენ სმარტფონების ბიზნესის გაყიდვას, გარდა Global Market Share – ს მცირე ნაწილისა და ისინი აპირებენ, რომ მობილური ინდუსტრიის მამოძრავებელი გახდნენ.
გასულ წელს, Tamotsu Iba – მ, CFO და ვიცე თავმჯდომარე SONY – ში, “ცუდი” კომენტარი გააკეთა Hirai – ს მმართველობის სტილზე, თქვა, რომ ხარჯების შემცირების სისტემა “the SONY Spirit” – ის დაკარგვას იწვევს და SONY ამით ძალიან რისკავს. Hirai – მ, რომელმაც ნანგრევებიდან ამოიყვანა კომპანია 2012 წელს, გადაწყვიტა გადაეხედა იმ სფეროების და ადგილებისთვის, სადაც იგი “აგებდა”, სწორედ ამიტომ 2014 წელს გაყიდა Vaio, SONY – ს ლეპტოპების ბიზნესი, და გააორმაგა დატვირთულობა Image Sensor – ებსა და PlayStation – ებზე.
Hirai – მ განაცხადა, რომ მიუხედავად ყველაფრისა SONY – ს მაინც აქვს დიდი შესაძლებლობა იყოს ინოვატორი.
“Sony დარმწუნებულია იმაში, რომ მას შეუძლია გამოუშვას მაღალი ხარისხის “ტრადიციული” პროდუქცია და ამასთან იყოს ინოვატორი, გამოუშვას პროდუქცია ბევრი “უცნაურობებით”, მაგრამ ამით იგი აოცებს თავის მომხმარებელს” – განაცხადა Hirai – მ CNBC – სთან ინტერვიუს დროს.
Sony – მ გადაწყვიტა, რომ შეემცირებინა მისი პორტფოლიო და აქცენტი გაეკეთებინა ისეთ პროდუქტებზე, რომელიც მისთვის მოგებას აგენერირებდა. მობილური კომუნიკაციის ბიზნესში მან წელს 400 მილიონი yen – ის (3.8 მილიონი დოლარი) ტოლი საოპერაციო მოგება ჰქონდა 3 თვის განმავლობაში ივნისიდან დაწყებული, შედარებისთვის შარშან იმავე პერიოდში მან 22.9 მილიარდი yen – ის ზარალი ნახა.
იაპონურმა გიგანტმა ბოლოს IFA – ზე წარმოადგინა ახალი ფლაგმანური სმარტფონი Xperi XZ, რითიც ხაზი გაუსვა იმას, რომ იგი ისევ რჩება სმარტფონების ბაზარზე და აქტიურად აგრძელებს მუშაობას საკუთარ ინოვაციურ პროდუქტებზე. გარდა ამისა კომპანიამ დაიწყო მეტი ინვესტიციის ჩადება Gaming სფეროში, რაც გულისხმობს PlayStation – ის ფუნქციონალობის გაზრდას, მათ დაამატეს PlayStation Vue TV რომელიც მომხმარებელს “სტრიმის” საშუალებას აძლევს. ამასთან SONY დიდი ალბათობით თავის ტელევიზორების ბიზნესის გაყიდვასაც გეგმავს. CEO – ს კომენტარი ამ თემასთან დაკავშირებით გულისხმობდა, რომ ძალიან ბევრი თემაა, რომლის განვითარებაც შეუძლია SONY – ს და ეს გაცილებით მეტია, ვიდრე Watching Experience.
საბოლოოდ უნდა ვთქვათ, რომ ბოლო სიახლეებზე დაყრდნობით SONY – მ ძალიან მალე ბევრი ინოვატორული იდეა უნდა შემოგვთავაზოს როგორც სმარტფონების ისტორიაში ისე Gaming სფეროში.