Find the latest bookmaker offers available across all uk gambling sites Read the reviews and compare sites to quickly discover the perfect account for you.
Saturday , 29 October 2016
მთავარი გვერდი » განხილვა » მობილური » HTC დიზაინერის კონცეპტუალური სმარტფონი სენსორული გვერდებით
htc-ocean-6

HTC დიზაინერის კონცეპტუალური სმარტფონი სენსორული გვერდებით

ჯერ არ გამოსული სმარტფონების ინფორმაციის ყველაზე პოპულარულ გამჟონავ – Evan Blass-ს ახლაც აქვს ისეთი ინფორმაცია, რომელიც გაგვაოცებს. ამჯერად საქმე ეხება კომპანია HTC-ს, რომლის დიზაინერმა – Danelle Vermeulen-მა თავის გვერდზე განათავსა პროექტი სახელად “HTC Ocean”

ვიდეოზე ნათლადაა გამოსახული ორ კამერიანი სმარტფონის კონცეპტუალური რენდერი, თუმცა საინტერესო და შთამბეჭდავი არის ამ მოწყობილობის მთავარი ფუნქცია, რომლის წყალობით ის ყველა დანარჩენი სმარტფონისგან განსხვავდება, მასში გამოყენებულია HTC-ის “Sense Touch” ტექნოლოგია.

screenshot-111

  • რა არის HTC Sense Touch?

ამ ფუნქციონალური კონცეპტის აზრი ისაა, რომ სმარტფონის კანტებს ექნება ჩაშენებული სენსორები, რომლითაც მომხმარებელს შეეძლება სმარტფონის გვერდებზე შეხებისას გაააქტიუროს სასურველი აპლიკაცია, აუწიოს/დაუწიოს ხმას, კამერაში გადაიღოს სურათი, შეცვალოს ფოტო პარამეტრები როგორიცაა ISO, ექსპოზიცია, zoom და ა.შ

  • დროა დავემშვიდობოთ ღილაკებს ჩვენ სმარტფონებზე?

3.5მმ-იანი ყურსასმენების პორტის არ იყოს, მექანიკური ღილაკები უკვე ძალიან დიდი ხანია არსებობს და აბსოლუტურად ყოველ სმარტფონს თუ მოწყობილობას აქვს. ამ შემთხვევაში HTC-ის ახალი სმარტფონის კონცეპტი სრულიად უღილაკოა, როგორც უკვე აღვნიშნე HTC Sense Touch ტექნოლოგიის წყალობით. ინტერნეტში ასევე გავრცელებულია ჭორები, რომ ამ ტექნოლოგიით აღჭურვილი იქნება HTC-ის შემდეგი ფლაგმანი, HTC 11.

  • როგორ მუშაობს HTC Sense Touch ტექნოლოგია?

ამის დეტალებში გასაგებად, იხილეთ ვიდეო:

 

HTC 10 HTC 11 HTC Ocean HTC Sense HTC Sense Touch HTC Sizzle news ანდროიდ ანდროიდი სმარტფონი
Previous Google Pixel XL: ყველაფერი რაც ვიცით ჯერ-ჯერობით
Next Google Pixel-ის ავტომატური სისტემის განახლებები და Dual Booting
babab
Google Pixel XL: ყველაფერი რაც ვიცით ჯერ-ჯერობით

Google ძალიან მალე თავის ახალ nexus Pixel სმარტფონებს წარადგენს Android 7.1-თან ერთად. ჩვენ უკვე ნანახი...

Close