Find the latest bookmaker offers available across all uk gambling sites Read the reviews and compare sites to quickly discover the perfect account for you.
Saturday , 29 October 2016
მთავარი გვერდი » სიახლეები » უსაფრთხოების სისუსტეები iOS 10-ში: არ განაახლოთ თქვენი iPhone-ები
maxresdefault

უსაფრთხოების სისუსტეები iOS 10-ში: არ განაახლოთ თქვენი iPhone-ები

Apple– ს მიერ გამოშვებულ ახალ iOS 10 – ს iTunes – ის საშუალებით გაკეთებულ Backup Data-სთან უსაფრთოების დიდი პრობლემა აქვს, რომელიც საშუალებას აძლევს Password Cracking Tool-ებს მარტივად მიუწვდებოდეთ ხელი შენახულ ინფორმაციასთან, გამოაცხადეს iPhone-ების Unlock-ში სპეციალიზირებულმა მკვლევარებმა.

Elcomsoft-ის (რუსული კომპანია, რომელიც ეხმარება საკანონმდებლო დაწესებულებებს ისეთი პროგრამული უზრუველჰყოფის შექმნაში, რომელიც მათ აძლევს საშუალებას მიუწვდებოდეთ ხელი მობილურ მოწყობილობებში შენახულ “დაცულ” ინფორმაციაზე) მიერ პარასკევს დაწერილ პოსტში მკვლევარმა, Oleg Afonin – მა, აღნიშნა, რომ iOS 10 – ში განხორციელებული ცვლილებები მობილური მოწყობილობის ინფორმაციის Backup – ის შექმნისას კომპიუტერში შენახულ ლოკალურ ინფორმაციას iOS – ის წინა ვერსიის სისტემებთან შედარებით, გაცილებით დაუცველს ხდის Password Cracking პროგრამებთან მიმართებაში.

როგორც ზემოთ ვახსენეთ უსაფრთხოების პრბლემა iTunes – ის საშუალებით შექმნილ Backup – თანაა დაკავშირებული, უფრო დეტალურად კი Backup – ის შენახვის ახალი სისტემა Password Cracking პროგრამებს საშუალებას აძლევს სცადონ პაროლის 6,000,000 სხვადასხვა კომბინაცია წამში, რაც, მაგალითად, iOS 9 – სთან შედარებით 40 – ჯერ დიდი ციფრია. Elcomsoft – ამბობს, რომ Apple – მ ახალი სისტემის გამოშვებით შეასუსტა Backup – ის უსაფრთხოება, რაც პოლიციელებს ან, თუნდაც, კომპიუტერულ კრიმინალებს აძლევს საშუალებას გაცილებით მარტივად მიაღწიონ დასახულ მიზანს. Elcomsoft – მა განაცხადა, რომ Intel i5 პროცესორზე Brute Force საშუალებით მათ 2,500 – სჯერ სწრაფად შეუძლიად პაროლის გატეხვა, ვიდრე iOS 9 – ის Backup – ის შემთხვევაში.

აქვე უნდა ავღნიშნოთ, რომ Elcomsoft – მა ბლოგზე დაწერილ პოსტამდე არ აცნობა Apple – ს აღმოჩენილი სისუსტის შესახებ. მაგრამ კომპანიის CEO Vladimir Katalov აცხადებს, რომ მათ Apple – ის უსაფრთხოების გუნდს მიაწოდეს უფრო დეტალური ინფორმაცია, მას შემდეგ რაც Apple – იმ მოითხოვა იგი პარასკევს დილით.

Apple – მა უკვე იცის, რომ სისუსტე თავისი ხელით “ჩადეს” სისტემაში” – განაცხადა Vladimir Katalov – მა. 

Apple ადასტურებს, რომ ისინი უკვე მუშაობენ პრობლემის მოგვარებაზე.

“ჩვენ უკე მოვახდინეთ პრობლემის იდენტიფიკაცია, ვმუშაობთ მის აღმოფხვრაზე ა შემდეგ უსაფრთხოების განახლებაში აუცილებლად იქნება იგი მოგვარებული. რაც შეეხება კონკრეტულ პრობლემას იგი მხოლოდ ეხება iTunes – ის მიერ Mac – ზე ან PC – ზე შექმნილ ლოკალურ Backup – ებს, ხოლო iCloud – ის Backup – ს მსგავსი პრობლემა არ აქვს. ამასთან ჩვენ მომხმარებელს ვურჩევთ, რომ განახლებამდე ძლიერი პაროლებით დაიცვან საკუთარო კომპიუტერები და მხოლოდ ავტორიზირებული მომხმარებლები მიუშვან მათთან” – განაცხადა Apple – მა.

 

Backup Brute Force Flaw iCloud iOS 10 iOS 9 Password Crack Security სისუსტე უსაფრთხოება
Previous პირველი 10 ნანომეტრიანი ჩიფსეტი Mediatek Helio X30 მძლავრი გრაფიკული პროცესორით
mediatek-helio-x30
პირველი 10 ნანომეტრიანი ჩიფსეტი Mediatek Helio X30 მძლავრი გრაფიკული პროცესორით

Mediatek-მა მსოფლიოში ყველაზე მძავრი ჩიფსეტი Helio X30 წარმოგვიდგინა სმარტფონებისთვის. ის წარმოდგენილია 10 ცენტრალური ბირთვით, სადაც...

Close