ძალიან ბევრი ჭორის შემდეგ, ჩინურმა კომპანია LeEco-მ თავისი ახალი სმარტფონი – Le Pro 3 წარადგინა. ეს არის Snapdragon 821-ზე მომუშავე მოწყობილობა მასიური, 4070mAh ბატარეით.
როგორც უკვე იცით, ამ ჩინურ ბრენდს სილიკონის ველზეც კი უკავია საკმაოდ დიდი ადგილი, უშვებს ძალინ ძლიერ და ხარისხიან პროდუქციას, თუმცა ბრენდს ძალიან უჭირს პოპულარიზაციაში სხვა კონკურენტი ტექ-გიგანტების გამო.
Le Pro 3 ნამდვილად შთამბეჭდავად გამოიყურება ფურცელზე, Asus Zenfone 3 Deluxe-ის მსგავსად, მოწყობილობას გააჩნია Snapdragon 821 პროცესორი 6გბ LPDDR4 ოპერატიული მეხსიერებით. დადის ჭორები, რომ 8გბ ოპერატიული მეხსიერებით აღჭურვილი ვარიანტიც იქნება ხელმისაწვდომი, თუმცა ძალიან მცირე მარაგში.
ჩინეთში დღეს ჩაშვებული ეს მოდელი, Moto Z და iPhone 7-ის მსგავსად, უარს ამბობს 3.5მმ ყურსასმენების შესაერთებელზე.
LeEco-ს შემუშავებული Continual Digital Lossless Audio (CDLA) ტექნოლოგია აძლევს საშუალებას მომხმარებელს ოპტიკურ შესაერთებელთან შედარებით უფრო კარგ და ხარისხიან ხმის სისტემას. იქ სადაც Apple თავის მომხმარებელს Lightning ინფრასტრუქტურის ხმის სისტემას სთავაზობს, Le Pro 3-ს აუდიოსთვის USB Type-C აქვს, ასევე ყუთიდანვე მოყვება Type-C ყურსასმენები.
მოწყობილობას გააჩნია 5.5″ FHD გაფართოების ეკრანი და 2.5D შუშა, 16MP მთავარი კამერა f/2.0 აპერტურით, PDAF ავტოფოკუსით და 8MP ფართო-კუთხოვანი წინა კამერა. მეხსიერებას რაც შეეხება, ის 64გბ-ია და გაზრდა სამწუხაროდ შეუძლებელია. როგორც უკვე ზემოთ აღვნიშნე, მოწყობილობას ძალიან დიდი ზომის 4070mAh ბატარეა აქვს Qualcomm QuickCharge 3.0 მხარდაჭერით, თუმცა, ამხელა ბატარეის მიუხედავად სმარტფონი სულ რაღაც 7.5მმ არის სისქეში.
ოპერაციულ სისტემას რაც შეეხება, სმარტფონი მუშაობს Android 6.0.1 Marshmallow-ზე და ზემოდან eUi 5.8 ინტერფეისი აქვს. კომპანია გვპირდება უდიდესი კომპანიების კონკურენციას, ის ასევე შეიძლება მალე ვიხილოთ აშშ-ს ბაზარზეც.
Le Pro 3 ჩინეთში 1799 Yuan-ად გაიყიდება ($270) ჩინეთში 4GB RAM / 32GB ROM ვარიანტში, რაც თითქმის იგივეა, რაც 6/64GB ვერსია 1999 Yuan ($299-ად), განსხვავება, რა გასაკვირიც არ უნდა იყოს სულ რაღაც 19$-შია, უფრო ძვირი ვარიანტით კი მომხმარებელი რა თქმა უნდა გაცილებით უკეთეს არჩევანს გააკეთებს.