Mediatek-მა მსოფლიოში ყველაზე მძავრი ჩიფსეტი Helio X30 წარმოგვიდგინა სმარტფონებისთვის. ის წარმოდგენილია 10 ცენტრალური ბირთვით, სადაც გამოყენებულია tri-cluster ტექნოლოგია. ბირთვები განლაგებულია შემდეგი თანმიმდევრობით: 4 მაღალი წარმადობის Cortex A73-ის ბირთვი 2.8 გიგაჰერც სიხშირეზე მომუშავე, 4 საშუალო წარმადობის Cortex A53-ის ბირთვი 2.2 გიგაჰერცზე მომუშავე და 2 ენერგიის დამზოგველი დაბალი წარმადობის ბირთვი 2.0 გიგაჰერცზე მომუშავე.
საინტერესოა ის ფაქტიც, რომ Mediatek-მა ამჟამად აჯობა დანარჩენ ჩიფსეტების მწარმოებელს და ყველაზე მძლავრი გრაფიკული პროცესორი 4 ბირთვიანი PowerVR 7XTP-MT4 ჩადო(820 მეგაჰერც სიხშირეზე მომუშავე), რაც მოგვცემს მაქსიმალურ პერფომანსს სმარტფონებში.
ასევე წარმოდგენილია ოპერატიული მეხსიერების ახალი ტექნოლოგია 16 ნანომეტრიანი 4 არხიანი LPDDR4X 1866 მეგაჰერცზე მომუშავე, 8 გიგაბაიტიანი მოცულობით.
კამერის პროცესორად წარმოდგენილია ორმაგი სიგნალის მიმღები 14 ბიტიანი Vislon-ი 550 მეგაჰერც სიხშირეზე მომუშავე, რომელიც მხარდაჭერილია 28 მეგაპიქსელიანი კამერით და 10 ბიტიანი 4K ვიდეო გადაღებით H.256/H.264/VP9 ფორმატებში.
აუდიო პროცესორად წარმოდგენილია ორმაგი Cortex-M4 420 მეგაჰერც სიხშირეზე, რომელიც მაქსიმალურ წარმადობას გვაძლევს.
ჩიფსეტის შემადგენლობაში ასევე შედის UFS2.1, eMMC5.1, LTE Cat 10 და ბატარიის მოხმარების დამზოგავი სპეციალური ტექნოლოგიები.