Find the latest bookmaker offers available across all uk gambling sites Read the reviews and compare sites to quickly discover the perfect account for you.
Saturday , 29 October 2016
მთავარი გვერდი » აიტი ტეკი » ინტერნეტ თაღლითები და მათი ხერხები
10088872-16417295

ინტერნეტ თაღლითები და მათი ხერხები

საუბედუროდ, ინტერნეტ თაღლითობა დღეს უკვე ჩვეულებრივი რამ გახდა. თაღლითები იპარავენ ჩვენს პირად ინფორმაციას, სოციალური ქსელის პაროლებს, ახდენენ წვდომას ჩვენს კომპიუტერზე და ზოგ შემთხვევაში სერიოზულ ზიანსაც აყენებენ ადამიანებს. ბევრს აინტერესებს როგორ ახერხებენ ამას ისინი, ბევრსაც კი უჩნდება კითხვა რა მეთოდებით შეიძლება თავის დაცვა? მოდი, ჯერ იმაზე ვისაუბროთ, როგორ მოქმედებენ თაღლითები.

თაღლითების ხერხები

ინტერნეტში ბევრი გაიძვერული მაქინაცია ელ-ფოსტის მეშვეობით ხდება. ყველაზე გავრცელებული მეთოდი „ფიშინგ წერილის“ სახელითაა ცნობილი. ის თევზის სატყუარასავით მოქმედებს და მისით თაღლითი ცდილობს, გამოსტყუოს სხვას პაროლი, საბანკო ანგარიშის მონაცემები ან სხვა. ერთი შეხედვით სანდო და საიმედო გვეჩვენება ვებგვერდი, რომელიც ჩვენთვის გამოგზავნილ წერილშია მოხსენიებული, მაგრამ სინამდვილეში ჩვენ გადავდივართ ყალბ ვებგვერდზე. ზოგიერთი ფიშინგ წერილი შპიონურ პროგრამას შეიცავს, რომელსაც შეუძლია მოიპაროს პაროლები და ჩვენი მონაცემები, აკონტროლოს კომპიუტერი და დაიმახსოვროს აკრეფილი პაროლები. ზოგიერთს კი უბრალოდ ყალბ საიტზე გადავყავართ, რომელ საიტზე ინფორმაციის ჩაწერის შემთხვევაში ჩვენი ინფორმაცია მიდის ყალბი საიტის შემქმნელს.

რა არის ყალბი საიტი, ანუ ფიშინგ საიტი?

Pishing – ეს ძველი მეთოდია, თუმცა დღემდე აქტიური. ფიშინგ საიტის მიზანია მოიპაროს ჩვენი პირადი ინფორმაცია, ეს იქნება სოციალური ქსელის, ელექტრონული ფოსტის პაროლები, თუ უფრო სერიოზული, საკრედიტო ბარათის ან სხვა რაიმე სერიოზული ინფორმაცია, რომელსაც შემდგომ ჩვენსავე საზიანოდ გამოიყენებენ. ფიშინგ საიტი არის ანალოგი სოციალური ქსელის ან იმ საიტის რომელსაც თაღლითი მოისურვებს. ყალბი საიტი თითქმის 100%-ით გავს ორიგინალ საიტს და გვეჩვენება, თითქოს ჩვენ ვიმყოფებით ჩვენთვის სასურველ, სანდო საიტზე, მაგრამ რეალურად ის ჩვენს მოსატყუებლად აწყობილი მატყუარა საიტია.

რა არის შპიონური პროგრამა?

შპიონური პროგრამა სხვადასხვაგვარია, მათ შორის ყველაზე გავრცელებულია Trojian, RAT, Keylogger. შპიონური პროგრამები იპარავენ ჩვენს პირად მონაცემებს, წვდომას ახდენენ ფაილებსა თუ პაროლებზე, იმახსოვრებენ ჩვენს პაროლებს ან კიდევ უარესი წვდომას იღებენ მთლიანად ჩვენს კომპიუტერზე, ვებ კამერაზე, მიკროფონზე თუ სამუშაო დაფაზე.
Trojan(trojan horses) – სახელწოდება მოდინარეობს ტროას ცხენიდან. ეს ვირუსი არსებობს სხვადასხვანაერი და ასრულებს იმ დანიშნუკებას, რასაც შემქმნელი დააკისრებს, მაგრამ ძირითადად მისი მიზანია მოახდინოს წვდომა ჩვენს კომპიუტერსა და პირად ინფრომაციაზე, ის მალულად ხვდება ჩვენს კომპიუტერში და უგზავნის შემქმნელს ჩვენს პირად ინფორმაციას.
RAT(Remote administration tool) – ესეც ტროიანის ტიპის ვირუსია, რომელიც დღესდღეობით საკმაოდ გავრცელებულია. მისი დანიშნულებაა კომპიუტერის მალულად მართვა. ის წვდომას ახდენს თითქმის ყველაფერზე ჩვენს კომპიუტერში, ფაილებზე, პროგრამებზე, ვებ კამერასა და მიკროფონზე, ჩვენს სამუშაო დაფაზე და ა.შ. მისი დახმარებით მის შემქმნელს ჩვენგან მალულად შეუძლია აკონტროლოს ჩვენი ყველა ქმედება, წაშალოს ან მოიპაროს ჩვენი ფაილები. დამეთანხმებით რომ ეს საკმაოდ საშიში ვირუსია და სამწუხაროდ მასზე წვდომა ყველა ადამიანს შეუძლია ჰქონდეს, ვისაც ინტერნეტსა და გუგლზე ხელი მიუწვდებადა ელემენტარული ცოდნა აქვს.
Keylogger – მეორენაერად კლავიატურის შპიონი. ის იმახსოვრებს ჩვენს მიერ შეყვანილ პაროლებს სხვადასხვა საიტებზე და უგზავნის შემქმნელს.

ასევე არსებობს სხვა ხერხები, მათ შორის კიდევ ერთს განვიხილავ. ეს არის ბრაუზერის ქეშის(cache) მოპარვა. რა არის ქეში? ეს არის ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი ბრაუზერი ინახავს რათა ჩვენ სწრაფად და კომპორტულად მოვახერხოთ საიტებზე სერფინგი. ამაში შედის ბრაუზერის მიერ დამახსოვრებული პაროლები. ჩვენ ვამახსოვრებინებთ პაროლებს ბრაუზერს რათა სწრაფად შევძლოთ საიტზე შესვლა და ყოველი შესვლისას პაროლის აკრეფა არ დაგვჭირდეს. ეს მართლაც მოსახერხებელია, მაგრამ ამავდროულად საფრთხეს წარმოადგენს ჩვენთვის. მე გირჩევდით არ დაამახსოვრებინოთ ბრაუზერს პაროლები.

ეს იყო ის მეთოდები რომლებიც დღესდღეობით ყველაზე გავრცელებულია და შეიძლება ნებისმიერი ადამიანი მოხვდეს ამ საფრთხის წინაშე. რათქმაუნდა არსებობს სხვა, უფრო ძლიერი მეთოდებიც, მაგრამ ყველას განხილვას ნამდვილად ვერ შევძლებთ.

ამ სტატიაში მოკლედ მიმოვიხილე რამდენიმე თაღლითური ხრიკი ინფორმაციის მოსაპარავად და გპირდებით მომდევნო სტატიაში გაგაცნობთ თავდაცვის მეთოდებს ინტერნეტ თაღლითებისგან.

მანამდე რამდენიმე რჩევას მოგცემთ: არასდროს ენდოთ უცხო ადამიანებისგან მოსულ იმეილებსა თუ შეტყობინებებს, არ წამოეგოთ „დამაინტრიგებელ“ შემოთავაზებებსა თუ წერილებზე და ყოველთვის იქონიეთ კარგი ანტივირუსი.

გისურვებთ წარმატებებს თაღლითებთან ბრძოლაში.

keylogger Pishing Rat Trojan
Previous Moto G4 Plus – ახალი სმარტფონი მოტოროლასგან
Next Apple iPhone 7-ები ფეთქდება, მაგრამ გაყიდვები არ შეჩერებულა
dsc06778-a
Moto G4 Plus – ახალი სმარტფონი მოტოროლასგან

რამდენიმე დღის წინ მოტოროლას ოფიციალურმა წარმომადგენლობამ სურპრიზი გაგვიკეთა და ახალი Moto G4 Plus-ი გამოგვიგზავნა გასატესტად....

Close