უკვე ვიცით, რომ 4 ოქტომბრის პრეს-კონფერენციაზე Google თავის ახალ სმარტფონებს ანახებს: Pixel, Pixel XL, მათთან ერთად კი Google Home და Google Cast Ultra, თუმცა არის კიდევ ერთი რაღაც, რის შესახებაც ძალიან ცოტა რამაა ცნობილი.
We announced the 1st version of Android 8 years ago today. I have a feeling 8 years from now we'll be talking about Oct 4, 2016.
— Hiroshi Lockheimer (@lockheimer)
Google-ის ვიცე-პრეზიდენტის Tweet-ის თანახმად, 4 ოქტომბერს წარადგენენ იმას, რაც ძალზედ პოპულარული და გამოყენებადი გახდება, რაც ყველას აღაშფოთებს.
ანდროიდის პირველი ვერსია ჩვენ 8 წლის წინ წარვადგინეთ დღევანდელ დღეს, ვფიქრობ 8 წლის შემდეგ ჩვენ 2016 წლის 4 ოქტომბერს გავიხსენებთ. – Hiroshi Lockheimer, 24/09/16
Android Police-ს აზრით, საუბარია Google-ის Chrome OS-ის და Android-ის შერწყმულ ოპერაციული სისტემის პროექტზე, რომლის სახელწოდება Andromeda-არის.
Chrome OS და Android-ის შერწყმის შესახებ ალბათ გსმენიათ ძალიან დიდი ხნის წინ. ვადასტურებთ, შერწყმაზე ლაპარაკი ჯერ 1 წლის წინ დაიწყო, როდესაც Wall Street Journal-მა გაავრცელა ამის შესახებ სტატია, სადაც ნათქვამია, რომ Google აპირებდა Chrome OS-ის შერწყმას Android-თან და ამით გამოეშვათ უფრო მეტი კატეგორიის მოწყობილობები, როგორიცაა ლეპტოპები და 2-1 პლანშეტები.
WSJ ჯერ კიდევ 1 წლის წინ იუწყებოდა, რომ ამ პროექტს სავარაუდოდ 2017 წელს ვიხილავდით, ასეა ახლაც AndroidPolice-ის აზრით, თუმცა ეს ყველაფერი იმას არ ნიშნავს, რომ 4 ოქტომბერს არაფერი მოხდება. კომპანიამ შესაძლოა უბრალოდ დააანონსოს ეს სიახლე და არა ანახოს ცოცხალ დემოში.
Lockheimer-ის აზრით, 4 ოქტომბრის პრეს-კონფერენცია ისტორიული დატვირთვის იქნება Google-ისთვის, ამიტომაც მზად იყავით რაღაც ახალისთვის, რაღაც დიდისთვის, Android-ის ევოლუციისთვის!