Find the latest bookmaker offers available across all uk gambling sites Read the reviews and compare sites to quickly discover the perfect account for you.
Saturday , 29 October 2016
მთავარი გვერდი » განხილვა » მობილური » Samsung Galaxy S8 10 ნანომეტრიანი ჩიფსეტით და 4K რეზოლუციის ეკრანით
samsung-galaxy-s8-3d-video-render-techconfigurations-5

Samsung Galaxy S8 10 ნანომეტრიანი ჩიფსეტით და 4K რეზოლუციის ეკრანით

Sammobile-ზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ Galaxy S8 10 ნანომეტრიანი ჩიფსეტით წარსდგება, რომელიც 32 ბირთვიანი Mali-G71-ის გრაფიკული პროცესორით იქნება აღჭურვილი და ეს საკმარისი იქნება დააკმაყოფილოს Google-ის მოთხოვნები DayDream ვირტუალური რეალობის პროექტისთვის.

Galaxy S8-ის შემადგენლობაში ასევე იქნება 4K რეზოლუციის ეკრანი, ორი კამერა, 6 გიგაბაიტიანი ოპერატიული მეხსიერება და მთლიანად მეტალის დიზაინი.

საინტერესეოა რამდენად დაიცავს Samsung-ი ახალი ფლაგმანის აწყობის ხარისხის წესებს, რადგან Galaxy Note 7-ების აფეთქების შემდეგ რამდენიმე ათეული მილიარდიანი წაგება აქვს. ასევე Galaxy Note 7-ის აფეთქებებს მოყვა Galaxy S7-ის რამდენიმე მოდელის აფეთქება, Galaxy Core-ის და Galaxy Note 2-ის აფეთქებაც კი. როგორც ჩანს პრობლემა ახალი პარტიის სმარტფონებს ეხება.

მიუხედავად იმისა, რომ Galaxy Note 7-ები დროებით მოიხსნა გაყიდვებიდან და სამსუნგმა უკან დაიბრუნა გაყიდული სმარტფონები, უკვე ბაზარზე თავიდან ჩაშვებულ Note 7-ებს (რომელებზეც თითქოს უნდა მოხსნილიყო პრობლემა) მაინც აღმოაჩნდათ პრობლემა, მომხმარებლების თქმით Galaxy Note 7 ძალიან ცხელდება (ინფორმაციას ავრცელებს The Wall Street Journal-ი).

Samsung-ი თავიდან ამ პრობლემის მოგვარების მიზნით მომხმარებლებს ურჩევდა 50 პროცენტამდე დაეტენა სმარტფონი, რამდენიმე ხნის შემდეგ 70 პროცენტამდე გასცა რეკომენდაცია, ახლა კი ეს ლიმიტი 80 პროცენტს შეადგენს.

Samsung-მა აფეთქებისგან თავის დასაცავად სპეციალური ქეისიც კი გამოუშვა! მაგრამ, ღირს კი საფრთხეში ჩაიგდოთ თავი? 😉

 

Galaxy Note 7 heat Galaxy S8 note 7 fetqdeba Note 7 ფეთქდება S8 Samsung Galaxy S8
Previous Sony CEO: კვლავ ინოვატორები ვიქნებით
123
Sony CEO: კვლავ ინოვატორები ვიქნებით

როგორც ვიცით SONY ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა სმარტფონების ბაზარზე. ცოტა ხნსი წინ SONY - ს...

Close