Find the latest bookmaker offers available across all uk gambling sites Read the reviews and compare sites to quickly discover the perfect account for you.
Saturday , 29 October 2016
მთავარი გვერდი » სიახლეები » Elon Musk: პირველი ადმაიანები ვინც მარსზე იმოგზაურებენ “სიკვდილისთვის მზად უნდა იყვნენ”
8qpjd9qq4

Elon Musk: პირველი ადმაიანები ვინც მარსზე იმოგზაურებენ “სიკვდილისთვის მზად უნდა იყვნენ”

Elon Musk – მა ახლახან წარმოადგინა პრეზენტაცია SpaceX – ის შესახებ, რაც გულისხმობს ქალაქის აშენებას მარსის ზედაპირზე ადამიანებისთვის, მაგრამ პრეზენტაციის დროს მას ყურადღება არ გაუმახვილებია იმაზე, თუ ვინ იქნება მეზობელი პლანეტის პირველი სტუმარი. მაგრამ კითხვა პასუხის სესიის დროს ეს გარდაუვალი შეკითხვა მაინც დაისვა: “რას ფიქრობს Musk ვინ გამოთქვამს სურვილს ჩაჯდეს “რაკეტაში” რომელიც წითელი პლანეტისკენაა მიმართული ?”  “ვინ იქნება ის ხალხი, ვინც მთელი კაცობრიობის სახელით ჩავა მარსზე ?” იკითხა ერთ ერთმა მსმენელმა. “ჩემი აზრით პირველი მოგზაურობა მარსზე ძალიან საშიში იქნება” უპასუხა Elon Musk – მა “უბედური შემთხვევის რისკი ძალიან მაღალი და მისგან თავის აცილების გზა არ არსებობს.” თვითონ მოგზაურობას დასჭირდება დაახლოებით 80 დღე გეგმის მიხედვით.

“სიკვდილისთვის მზად ხართ? მაშინ თქვენ ხართ ერთ-ერთი კანდიდატი” მან დაამატა. მაგრამ Musk – ს არ სურდა იმ რისკებზე და საფრთხეებზე საუბარი, რომელიც ამ მოგზაურობას შეეხებოდა. “საქმე ნაკლებად ეხება იმას, თუ ვინ წავა მარსზე პირველი… მთავარია წითელ პლანეტაზე შეიქმნას “თვითგადამრჩენი” ცივილიზაცია რაც შეიძლება სწრაფად. ეს Apollo – სგან განსხვავებული პროექტია, რომლის მიზანია ეგზისტენციალური რისკის შემცირება.” თქვა Musk – მა.

მიუხედავად იმისა, რომ მარსზე ჩასვლის პირველი რამდენიმე მცდელობა დიდი ალბათობით კრახით დამთავრდება, Elon Musk ფიქრობს, რომ მოხალისე ადამიანების რიცხვი რადიკალურად არ შემცირდება, რადგან მსოფლიოში ბევრია ისეთი ადამიანი, რომელსაც უნდა საკუთარი კვალის დატოვება ისტორისა და კაცობრიობაზე.

“ეს დაუჯერებელი თავგადასავალი იქნება. ჩემი აზრით ეს არის ყველაზე ინსპირაციული რამ, რაც შეიძლება დღესდღეობით წარმოვიდგინო. სიცოცხლე იმაზე მეტად საინტერესო და პროდუქტიული უნდა იყოს, ვიდრე ყოველდღიური პრობლემების მოგვარება.”

Elon Musk Mars Red Planet SpaceX ელონ მასკი კაცობრიობა მარსი მოგზაურობა წითელი პლანეტა
Previous Apple iPhone 7-ები ფეთქდება, მაგრამ გაყიდვები არ შეჩერებულა
iphone-7-exploding
Apple iPhone 7-ები ფეთქდება, მაგრამ გაყიდვები არ შეჩერებულა

ჯერ დავიწყებ იმით, რომ ინტერნეტ სივრცე გლობალურად აფეთქდა სტატიებით და ვიდეო მასალებით, რომ iPhone 7-ები...

Close